რამდენი გერმანელი ფანი ესტუმრა თბილისს და რის შესახებ წერენ ისინი აღფრთოვანებით

რამდენი გერმანელი ფანი ესტუმრა თბილისს და რის შესახებ წერენ ისინი აღფრთოვანებით

გერმანიის საფეხბურთო კავშირის ოფიციალური საიტის ცნობით, 29 მარტს "დინამო არენაზე" მსოფლიოს ჩემპიონ გერმანიას დაახლოებით ათასი გერმანელი ფანი გულშემატკივრობდა.

იმავე სტატიაში მოთხრობილია ბორის პაიჭაძის სახელობის "დინამო არენაზე" და თბილისზე. გერმანელები წერენ, რომ სტადიონზე დასწრების რეკორდი აღარ დამყარდება, რადგან სტადიონი ახლა მხოლოდ 54 549 კაცს იტევს, "ლივერპულთან" თამაშზე კი 1979 წელს 110 ათასი გულშემატკივარი მივიდა.

გერმანიის საფეხბურთო კავშირის საიტი თბილისზე აღფრთოვანებით წერს:

"რომ არა ფეხბურთი, თბილისში ისედაც ბევრი რამ არის სანახავი. განსაკუთრებით კი, ეს ითქმის ძველ ქალაქზე თავისი ვიწრო ქვაფენილიანი ქუჩებით და ხის აივნებით. ძველი ქალაქი იუნესკოს სიაშია მოხვედრილი".

საიტზე ჩამოთვლილია თბილისის სხვა სიკეთეებიც, რომელთა ნახვა ღირს გერმანელი ფანებისთვის: თბილისის ანძა, მთაწმინდის პარკი, შარდენის ქუჩა, აბანოები, ჯანაშიას სახელობის მუზეუმი, პურის სახლი, ერეკლე II-ის მოედანი და რუსთაველის გამზირი. ფანებს ურჩევენ მეტროთი გადაადგილებას ქალაქში.

"ადგილობრივი მოსახლეობა მეგობრულად განწყობილია უცხოელებისადმი და მათმა დიდმა ნაწილმა იცის ინგლისური", - ვკითხულობთ სტატიაში.

იხილეთ თამაშის შესახებ ყველა მნიშვნელოვანი ინფორმაცია Sportall.ge-ზე

თემატური ბმულები დაინტერესებული მკითხველისთვის:

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია