კადრები კოტე თოლორდავას პანაშვიდიდან

კადრები კოტე თოლორდავას პანაშვიდიდან

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები ესწრებოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. 15:00 საათზე კი მსახიობი ტაძრიდან გამოასვენეს და მას საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

მსახიობი კოტე თოლორდავა 11 აპრილს გარდაიცვალა. ის რუსეთის დედაქალაქში ფილმის გადაღებაზე იმყოფებოდა. მსახიობის ცხედარი სასტუმროს ნომერში იპოვეს.

კოტე თოლორდავა საქართველოში 17 აპრილს ჩამოასვენეს.

ასევე იხილეთ| მსახიობებისა და პოლიტიკოსების გამოსამშვიდობებელი სიტყვები კოტე თოლორდავას პანაშვიდზე

"ინტერპრესნიუსი"

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია