მსახიობებისა და პოლიტიკოსების გამოსამშვიდობებელი სიტყვები კოტე თოლორდავას პანაშვიდზე

მსახიობებისა და პოლიტიკოსების გამოსამშვიდობებელი სიტყვები კოტე თოლორდავას პანაშვიდზე

ქაშუეთის ეკლესიაში მსახიობ კოტე თოლორდავას სამოქალაქო პანაშვიდი მიმდინარეობდა. პანაშვიდს მისი ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, კოლეგები და რიგითი მოქალაქეები.

სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთში 13:00 საათზე დაიწყო და 15:00 საათამდე გაგრძელდა. 15:00 საათზე კი მსახიობი ტაძრიდან გამოასვენეს და საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალეს.

იხილეთ ფოტოგალერეა

დაკრძალვამდე მედიასთან კოტე თოლორდავაზე ცნობილმა მსახიობებმა და პოლიტიკოსებმა კიდევ ერთხელ ისაუბრეს.

დავით დარჩია, მსახიობი:

საქართველომ დაკარგა უნიჭიერესი ახალგაზრდა მამაკაცი, რომელსაც ძალიან ბევრი მოეტანა თავისი ნიჭიერებით ამ ქვეყნისთვის. მე ვუსამძიმრებ მის გარდაცვალებას არამხოლოდ ოჯახის წევრებსა და მეგობრებს, არამედ მთელ საქართველოს.

გოგი ქავთარაძე, მსახიობი:

ღმერთმა გაანათლოს, ძალიან საწყენია, რომ ასეთი ადამიანები მიდიან... რამდენი რამის გაკეთება შეეძლო და რამდენი რამეს გააკეთებდა... ღმერთმა გაანათლოს მისი სული!

შალვა ნათელაშვილი, პოლიტიკოსი:

ის იყო მისაბაძი ფიგურა ახალგაზრდობისათვის და მის განვლილ გზას უკვალოდ არ ჩაუვლია. დიდი სამძიმარი მინდა გამოვუცხადო მის ოჯახს და მთლიანად ქართულ საზოგადოებას.

ალექსი პეტრიაშვილი, პოლიტიკოსი:

ის იყო თავის ქვეყანაზე, ოჯახზე და საქმეზე შეყვარებული ადამიანი. ძალიან მტკივა გული მთელ საქართველოსთან ერთად, რომ აი, ასეთი ღირსეული, კარგი, ნამდვილი ვაჟკაცი ადამიანი წავიდა ამ ქვეყნიდან...

იხილეთ| კოტე თოლორდავას მეუღლე და დედა ემშვიდობებიან - ტკივილისმომგვრელი კადრები

ასევე დაგაინტერესებთ| კოტე თოლორდავას ახლო მეგობრები გარდაცვალების ვერსიაზე, მსახიობის გადატანილი ავადმყოფობისა და დიდი ფინანსური პრობელემების შესახებ

გამოყენებული მასალა: სინქრონები - "ქრონიკა" | ფოტო - "ინტერპრესნიუსი"

კახი კალაძის მამიდა კორონავირუსით გარდაიცვალა - "წავიდა ყველაზე კეთილშობილი ადამიანი"

"უფრო მარტივად ვრცელდება, თუმცა უფრო მძიმედ მიმდინარეობა არ ახასიათებს" - რას ამბობს ამირან გამყრელიძე ბრიტანეთში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ შტამზე

"სიტუაცია ნამდვილად დასტაბილურდა, მაგრამ ძალიან ბევრი იქნება დამოკიდებული, რა მასშტაბით შემსუბუქდება შეზღუდვები" - პაატა იმნაძე