ილია II - მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ

ილია II - მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ

მე არ ვიცოდი, რომ ომი იწყებოდა, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, ჩემთვის ეთქვათ, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ტელეკომპანია "იმედზე", გადაცემა "ეკა ხოფერიას თოქ-შოუში" 2008 წლის აგვისტოს ომზე საუბრისას განაცხადა.

"ომი რომ დაიწყო, მე არ ვიცოდი, რომ იწყებოდა ომი, მთავრობამ არ ჩათვალა საჭიროდ, რომ ჩემთვის ეთქვათ. ქვეყანაში იწყება ომი და პატრიარქმა არ იცის", - ბრძანა უწმინდესმა.

პატრიარქმა აგვისტოს ომის პერიოდი გაიხსენა და აღნიშნა, რომ ეს იყო ძალიან მძიმე დღეები საქართველოსთვის. "მე მაინც გადავწყვიტე, რომ წავსულიყავი. ვნახეთ, მინდორში დაყრილი ჩვენი ვაჟკაცები. იმდენად საშიში იყო ჩვენი მოგზაურობა, რომ ჩვენს მანქანას მარჯვნივ და მარცხნივ კიდევ სხვა მანქანები ახლდა, რომ ჩვენთვის სნაიპერს არ ესროლა. გორი მკვდარი ქალაქი იყო. ქუჩაში ადამიანს ვერ დაინახავდა კაცი. ეს იმას არ ნიშნავს, რომ სულ წამოსულები იყვნენ. ვერ გამოდიოდნენ ქუჩაში", - გაიხსენა უწმინდესმა.

მისივე თქმით, მათ შვიდი მიცვალებული წამოიყვანეს, შემდეგ გაგზავნილმა სამღვდელოებამ კი მინდორში მყოფი მიცვალებულები გადმოასვენა.

პატრიარქის აზრით, აფხაზებმა და ოსებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი წინსვლა, განვითარება, პროგრესი შეიძლება იყოს მხოლოდ ქართველებთან ერთად. "მე დარწმუნებული ვარ, რომ მალე დადგება ისეთი დრო, როცა ოსები და აფხაზები მიხვდებიან ამას და ისევ დაბრუნდებიან საქართველოს ფარგლებში", - აღნიშნა ილია მეორემ. გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რომელი ადგილი ენატრება ყველაზე მეტად აფხაზეთში, უწმინდესმა უპასუხა, რომ სოხუმი და გულრიფში ენატრება.

ასევე წაიკითხეთ: "მიკვირს, როგორ გაუძლო ჩემმა გულმა, ან სხეულმა, ან სულმა ამდენ განსაცდელს, რაც მე გამოვიარე" - ილია მეორე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია