15 ყველაზე ეფექტური ფოტოკადრი - როგორ იზეიმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღე

15 ყველაზე ეფექტური ფოტოკადრი - როგორ იზეიმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღე

საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 26 მაისს სამხედრო ფიცი ჩაიბარა. მე-4 მექანიზირებული ბრიგადის 200 სამხედრო მოსამსახურის სამხედრო ფიცის დადების ცერემონიალს თბილისში, თავისუფლების მოედანზე ესწრებოდნენ პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, საქართველოს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნატარესი ილია მეორე, საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა წვევამდელებს სამხედრო ფიცის დადება მიულოცა და სამხედრო მოსამსახურეებს სიტყვით მიმართა.

ფიცის დადებამდე, თავისუფლების მოედანზე შეკრებილებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს საბრძოლო მოქმედებებში დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეებს.

იხილეთ ფოტოგალერეა

  • საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ქართველ ხალხს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა. გიორგი მარგველაშვილი თავისუფლების მოედანზე, 26 მაისისთვის მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოვიდა.

"თანამემამულენო გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს, მივესალმები ყველა ქართველს, ქართულ საზოგადოებას, მრავალეროვან სახელმწიფოს და იმათ, ვინც საქრთველოში არ არიან და დამოუკიდებლობის დღეს საზღვარგარეთ ზეიმობენ. მივესალმები საქართველოს პატრიარქს ილია მეორეს, პრემიერ-მინიტრს და მის მეუღლეს, პარლამენტის თავმჯდომარეს, მოწვეულ სტუმრებს, ჯარს, დიპლომატიურ კორპუსს, მოკავშირეებს, ვინც ზეიმობენ დღევანდელ დღეს", - განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქვეყნის ისტორიასა და საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლაში მონაწილეებზე ისაუბრა.

რედაქციის რჩევით| 26 მაისი - საქართველოს დამოუკიდებლობის დღე: ყველაფერი, რაც ყველა ქართველმა უნდა იცოდეს ამ დიდებული დღის შესახებ!

  • ჩვენ, ყველანი ვემსახურებით საქართველოს, ეს ყველაზე დიდი პატივი და პასუხისმგებლობაა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თავისუფლების მოედანზე, საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე განაცხადა, სადაც წვევამდელებმა სამხედრო ფიცი დადეს. პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღევანდელი დღე განსაკუთრებით წვევამდელებს მიულოცა.

ასევე დაგაინტერესებთ| "მთავარია, სიმწრით მოპოვებული თავისუფლება არასოდეს დავკარგოთ, მეგობრებო!" - როგორ ზეიმობენ ცნობილი ქართველები დამოუკიდებლობის დღეს

გალერეაში გამოყენებულია "ინტერპრესნიუსი"-სა და პრემიერ-მინისტრის ადმინისტრაციის ფოტოები

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია