ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა - თიკა თინიკაშვილი შაბიამნისფერი კოსტიუმითა და ჩოხის ორნამენტებით

ნარმანიას მეუღლის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცე აალაპარაკა - თიკა თინიკაშვილი შაბიამნისფერი კოსტიუმითა და ჩოხის ორნამენტებით

რუსთაველის გამზირზე საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით რამდენიმე ღონისძიება გაიმართა. ცენტრალურ გამზირზე სახელმწიფო უწყებების პავილიონები მოეწყო, სადაც დამთვალიერებლებს პროექტების პრეზენტაცია წარუდგინეს.

ღონისძიებაზე საქართველოს მთავრობის წევრები ოჯახებთან ერთად იმყოფებოდნენ. მათგან განსაკუთრებული ყურადღება თბილისის მერის, დავით ნარმანიას მეუღლემ მიიპყრო, ამის მიზეზი კი მისი ჩაცმულობა გახდა,  - წერს PalitraTV.ge და შესაბამის ვიდეომასალას აქვეყნებს.

"შაბიამნის პარტია შემოიტანეს?", "ნარმანიას ცოლი "ემერჯენსის" ექთანია?", - ასეთი კომენტარებით შეაფასეს "ფეისბუქის" მომხმარებლებმა დედაქალაქის პირველი ლედის შაბიამნისფერი კოსტიუმი, რომელზეც ჩოხის ორნამენტები იყო გამოსახული.

თავისუფლების მოედანზე განთავსდა მძიმე სამხედრო ტექნიკა, ადგილზე ხდება სამხედროების შეკრება. მოქალაქეებთან ერთად, ღონისძიებებზე დასასწრებად პოლიტიკოსები ოჯახებით იმყოფებოდნენ. მათ შორის ქალაქის მერი დავით ნარმანია მეუღლესთან და შვილთან ერთად. მერის მეუღლის

თიკა თინიკაშვილის ჩაცმულობამ ინტერნეტსივრცეში მითქმა-მოთქმა გამოიწვია.

ნახეთ| 15 ყველაზე ეფექტური ფოტოკადრი - როგორ იზეიმა საქართველომ დამოუკიდებლობის დღე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია