შეიხი მოზას თბილისური ვიზიტის გაუხმაურებელი დეტალები და უცნობი ფოტოები

შეიხი მოზას თბილისური ვიზიტის გაუხმაურებელი დეტალები და უცნობი ფოტოები

შეიხი მოზა ბინტ ნასერი საქართველოს პირველად არაოფიციალური ვიზიტით ეწვია, რამაც ბუნებრივია, მისი პერსონის გავლენიდან გამომდინარე, ქართულ საზოგადოებაში უდიდესი ინტერესი გამოიწვია. Ambebi.ge-სთვის  შეიხი მოზას თბილისური ვოიაჟის დამატებითი დეტალები გახდა ცნობილი.

მან შვებულება თბილისში ცნობილ დიზაინერთან, ულიანა სერგეენკოსთან ერთად გაატარა. საქართველოში ვიზიტის დროს კატარის პირველმა ლედიმ ძველი ქალაქის ღირშესანიშნაობები მოინახულა. ამასთან, ის მშრალ ხიდზეც იმყოფებოდა და მოინახულა ანტიკვარული მაღაზიები და გალერეები. საქართველოს დედაქალაქში დედოფალი სასტუმრო "Rooms" -ში გაჩერდა.

როგორც Ambebi.ge-სთვის გახდა ცნობილი, მის პატივსაცემად, რეზო გაბრიაძის ეროვნული სამზარეულოს კაფეში სტუმრებისათვის, ნაციონალური მუსიკისა და ცეკვის თანხლებით ნამდვილი ქართული ვახშამი მოეწყო.

იმავე საღამოს მწერალთა სახლში სტუმრებისათვის საქართველოს ლეგენდამ – ნანი ბრეგვაძემ იმღერა.

აღმოსავლური სტილის ხატი – შეიხი მოზა, რომელიც ცნობილია დახვეწილი გემოვნებით, ქართველი დიზაინერების ბუტიკებს ეწვია.

Ambebi.ge გთავაზობთ ფოტოებს, რომელიც შეიხი მოზას თბილისურ ვოიაჟს ასახავს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მეტი ინფორმაციისთვის| ვინ არის შეიხი მოზა, რომელიც საქართველოს საიდუმლო ვიზიტით ეწვია

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია