ფეხბურთის ფედერაცია ვიდეოინსტრუქციას აქვეყნებს - მარტივი გზამკვლევი ბილეთის შესაძენად

ფეხბურთის ფედერაცია ვიდეოინსტრუქციას აქვეყნებს - მარტივი გზამკვლევი ბილეთის შესაძენად

უეფა-ს გადაწყვეტილებით, უეფა-ს სუპერთასის ბილეთების გაყიდვა ხვალ, 30 ივნისს, დილის 09:00 საათიდან დაიწყება. ფეხბურთის ფედერაციის მიერ მომზადდა ვიდეოინსტრუქცია, სადაც მოყვანილია ყველა ის წესი, როგორ უნდა მოხდეს ბილეთის შეძენა. biletebi.ge-ს ტექნიკური დირექტორის, გიორგი ჩხიკვიშვილის განცხადებით, ბილეთები რიგითობით გაიყიდება. საიტზე შემოსულ ადამიანს მიენიჭება რიგის ნომერი და ეცნობება სავარაუდო დრო, თუ როდის შეძლებს ბილეთის ყიდვას. ერთ ადამიანს მაქსიმუმ 4 ბილეთის ყიდვა შეეძლება.

უეფა-ს სუპერთასის ფინალური შეხვედრა თბილისში 11 აგვისტოს, "დინამო არენაზე" გაიმართება. "ბარსელონასა" და "სევილიას" დაპირისპირება 22:45 საათზე დაიწყება.

იხილეთ ვიდეო

მეტი დეტალები სტატიაში| როგორ შევიძინოთ სუპერთასის ბილეთი biletebi.ge-ზე - "მწვანე შუქი" აინთო!

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია