"ხალხო, არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რომ იქ იყო ორი პოლიციელი" - რას ყვება კუს ტბის ინციდენტის თვითმხილველი

"ხალხო, არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ, რომ იქ იყო ორი პოლიციელი" - რას ყვება კუს ტბის ინციდენტის თვითმხილველი

ალბი კორძაია 2 დღის წინ კუს ტბაზე მომხდარ ინციდენტს ეხმაურება. გოგონას თქმით, იგი მომხდარს თავად შეესწრო:

"გავრცელდა ინფორმაცია, რომ კუს ტბაზე სცემეს გოგო პოლიციელებმა. ახლახანს გაავრცელეს დაჭრილი ვიდეოები, სადაც არის აღნიშნული ორი პოლიციელი, რომელიც მიათრევს ამ გოგონას და ნათქვამია, რომ აი ორი პოლციელია და ის გოგო არის მატყუარა.

არა, ის გოგო არ არის მატყუარა.  იმ ღამეს მე მივდიოდი კუს ტბის ივენთზე.

გავაჩერე ტაქსი და რომ მივდიოდი გზაში კუს ტბის აღმართზე, გადაგვისწრო პოლიციის ოცმეთაურმა, ძალიან ისეთი სიგნალებით და უკვე ზემოთ როცა ავედით იქ იყო თავმოყრილი ოცი და კი არა შეიძლება მეტი პოლიციელი. იქ იყო პოლციიის მანქანა, კრიმინალურის მანქანა, ოცმეთაურის უფროსი დიდ პასუხისმგებლობას იღებდა საკუთარ თავზე. გააჩერა თუ არა ტაქსმა და ძალიან ბილწი სიტყვებით გადახედა ამ ტაქსისტს და ძალიან ბილწი სიტყვებით მიმართა.

მაშინ არ ვიცოდი რა ხდებოდა საერთოდ, რომ დავინახე ამ პოლიციის აგრესია, რა თქმა უნდა ეგრევე გავეცალე. როდესაც ავედი უკვე ზემოთ, ხალხი უკვე დაშლილი იყო. მოვიდა გოგონა და თქვა ჩვენი კლუბის მენეჯერი დაიჭირესო. მეთქი ერთი გოგონას დაჭერის გამო ამდენი პატრული, აგრესია გაურკვეველია ან ტაქსისტს რას ერჩოდნენ. მერე უკვე გავრცელდა მაგ გოგონას ვიდეო.

ხალხო არავითარ შემთხვევაში არ დაიჯეროთ რომ იქ იყო ორი პოლიციელი, ჩემი თვალით ვნახე იქ თავმოყრილი პატრული, კრიმინალური და მართლა ძალიან აგრესიულად განწყობილები იყვნენ" - ნათქვამია ვიდეოში.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ერთ-ერთი კლუბის თანამშრომელი პატრულს ფიზიკურ შეურაცხყოფაში ადანაშაულებდა. თუმცა, მათ მიერ ამოღებულ ვიდეოჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ ლიკა კიკიანი და გრიგოლ ბ. ვაკის პოლიციის 1-ელ განყოფილებაში თავისუფლად შედიან და თავისუფლად ტოვებენ შენობას. გრიგოლ ბ. ასევე თავაზიანად ემშვიდობება პოლიციელებს. მისი ინფორმაციით, გოგონას ცემის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ის ასევე უარყოფს მის მიმართ რაიმე ფიზიკურ შეურაცხყოფას პოლიციელების მხრიდან.

კუს ტბაზე მომხდარი შემთხვევის ვიდეომასალა და გენინსპექციის დასკვნა

ლიკა კიკიანის მიერ დასახელებული დამლაგებელი - ბატონი როსტომ ო. აცხადებს, რომ ადგილზე მივიდა ლიკა კიკიანის დაძახებისთანავე, სადაც იგი შეესწრო გოგონას დაკავების ფაქტს. მისივე თქმით, ფიზიკურ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.

ლიკა კიკიანი მის მიმართ არსებულ ყველა შეკითხვას პასუხობს: როგორ დაიწყო კონფლიქტი, რატომ არ გამოცხადდა გენინსპექციაში და რა კავშირი აქვს სახლთან, სადაც ზურაბ ჟვანია გარდაიცვალა

იხილეთ ვიდეო

ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა "ფეისბუქიდან" წაშალა პოსტი, რომელშიც ის პოლიციელბს ცემაში ადანაშაულებდა

მეუფე მელქისედეკი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე - სასულიერო პირებს მოლოდინი გვაქვს, ყველა იყოს თავისუფალი - დანარჩენი პრეზიდენტის გადასაწყვეტია

"მხარს ვუჭერ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიას" - რას ემსახურებოდა ორი ქართველი სასულიერო პირის უკრაინაში ვიზიტი