"რუსული გესმის? სიტყვას რომ იწყებ რაღაცას და რაღაცა მნიშვნელობა აქვს და იტყვი ი ბ ი ა რ დ ი და ჩაგეღიმება" - სოსო ჯაჭვლიანი საკუთარ განცხადებას განმარტავს

"რუსული გესმის? სიტყვას რომ იწყებ რაღაცას და რაღაცა მნიშვნელობა აქვს და იტყვი ი ბ ი ა რ დ ი და ჩაგეღიმება" - სოსო ჯაჭვლიანი საკუთარ განცხადებას განმარტავს

"მე ბოზებში არ დავდივარ, იბიარდზე ვერასოდეს ვიქნები, მეუღლის ერთგული ვარ" - სოსო ჯაჭვლიანის მიერ გაკეთებულ ამ განცხადებას გუშინ დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ჯაჭვლიანის კოლეგების თქმით, მათ დეპუტატის განცხადების გამო შერცხვათ. რა იგულისხმა საკუთარ განცხადებაში და იცის თუ არა რას ნიშნავს EBRD ამის გასარკვევად სოსო ჯაჭვლიანს დავუკავშირდით.

- ყველა იდიოტმა თავის თავს მოუაროს. მე მეგონა ჟურნალისტები რუსეთის ანექსიასთან დაკავშირებით დამირეკავდნენ. საზღვარი ხან იქეთ რომ გვაქვს, ხან აქეთ. მე შეურაცხყოფას არავის ვაყენებ პირველი და რომ მომაყენებს სხვა, ტრაქტორივით გადავუვლი. ხომ იცი როგორი სიტუაციაა, რუსეთთან დაკავშირებით, ნახევარი ქვეყანა რომ დაკარგული გვაქვს?

"კაზანოვა" ჯაჭვლიანი და ქალები, ვისთანაც დეპუტატი "10 მანეთის გარეშე მუშაობდა"

კაკო ბობოხიძემ დაწერა, თურმე ჩვენ გვენატრება 37 მანეთიანი ბილეთები და 10 მანეთიანი ბოზები, ჩემი პასუხი ასეთია, როგორც დღეს არის ჩემთვის 500 ლარი, ისე იყო 37 მანეთი მაშინ, ხან შეჯიბრებებზე დავდიოდი, ხან გადაღებებზე, ბოზებში არ დავდიოდი. ეს შეურაცხყოფაა. ამას მოჰყვა მეორე ამბავი. ხომ გახსოვს, ორი თვის უკან მთელი მსოფლიო რომ ჩამოვიდა? პარლამენტში კვორუმი არ შეიკრიბა, ეკა ხერხეულიძეს უთქვამს პარლამენტარები ალბათ იბიარდზე არიან და სოსოც იქ იქნება იბიარდზეო. მეც წავიღადავე რა, არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია.

იბიარდზე რა მინდოდა?

- იბიარდი რატომ დაგინგრევდათ ოჯახს?

- რუსული გესმის? სიტყვას რომ იწყებ რაღაცას და რაღაცა მნიშვნელობა აქვს და იტყვი ი ბ ი ა რ დ ი და ჩაგეღიმება, ეს ხო ხვდებით რასაც ნიშნავს. არ ვყოფილვარ იბიარდზე, ოჯახს რატომ მინგრევთ? სატრაბახო იცით რა მაქვს? ყველაზე პატიოსანი ვარ ქალებთან მიმართებაში, არსად არ მიგულავია და მყავს ჩემი ოჯახი. ეს არის ჩემთვის საამაყო. ქალი და კაცი ჩემთვის თანასწორია, კაცი რომ არის იმნაირი, ქალიც იმნაირია თუ არა, არ აქვს მნიშვნელობა. ეკას მე არაფერს არ ვერჩი, თუ იტყვის, ცუდი არაფერი მიგულისხმიაო, მაშინ მეც არ მიგულისხმია ცუდი არაფერი. ყველა ქალს პატივს ვცემ, მნიშვნელობა არ აქვს ის ოპოზიციიდან არის თუ საიდან, ყველაში დედას და დას ვხედავ. ქალის ნათქვამს მე ვერ გამოვეკიდები.

ეკა ხერხეულიძის მიერ EBRD-ზე გაკეთებული კომენტარი, რომელმაც სოსო ჯაჭვლიანი დააბნია

- ორი თვის წინ თუ იხუმრა, დღეს რატომ თქვით სხდომაზე?

- რუსეთის თემამ მოიტანა, შეკითხვა რატომ მინგრევ ოჯახს, ხო სასაცილოა? ხოდა მეც ვკითხე და რატომ მოაყოლეს ასეთი ამბავი, არ ვიცი. ჩვენ მსოფლიოს შეშფოთებით დავკარგეთ ტერიტორიების 20 პროცენტი, ევროპა და ამერიკა გვეუბნება, ესაუბრეთ რუსეთს. რუსები სიაფანდობენ და აფერისტობენ, გვეუბნებიან, საერთო ენა გამონახეთ აფხაზებთან და ოსებთან. აბაშიძე-კარასინის ფორმატი არაფერი არაა, სხვები თუ ელაპარაკებიან რუსებს, ჩვენ რატომ არ შეგვიძლია დავჯდეთ და ვილაპარაკოთ. რუსეთის და დანარჩენი მსოფლიოს ინტერესების გამო ჩვენ ვრჩებით წაგებულები. ჩვენი პირველი პირები უნდა ჩავიდნენ რამდენჯერმე და უნდა დაელაპარაკონ პუტინს. თუ არაფერი გამოვა, ვეტყვით.

- რა არის იბიარდი?

- ეს არის სისულელე. იბიარდი ვუთხარი ისე, როგორც თავად მითხრა. იბი რაც არის რუსულად, ხო იცი? ხოდა იბიარდი არის იბი ნორდ, იბი ჰარდ.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

იხილეთ ასევე|რა არის "იბიარდი", სადაც სოსო ჯაჭვლიანი ვერასოდეს იქნება, რადგან ერთგული მეუღლეა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია