"ია, შენ გადარჩი" - როგორ უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა ია ფარულავას

"ია, შენ გადარჩი" - როგორ უპასუხა სოსო ჯაჭვლიანმა ია ფარულავას

სოსო ჯაჭვლიანმა "იმედის კვირაში" ია ფარულავას განცხადებას უპასუხა.

"ია ფარულავას უთქვამს, რას ვარ გადარჩენილიო და აქედან მინდა ვუთხრა, ია, გენაცვალე, მე და შენ ხომ ორ ფილმში ვართ გადაღებული და შეყვარებულებს ვთამაშობთ... მცდელობა ჰქონდათ, ჩამოვთვლი მსახიობებს - გიორგი გეგეჭკორი, მიხეილ ვაშაძე და ვანიჩკა საყვარელიძე, რომ ჩვენი შეუღლება მომხდარიყო. მოგიყვებით როგორ მოხდა ეს. გადაღებაზე ვართ ("ფესვებიც" იყო და მანამდე "სამი ალიყური") და გვყავდა ერთი ძალიან მაგარი ქალბატონი. ნათელა ერქვა, რეკვიზიტორი, 100-140 კგ-იანი ქალბატონი იყო, ხანჯლებს, თოფებს და რაღაცებს ატარებდა, ყაბალახით და 50 ნომერი ჩექმები ეცვა. გადაღებაზე იდგა ნათელა და სიგარეტს ეწეოდა, ამ დროს მოიყვანეს ია, ჩემი ჩამოთვლილი მსახიობები მეკითხებიან, ცოლი არ გყავსო. არა-მეთქი, ხოდა მოკიდე ხელი იასო და გაზარდე შენს ჭკუაზეო. მე ვუთხარი ია პატარაა-მეთქი. გამოცდილი გინდაო? აგერ ნათელაა გამოცდილიო. ასე რომ, ია, შენ გადარჩი. მაშინ იყავი დაკავებული და მე შინაურიც ვიცი და გარეულიც, არავის საქმეში არ ვერევი", - განაცხადა სოსო ჯაჭვლიანმა.

იხილეთ: "მე და სოსო ორ ფილმში ვთამაშობდით ერთად... მაგარი გადარჩენილი ვარ" - ია ფარულავა

"დამცინა და მეც დავცინე, წა-ვი-ღა-და-ვე!" - სოსო ჯაჭვლიანის განმარტება იბიარდის თემაზე

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია