რა ხდებოდა ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის პირად ცხოვრებაში დაწყვილებამდე

რა ხდებოდა ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის პირად ცხოვრებაში დაწყვილებამდე

ბუკა პეტრიაშვილი და ეკა მიშველაძე ქორწინდებიან, ამის შესახებ გუშინ თავად ბუკა პეტრიაშვილმა დაწერა სოციალურ ქსელში. როგორც ჩვენთვის ცნობილი გახდა, ეკა და ყოფილი მინისტრი ერთმანეთს კუს ტბაზე დაუახლოვდნენ, სადაც დილაობით ორივე ვარჯიშობს. მათი სიყვარულის ამბავი ბევრი მათი მეგობრისთვის მოულოდნელი აღმოჩნდა.

ეკა მიშველაძე ერთხელ იყო გათხოვილი, მას ორი შვილი ჰყავს. ორი შვილი ჰყავს პეტრიაშვილსაც. ეკა მიშველაძე ბუკა პეტრიაშვილამდე ერთ-ერთ ქართველ მხატვარს ხვდებოდა, რომელიც ამერიკაში ცხოვრობს.

რაც შეეხება ბუკა პეტრიაშვილს, ორი წლის წინ თბილისში მისი და ხატია შამუგიას რომანზე ლაპარაკობდნენ, თუმცა ხატია ამას დღემდე უარყოფს. ხატია შამუგია ახლა მთაწმინდის დეპუტატს ჯაბა ჯიშკარიანს ხვდება. ამ ურთიერთობაზე ხმამაღლა ხატია არ საუბრობდა და ამბობდა, რომ ჯაბასთან უბრალოდ მეგობრობა აკავშირებდა. თუმცა გუშინ "ფეისბუქზე" შამუგიამ ჯაბა ჯიშკარიანთან ერთად გადაღებული ფოტო დადო და ფაქტობრივად, მისი და ჯაბას გარშემო გავრცელებული ჭორები დაადასტურა. დღეს კი შამუგია პეტრიაშვილს გაბედნიერებას საჯაროდ, "ფეისბუქზე" ულოცავს. "ბუკააა! ყვეელაზე მაგარი ბიჭი ხარ და ყვეელაზე მაგარი გოგოც მოიყვანე ცოლად! გილოცაააავთ და უსაზღვრო ბედნიერებას გისურვებთ ! ♥ ეკუუ, მიყვარხარ!", - წერს შამუგია.

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

დღეს ამინდი უარესდება - სად იქნება ძლიერი ქარი და სად იწვიმებს?

"კლინიკაში ცოლთან და ოჯახის სხვა წევრებთან ერთად ვნახე... ყველა მას უყურებდა" - რას წერენ "ფეისბუქზე" მას შემდეგ, რაც კახა კალაძის დიაგნოზი გაიგეს

ექნებათ თუ არა ვაქცინირებულ მოქალაქეებს უპირატესობები - რას პასუხობს ამირან გამყრელიძე კითხვას?