ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები

ყველაფერი ლევან გვაზავას შესახებ: ბრაზილიური სერიალის მსგავსი პირადი ცხოვრება, მოდელი მეუღლე და სკანდალური საქმეები

ლევან გვაზავა შინაგან საქმეთა სამინისტროში მინისტრის მოადგილის პოსტს იმ პერიოდში იკავებდა, როდესაც უწყებას ვანო მერაბიშვილი ხელმძღვანელობდა. გვაზავა მერაბიშვილის მოადგილე იყო. ის თანამდებობას 2008 წლამდე იკავებდა.

ლევან გვაზავა, რომელიც პოლიციის გენერალ-მაიორია, "სამართალდამცავთა ლიგის" ერთ-ერთი დამფუძნებელია.

ლევან გვაზავა, თანამდებობის დატოვების შემდეგ, საზოგადოების ყურადღების ცენტში 2012 წელს მოექცა, როდესაც პროკურატურამ ის ბუტა რობაქიძის საქმეზე მოწმის სახით დაკითხა. ამ პერიოდში მთავარი პროკურორი არჩილ კბილაშვილი იყო და პროკურატურამ გვაზავას ბრალი ბუტა რობაქიძის საქმის მასალების გაყალბებისთვის წარუდგინა.

გვაზავას გვარი ვაზაგაშვილების ოჯახურ ტრაგედიასთან ერთად ყოველთვის ფიგურირებდა. იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ, რასაც "სამართალდამცთა ლიგის" დამფუძნებლის, ირაკლი ფირცხალავასთვის ბრალის წაყენება მოჰყვა, გვაზავამ პრესასთან დუმილი დაარღვია.

"დაზუსტებით შემიძლია, ვთქვა, რომ ვაზაგაშვილის ოჯახის შემდეგ ამ აფეთქებით დავზარალდით ჩვენ – მე და ჩემი მეგობრები. ჩვენ სამართლებრივ დავაში ვიყავით იური ვაზაგაშვილთან, საქმე სწორედ იქით მიდიოდა, რომ ეს სამოქალაქო დავა ჩვენს სასარგებლოდ დასრულებულიყო. სწორედ იური ვაზაგაშვილის აფეთქების შემდეგ სასწრაფოდ დაკითხეს კორტების სპეცოპერაციის საქმეზე არაერთი პირი და პრაქტიკულად ამას მოჰყვა ფირცხალავასა და სხვა ჩვენი მეგობრების დაკავება. ვსვამ ელემენტარულ კითხვას – რაში გვაწყობდა ჩვენ ვაზაგაშვილის აფეთქება? რაც შეეხება სოსანაშვილს, პირადად არ ვიცნობ. მასთან ახლო შეხება არც ფირცხალავას ჰქონია. ჩვენ ვიცნობდით, როგორც ერთ რიგით პოლიციელს. ამ აფეთქების შემდეგ სასწრაფოდ დაიწყო კორტების საქმის შეკერვა. მინდა გითხრათ, რომ ის პროკურორები, ვინც ამ საქმეს კერავენ, ადრე თუ გვიან, კანონის წინაშე აგებენ პასუხს. საზოგადოებაც მალე მიხვდება ყველაფერს", - აცხადებდა საქმესთან დაკავშირებით გვაზავა "პრაიმ-ტაიმთან" საგაზეთო ინტერვიუში.

შემთხვევის შესახებ ყველა ინფორმაცია იხილეთ ტეგზე #მკვლელობა ოქროყანაში

რაც შეეხება გვაზავას პირად ცხოვრებას, ის ამჯერად მეორე ქორწინებაში იმყოფება. გვაზავას რჩეული მოდელი ნინო ორდენიძეა, რომელიც ხშირად ამბობდა, რომ ძალიან უყვარს ბევრი ფულის ხარჯვა. ის ბოლო პერიოდია უმუშევარია, თუმცა ეს მის მატერიალურ მდგომარეობაზე არ აისახებოდა, რადგან ყველაფერზე ოჯახის  უფროსი, ანუ მისი მეუღლე - ლევან გვაზავა ზრუნავდა.

წყვილმა ერთმანეთი სტამბულში გაიცნო. ლევან გვაზავა მეუღლეზე 10 წლით უფროსია, თუმცა ამ ფაქტს ხელი არ შეუშლია ბედნიერებისთვის.

"ეს ყველაფერი ისე მოხდა, უცებ... ვიცოდი, რომ ძალიან ვუყვარდი, მიყვარდა, გავრისკე და ეს ნაბიჯი გადავდგი, არავინ იცოდა, რა გამოვიდოდა. იყო ბევრი ჭორი, რაღაცები, ძალიან ძნელი იყო ჩემთვის ეს ყველაფერი, მაგრამ ძალიან მყარი ოჯახი გვაქვს დღეს. ეს არ იყო ადვილად გადასადგმელი ნაბიჯი, მაგრამ რომ ვხედავდი, ლევანს როგორ ვუყვარდი, ეს სიყვარული ვერ დავთმე. ვისაც როგორ უნდა, ისე გაიგოს. ვენდე და მივყევი თვალდახუჭული. როცა გიყვარს ადამიანი, მაშინ არაფერზე ფიქრობ", - ამბობდა მოდელი "პრაიმ-ტაიმთან" საუბრისას.

რაც შეეხება ლევან გვაზავას წინა ქორწინებას, მას სამი შვილი, - ზუკა, თეო და სოფო ჰყავს. სამივე მათგანი სრულწლოვანია.

"არაჩვეულებრივი ბავშვები არიან. ძალიან კარგი ურთიერთობა გვაქვს. ჩვენთან სულ ამოდიან. ვგიჟდები მათზე. ზუკა ძალიან კეთილი და ძალიან საყვარელია, ლევანს ჰგავს. ყოფილი ცოლი ნანახი არ მყავს, მაგრამ ცივილიზებული ურთიერთობა გვაქვს. მოკლედ, ჩვეულებრივი ბრაზილიური სერიალია", - უთხრა მოდელმა პირად ცხოვრებაზე საუბრისას გაზეთს.

წუხელ მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რასაც ლევან გვაზავას დეიდაშვილი - რეზო კალომლეწავი ემსხვერპლა, გვაზავა კი უმძიმესი მდგომარეობით საავადმყოფოშია მოთავსებული, ნინო ორდენიძემ მეუღლის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე პირველი კომენტარი AMBEBI.GE-სთან გააკეთა.

ნახეთ| ლევან გვაზავას მეუღლის პირველი კომენტარი მომხდარზე და ჯანმრთელობის მდგომარეობაზე - "ძალიან მძიმედ არის, უნდა გადარჩეს ლევანი..."

ნახეთ ვიდეო: ლევან გვაზავას მეუღლე მოდელი ნინო ორდენიძე საავადმყოფოსთან

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია