"ქართველები აზრზე მოდიან, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის" - გივი სიხარულიძე რუსულ ტელეარხზე

"ქართველები აზრზე მოდიან, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის" - გივი სიხარულიძე რუსულ ტელეარხზე

განახლება| "მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

მსახიობმა და შოუმენმა გივი სიხარულიძემ რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკის ადგილობრივ ტელეარხს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საყოველთაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას დედა რუსი ჰყავდა და ამიტომ კარგად იცნობს რუსულ სულს:

"მე ვიცი რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა".

რაც შეეხება მის პროფესიულ მოღვაწეობას და დამოკიდებულებას ქართულ კინოსთან, მისი თქმით, ქართული კინო რუსულიდან იღებს სათავეს, ყველა ჩვენს დიდ რეჟისორსა და მსახიობს რუსული სკოლა აქვს გავლილი.

გივი სიხარულიძემ რუსულ-ქართულ თბილ ურთიერთობებზე საუბარი ოჯახურ კონტექსტში განაგრძო და განაცხადა, რომ "ყველაზე კარგი ნაზავი არის, როცა ქართველ კაცს რუსი ცოლი ჰყავს: ბავშვები ნიჭიერები და ლამაზები გამოდიან".

მისივე აზრით, საქართველოში ხალხი უკვე რუსეთის მხარეს გადმოდის, "ქართველები აზრზე მოდიან, პოლიტიკოსებიც გონს მოვლენ და რუსებიც უნდა ეცადონ, რომ ჩვენს ხალხს ისინი ისე უყვარდეთ, როგორც მე მიყვარს. რუსები - ეს არც ჟირინოვსკია და არც გენერალიტეტი", - აღნიშნა გივი სიხარულიძემ.

კითხვაზე, რატომ წერს რუსულად, მან უპასუხა, რომ სურს არ დაკარგოს რუსული სიტყვის გემო და არომატი და მის ნაწერებში დევს ორი სული: ქართული და რუსული.

იხილეთ ვიდეო

"ბიძინას მარტო ფეხებში აქვს იმდენი ჭკუა, რამდენიც ჩვენს ოპოზიციონერებს - თავში" - გივი სიხარულიძე

იაპონიაში ქართული კერძი პოპულარობის პიკშია - "შქმერულის" გაყიდვა მინიმარკეტებშიც დაიწყეს

"ამაში თავზარდამცემი არაფერია" - რას წარმოადგენს კორონავირუსის ახალი შტამი, რომლის პირველი შემთხვევა საქართველოშიც დაფიქსირდა