"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

"მაგათ გადაეცი, გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ, შეგეც*თ ყველასო!" - მსახიობის პირველი კომენტარი სკანდალური პრორუსული ინტერვიუს შემდეგ

მსახიობმა და შოუმენმა გივი სიხარულიძემ რუსეთის ქალაქ ბლაგოვეშჩენსკის ადგილობრივ ტელეარხს ინტერვიუ მისცა, რომლის ფრაგმენტიც სოციალურ ქსელში გავრცელდა და საყოველთაო მითქმა-მოთქმა გამოიწვია. როგორც სიხარულიძემ განაცხადა, მას დედა რუსი ჰყავდა და ამიტომ კარგად იცნობს რუსულ სულს: "მე ვიცი რას ნიშნავს უბრალო რუსი ხალხი, ეს არის ნამდვილი რუსული სული. ასეთი სული მსოფლიოში არც ერთ ხალხს არ აქვს: ეს არის გულწრფელობა ურთიერთობაში. თუ რუსი მოგენდობა, ის მთელი გულით მოგენდობა".

მეტი| "ქართველები აზრზე მოდიან, ჩვენ ერთი გზა გვაქვს და ის რუსეთისკენ მიდის" - გივი სიხარულიძე რუსულ ტელეარხზე

AMBEBI.GE გივი სიხარულიძეს დაუკავშირდა და გამოხმაურებებზე, რომელიც მის ინტერვიუს მოჰყვა, კომენტარი სთხოვა.

- მე პირდაპირ ვამბობ ერთ რამეს, რომელსაც ახლაც გავიმეორებ - მე მეზიზღება ჟირინოვსკის რუსეთი, თუმცა ძალიან მიყვარს და სანუკვარი რამაა პუშკინის, ლერმონტოვის და ჩეხოვის რუსეთი და საერთოდაც, რუსი ხალხი მიყვარს. მე ნახევრად რუსი ვარ, დედა მყავდა რუსი და როგორ შეიძლება რუსები არ მიყვარდნენ?! ჩემთვის მარცხენა ხელი რუსეთია და მარჯვენა საქართველო. მე მეზიზღება გენერალიტეტის რუსეთი.

- ბევრმა, თქვენი ეს ნათქვამის შემდეგ თქვა, რომ გივის სიხარულიძე ეპირფერება რუსებსო...

- ვინც ასე აღიქვა გადაეცით გივი სიხარულიძემ შემოგითვალათ - შეგეც*თ ყველასო! ძალიან გთხოვთ, პირდაპირ ასე დაწეროთ. მე უბრალო რუსი ხალხი მიყვარს და უდიდეს პატივს ვცემ მათ.

- თუმცა უბრალო რუს ხალხსაც არ ვუყვარვართ ქართველები...

- მოიცა, რა, სააკაშვილის დროს რუსული სიმღერაც კი აკრძალული იყო და მაშინ რუსი ხალხი არ ეზიზღებოდათ? ზუსტად ამ მორალით ხელმძღვანელობს რუსი ხალხიც. ჩვენ რუსი ხალხი არ უნდა აღვიქვათ მტრად, ჩვენი მტერი რუსეთის ხელისუფლებაა.

- თუმცა ამ ხელისუფლებას ხალხი აკომპლექტებს...

- მოიცა, თქვენ არ იყავით სააკაშვილი რომ მოიყვანეთ ხელისუფლებაში?! ხალხი რა შუაშია? ნაძირალა პოლიტიკოსებისგან ხალხი ყოველთვის მოტყუებულია აქაც და რუსეთშიც.

- თქვენი აზრით, რა ურთიერთობა უნდა გვქონდეს რუსეთთან?

- მე ვფიქრობ, რუსეთთან ძმური ურთიერთობა საქართველოს გადაარჩენს, სხვა შემთხვევაში ჩვენ მუსულმანური სამყაროს ანკლავაში მოვექცევით. როცა რუსის გენერალიტეტი გვართმევს მიწებს, ამერიკელები კი არ უნდა აღშფოთდნენ, არამედ გვერდში უნდა დაგვიდგნენ და საქმე გააკეთონ. ევროკავშირს გული რომ ტკივა, საქართველოს ასე ექცევიანო, გული კი არ უნდა ეტკინოთ, ტრა*ი უნდა აეწვათ და საქმე გააკეთონ. თუ მართლა გაინცდიან ჩვენ ამბავს, დაგვიდგნენ გვერდში რუსი პოლიტიკოსების წინააღმდეგ. რუსები მიყვარს სიგიჟემდე და ჩემი საქართველოს გადარჩენას მხოლოდ რუსეთთან სწორ პოლიტიკაში ვხედავ. ამისთვის კი საჭიროა ქვეყანას პოლიტიკოსები ჰყავდეს, ჩვენ არა გვყავს ასეთი პოლიტიკოსები, ვინც გვყავს ისინი ამერიკული სულის მატარებლები არიან, რომლებსაც საქართველოს გადაჯიშება უნდათ. ბაიდენმა, ჯონ კერიმ და მაგათმა პრეზიდენტმა პირდაპირ თქვეს, იმ ქვეყნებს, სადაც კაცი კაცს არ მოიყვანს და ქალი ქალს, დიდი პრობლემები ექნებათო. ეგეთი ამერიკა არ მჭირდება. თურქებმა მილიონობით ქართველი გააუბედურეს და დღეს ჩვენი მეგობრები არიან და ეს როგორ ხდება?! მე მომხრე ვარ რუსეთთან კარგი ურთიერთობის და სანამ მოვკვდები ასე იქნება.

ლადო გოგოლაძე

AMBEBI.GE

"თავიდან ისე უნდოდათ საქმის წაყვანა, რომ ყველაფერში დამნაშავე კოვიდ-სასტუმროს ექიმი გამოსულიყო" - ლაშა თორდია შვილის საქმეში გამოვლენილ დარღვევებზე

კოვიდით გარდაცვლილი თეკლა თორდიას საქმეში მნიშვნელოვანი დარღვევები გამოვლინდა - "განიხილება ორი ექიმის პასუხისმგებლობის საკითხი"

მოსალოდნელია წვიმა და ძლიერი ქარი - როდიდან გაუარესდება ამინდი?