გასული ღამის სკანდალის გმირის რეაქციები მას შემდეგ, რაც ეთერში ბედუკაძესთან მიმოწერა გავრცელდა

გასული ღამის სკანდალის გმირის რეაქციები მას შემდეგ, რაც ეთერში ბედუკაძესთან მიმოწერა გავრცელდა

ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში, გადაცემაში "ეკა კვესიტაძის განსხვავებული აქცენტები" მაყურებელს წარუდგინეს დიალოგი, რომელშიც, გადაცემის მტკიცებით, ვლადიმერ ბედუკაძესა და "ობიექტივის" ყოფილ ჟურნალისტ და ამჟამად ნავთობისა და გაზის კორპორაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროს ნინო ჯღარკავას შორის საუბარია წარმოდგენილი, თუმცა ეკა კვესიტაძის გადაცემას მაყურებლისთვის არ წარუდგენია ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც მიმოწერის ავთენტურობას ადასტურებს, შესაბამისად, მოცემული დიალოგის სანდოობა ეჭვქვეშ დგას.

იხილეთ| "ყელები უნდა დაგვეჭრა პატიმრებისთვის? მაშინ დაეკონკრეტებინათ, რა უნდოდათ" - სკანდალური შინაარსის მიმოწერის სრული ვერსია

აღსანიშნავია, რომ ვიდრე აღნიშნული გადაცემა ეთერში გავიდოდა, ნინო ჯღარკავამ პრესკონცერენცია გამართა, სადაც განაცხადა, რომ გადაცემაში მოცემული მასალა ფოტოშოფია.

გადაცემის ეთერში გასვლის შემდეგ ნინო ჯღარკავამ "ფეისბუქზე" რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა.

(სტილი დაცულია)

***

"2012 წლის 23 სექტემბრიდან სტამბულში ვახლდი ბედუკაძის ცოლ-შვილს და 1 ოქტომბერს იქ შევხვდი,მგონი 4- ში ჩამოვფრინდი თბილისში და კვესო საყვარელო,ეს მიმოწერა როდის მოხდა ნეტავ აა?ერთი ფეხი სტამბულის აეროპორტში მქონდა და მეორე თბილისის?ცოტა ტვინი დააყოლეთ ასეთ სისულელეებს რომ ბოდავთ,ექსპერტიზაც არ დაჭირდება იმ ,ფეიკს,ისე გაბანძდით! აი რას ნიშნავს აგონიაში ყოფნა,ისადა იმ ფულს საიდან ვანაწილებდი,ათა-თურქის აეროპორტიდან თუ თბილისში ფიროსმანის ქუჩიდან,ყიფილი სახლმართველობის შენობაში რომ ვიყავი ლტოლვილვით შეჭრილი:)))))))))))))))))))საყვარლებო თქვენ,გკოცნით და შევხვდებით სასამრთლოში:))))))))))))))"

***

"თქვე ბინძურებო,ამ ამაზრზენი ვიდეოების შემქმნელებოო,აქაც მე ვარ შუამავალი?მეზიზღებით ყველაა, ვინც იმ დამპალ,მწამებელ რეჟიმს უჭერდით და უჭერთ მხარს! გაჩუმდით ,ჩაძვერით სოროებში და ხმა არ ამოიღოთ არასდროს! მათი დამცველები ,მათზე უარესის ჩამდენები ხართ პოტენციურად!"

***

"ახლა ასე: ის ბინძური ფეიკი,,ვინც გააკეთა ზუსტად ვიცი,მაგრამ სამწუხაროდ ამას მტკიცებულებები ჭირდება და ასე ვარაუდით ვერ ვიტყვი,არ ვარ ეკა კვესიტაძე და სხვებივინც დაუდასტურებლად ყვებიან ამბებს,მაგრამ მან მინდა იცოდეს,რომ ვიცი სად გაკეთდა,რატომ გაკეთდა ვინ იყოს მასთან ერთად ამის მოზიარე,ისიც ვიცი,წელიწადნახევრის წინ ვინ მიგზავნდა აქ ლინკებს და ვინ მემუქრებოდა გამოძალვით და შანტაჟით,ისიც ვიცი,დღეს როგორ გეშინია ამის დადასტურების ,მაგრამ გპირდებ ირკინის ქალმნებს ჩავიმევ და ორივე ფაქტს ბოლომდე მივყვები!ასე,როომ აუცილებლად მოგხვდებათ ბუმერანგი ცხვირში და რაც ჩემთვის გინდოდათ ,ის თქვენ აგიხდებათ მალე:)))))"

***

ასევე დაგაინტერესებთ| რას წერდნენ "ნაციონალური მოძრაობის" ცნობილი მომხრეები, როდესაც ეთერში ბედუკაძე-ჯღარკავას სკანდალურ მიმოწერას აჩვენებდნენ

"ზოგიერთს ერჩივნა ტყვია მესროლა,ვიდრე ბოროტება სიკეთით გადამეხადა! მიხვდებიან თვითონ ვისაც ეძღვნება ეს პოსტი! მე მაინც გავჩუმდები,რადგან მე მაქვს სინდისი,თქვენგან განსხვავებით და ჩაიხედეთ გულში,როცა დაწვებით ,მე მაინც მიყვარხართ!"

***

"ეიი თქვე ქაჯებო თურქეთში ვახლდი მე ბედუკაძის ცოლშვილს თურქეთში და როგორ უნდა მიმეწერა ეს თბილისიდან,ამოიღეთ არქივიი,ასე როგორ გაიბანძეთ თავიი:)))))))))))))))))))))უხ რა გახარებული ვარ,თქვნ გაიხარეთ,ისეეეთი ტუზი დამეცა:)))))))))))))))))))))))))))))"

***

"ეს მუხლი მომწონს ძალიან და ზემოდან სიყალბესაც თუ დავუმატებთ ჰაა? ხომ ამტკიცებთ ნაცუკებო რომ ნაღდია ის მიმოწერა?ხოდა დაიწყოს გამოძიება თქვენს მხარეს ვარ რა გინდათ!:)))))))))))))))მუხლი 159. პირადი მიმოწერის, ტელეფონით საუბრის ან სხვაგვარი ხერხით შეტყობინების საიდუმლოების დარღვევა

1. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ მოპოვება, გახსნა, შინაარსის გაცნობა ან შენახვა, –

ისჯება ჯარიმით ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით სამ წლამდე.

2. პირადი მიმოწერის ან საფოსტო გზავნილის, ტელეფონით ან სხვა ტექნიკური საშუალებით საუბრის ჩანაწერის ან ტელეგრაფით, კომპიუტერული სისტემით, ფაქსით ან სხვა ტექნიკური საშუალებით მიღებული ან გადაცემული შეტყობინების უკანონოდ გამოყენება, გავრცელება ან ხელმისაწვდომობის სხვაგვარი უზრუნველყოფა, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.

3. ამ მუხლის პირველი ან მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი:

ა) ანგარებით;

ბ) არაერთგზის, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან ექვს წლამდე.

4. ამ მუხლის პირველი, მე-2 ან მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება:

ა) რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია;

ბ) ჩადენილი სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, –

ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით სამიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე".

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია