"აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი" - პირველი ცნობები დავით ჭოჭუას გარდაცვალების გარემოებებზე

"აბაზანაში იპოვეს გარდაცვლილი" - პირველი ცნობები დავით ჭოჭუას გარდაცვალების გარემოებებზე

ინფორმაცია დავით ჭოჭუას გარდაცვალების შესახებ დღეს გავრცელდა. სამწუხარო ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური Facebook-გვერდიდან გახდა ცნობილი.

AMBEBI.GE-სთვის ცნობილია, რომ დავით ჭოჭუა გასულ ღამეს, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. ჩვენთან საუბარში გარდაცვლილის ახლობლები ამბობენ, რომ გულის შეტევისას ის სახლში მარტო იმყოფებოდა.

"ურეკავდნენ, მაგრამ არ პასუხობდა. საბოლოოდ, კარის შემტვრევა გახდა საჭირო. გარდაცვალების მომენტში ის აბაზანაში იმყოფებოდა", - ამბობს ოჯახის ახლობელი.

დავით ჭოჭუას გარდაცვალებას Facebook-ზე ადასტურებს მისი მეუღლე ნინო საღინაძეც. "ჩემი დათო გარდაიცვალა. მასთან ერთად ჩემი გულიც მოკვდა", - წერს გარდაცვლილის მეუღლე.

დავით ჭოჭუას გარდაცვალებას ასობით გამოხმაურება მოჰყვა. იხილეთ მეტი

დავით ჭოჭუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

იხილეთ ასევე| გარდაცვლილი დავით ჭოჭუას ცხოვრების მნიშვნელოვანი ეპიზოდები

VIDEO| "რა? სად? როდის?" წევრი დავით ჭოჭუა 33 წლის ასაკში გულის შეტევით გარდაიცვალა

მეუფე მელქისედეკი - იქნებ გავიაზროთ, რომ ჩვენს შვილებს საკუთარი ხელითვე ვხოცავთ, რაშიც ლომის წვლილი სასულიერო პირებს მიგვიძღვის

"აი ამ ქალმა, მისმა უფროსმა და სისტემამ მოკლა ლუკა" - მიხეილ სააკაშვილი 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას ეხმაურება

"მწვანე სკოლის" განცხადებას 15 წლის ლუკა სირაძის გარდაცვალებასთან დაკავშირებით საზოგადოების მწვავე კრიტიკა მოყვა