"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი

"პირველი კლასიდან მესამეში გადაიყვანეს, მაშინ შორეული გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა..." - რას წერდა წლების წინ დათო ჭოჭუაზე საბავშვო გაზეთი

ინფორმაცია დავით ჭოჭუას გარდაცვალების შესახებ ორი დღის წინ გავრცელდა. სამწუხარო ფაქტის შესახებ საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალური Facebook-გვერდიდან გახდა ცნობილი.

დავით ჭოჭუა ღამით, სავარაუდოდ, გულის შეტევის შედეგად გარდაიცვალა. დავით ჭოჭუა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის პოსტს იკავებდა.

დათოს გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ტრაგიკულ ფაქტს "ფეისბუქში" ასობით ადამიანი გლოვობდა. სოციალურ ქსელში დათოს ბავშვობის შესახებ წლების წინ ერთ-ერთ საბავშვო გაზეთში გამოქვეყნებული სტატია ვრცელდება, სადაც დათოს წარჩინებულობასა და ინტელექტუალურ მიღწევებზეა საუბარი.

გაზეთი ფოთის მეორე საშუალო სკოლის, მეოთხეკლასელი დათო ჭოჭუას შესახებ წერს. გაზეთი მკითხველს ფენომენალური აზროვნების ბავშვის - ფოთელი ვუნდერკინდის შესახებ უყვება, რომელიც არითმეტიკასთან ერთად საფუძვლიანად ფლობდა გეოგრაფიას, ბოტანიკას, ზოოლოგიას... სტატიაში აღნიშნულია, რომ ბავშვი თითქმის თვალდახუჭული ავსებდა კონტურულ რუკებს მასზე აღნიშნული წყალუხვი და წყალმცირე მდინარეებითა და ტბებით. მაშინ დათო შორეული ნაოსნობის გემის კაპიტნობაზე ოცნებობდა...

გაზეთის ინფორმაციით, პირველი კლასის დამთავრების შემდეგ, ქალაქის განათლების განყოფილებამ კომისიაზე რესპუბლიკის განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით გამოიტანა გადაწყვეტილება და დათო პირველი კლასიდან მესამე კლასში გადაიყვანეს. მესამე კლასშიც წარჩინებით სწავლობდა. მას შემდეგ დაინტერესდა ასტრონომიით, ბიოლოგიით, ბევრი რამ ისწავლა საქართველოს ისტორიასა და ლიტერატურაში. წარმატებით ეუფლებოდა ასევე იაპონურ კარატესა და ჩინურ კუნ ფუს...

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია