"დღეს ინტელექტ-კლუბი და საქართველო ემშვიდობება დავით ჭოჭუას..."

"დღეს ინტელექტ-კლუბი და საქართველო ემშვიდობება დავით ჭოჭუას..."

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ამერიკის დეპარტამენტის დირექტორის, ინტელექტ-კლუბის წევრის დავით ჭოჭუას გარდაცვალებამ მთელი საქართველო აალაპარაკა. 33 წლის მოაზროვნის მოულოდნელი გარდაცვალების ამბავს საზოგადოებაში აქტიური გამოხმაურება მოჰყვა. ტრაგიკულ ფაქტს "ფეისბუქში" ასობით ადამიანი გლოვობდა.

დღეს, მისი დაკრძალვის დღეს, "რა? სად? როდის?" ფეისბუქის გვერდზე ვიდეო განთავსდა, რომელზეც ჭოჭუას ინტელექტკლუბში თამაშის კადრებია ასახული. ასე დაემშვიდობა კლუბი ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ მოაზროვნეს (იხილეთ ვიდეო)

დავით ჭოჭუას ემშვიდობებიან თანამშრომლებიც: "მადლობა დათო იმ საინტერესო 33 წლისთვის, რომელიც ჩვენთან ერთად გაატარე" - ვკითხულობთ საგარეო საქმეთა სამინისტროს ფეისბუქის გვერდზე.

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია