"ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები" - მაგდა პაპიძის და ტრაგედიის შესახებ წერს

"ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები" - მაგდა პაპიძის და ტრაგედიის შესახებ წერს

შვილისა და მეუღლის მკვლელობაში ბრალდებული მაგდა პაპიძის და, ლანა პაპიძე "ფეისბუქის" საკუთარ გვერდზე პოსტს აქვეყნებს.

"მე როგორც მაგდას და ვდებ ამ სიტყვებს, რომ განადგურებული ვარ და ვართ ჩვენი ოჯახი და გვარი ამ ტრაგედიით. ყველას ვინც ჩემი დის ბავშვობაზე უარყოფით ინფორმაციას ავრცელებს (მივმართავ ბაღელებს და კლასელებს ) მე და ჩემი და გაზრდილები ვართ იდეალურ ოჯახში, მამა დაგვეღუპა ტრაგიკულად და რასაც მამაზე ავრცელებთ, ყველას გთხოვთ თავი შეიკავოთ ტყუილი და ცრუ ინფორმაციის გავრცელებისგან. მამა ამირან (გალა) პაპიძე იყო თავგადაკლული მამა, დედა კი ლია შამუგია არის იდეალური დედა.

მე, როგორც მაგდას უფროსი და ვარ განადგურებული ხალხო და ჩემი და იყო იდეალური დედა და ცოლი. ვინც იცნობს ჩემს ოჯახს, ყველამ იცოდა მაგდა როგორი კარგი დედა და მეუღლე იყო. ჩემი დისშვილი, ჩემი თოკო... ჩემი სიძე ომარი გონებიდან არ ამომდის მათი თბილი დამოკიდებულება ბოლოს ერთად რომ ვნახე სამივე ....მე და ჩემი გვარი...ოჯახი ....ყველანი ვართ ცოცხალი, მოსიარულე მკვდრები. გთხოვთ, აქ ნუ დაწერთ კომენტარებს", - წერს ლანა პაპიძე.

იხილეთ ვიდეო| როგორი დედა იყო მაგდა პაპიძე: მეზობლები და თანამშრომლები ქმარ-შვილის მკვლელობისთვის ბრალდებულს ახასიათებენ

ასევე წაიკითხეთ:

"ქმარი მოკლა, მაგრამ შვილი, როგორც ჩანს, ასთმური შეტევისას შემოაკვდა" - ახალი დეტალები თბილისში მომხდარ სასტიკ მკვლელობაზე

"როგორი ხალისით ისწავლე, ჩემო პატარა, ლექსი დედაზე ... რა დაუშავე, ჩემო პატარა, შენს დედიკოს" - ფერაძის ქუჩაზე მოკლული ბავშვის მასწავლებელი

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია