ვაკეში მომხდარი სროლის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა - დაკავებულია ერთი ადამიანი

ვაკეში მომხდარი სროლის შესახებ ახალი დეტალები გაირკვა - დაკავებულია ერთი ადამიანი

"საქართველოს ბანკის" ექსპრეს-ფილიალის დაყაჩაღების მცდელობის ფაქტზე ერთი პირი დააკავეს. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს.

მათივე განმარტებით, შეიარაღებულმა პირმა პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევა სცადა, თუმცა სამართალდამცავებმა მისი აყვანა ადგილზევე მოახერხეს.

დაკავებული პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი.

შეიარაღებულმა პირმა ვაკეში, ბაზალეთის ქუჩაზე მდებარე ექსპრეს-ბანკის სერვის ცენტრის დაყაჩაღება სცადა. როგორც "საქართველოს ბანკში" აცხადებენ, თანხა წაღებული არ არის.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ეს აღნიშნული პირის მხრიდან ბანკში შეჭრის პირველი მცდელობა არ არის.

VIDEO| რა ხდება ვაკეში ორმხრივი სროლის შემდეგ - განახლებული ინფორმაცია შემთხვევის ადგილიდან

"ინტერპრესნიუსი"

ბანკის დაყაჩაღების მცდელობა და სროლა ვაკეში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია