ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
08:00 / 11-01-2016
სკანდალური ქართველი მწერლები და პოეტები - პოპულარობა "რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის ხარჯზე"
თანამედროვე ქართველი მწერლების უმეტესობა საზოგადოებამ სკანდალური ნაწარმოებებით გაიცნო.

"პირველი რუსი"
მწერალი და დრამატურგი ლაშა ბუღაძე 23 წლის იყო, როცა "პირველი რუსი" დაწერა, რასაც დიდი აურზაური მოჰყვა. 23 წლის მწერლის ნაწარმოები ირაკლი კაკაბაძემ გამოაქვეყნა ჟურნალში "დრო მშვიდობისა" და სკანდალიც სწორედ აქედან დაიწყო. მწერალს ჩაქოლვით ემუქრებოდნენ, "პირველი რუსის" ამბავს ისეთი ხმაური მოჰყვა, რომ მაშინდელი პარლამენტის სხდომაზე დეპუტატებმა ის საჯაროდ განიხილეს, რის შემდეგაც საქმეში საპატრიარქო ჩაერთო. ხალხი ლაშა ბუღაძეს თამარ მეფის შეურაცხყოფაში სდებდა ბრალს, ამბობდნენ, რომ ის წმინდა მეფის სარეცელში შეძვრა. ლაშა ბუღაძემ "პირველი რუსის" გამოქვეყნების შემდეგ ატეხილ აურზაურზე 9 წლის შემდეგ თავის ბლოგში ისაუბრა. როგორც მწერალი იხსენებს, "Gipas" რექტორი გიორგი მარგველაშვილი იყო ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ბუღაძე შეცდომაში გამოიჭირა. "ამ ქაოსში სწორედ გიორგი იყო, რომელმაც ნამდვილ (და არა ეთიკურ-მორალურ) შეცდომაში გამომიჭირა: თამარს რომ თმა ცვივა კიბოს გამო შენ მოთხრობაში, რა, ქიმიას უკეთებდნენო? ეს იყო პირველი სწორი და არაიდეოლოგიური კრიტიკული მოსაზრება, რომელიც "პირველი რუსის" შესახებ გამოითქვა... მართლაც, რა უნდოდა ქიმიოთერაპიას მეცამეტე საუკუნეში? თუმცა არაფერი შემიცვლია: ჩემს საწყალ, მომაკვდავ თამარს დღესაც ცვივა თმა "პირველი რუსის" მეოთხე თავში", - წერს ლაშა ბუღაძე თავის მოგონებებში.

ხალხის პროტესტი დღითიდღე მატულობდა, მისგან საპატრიარქო ბოდიშის მოხდას მოითხოვდა, წმინდა მეფის შეურაცხყოფისთვის. ემუქრებოდა მრევლი, ე.წ. ქუჩის ბიჭები, რომლებმაც მწერლის ცემა მამაოს თხოვნით გადაიფიქრეს. მაშინ, როცა ლაშა ბუღაძემ შეიტყო, რომ ახალციხის მრევლი თბილისში მისთვის ფიზიკური ანგარიშსწორების გამო ჩამოვიდა, მწერალი პატრიარქს შეხვდა რატი ამაღლობელთან და ნიკო თოფურიძესთან ერთად. გადაწყდა, რომ მამა დავითის ტაძარში მეუფე ზენონთან ერთად პრესკონფერენცია უნდა გაემართა, სადაც მრევლს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის გამო ბოდიშს მოუხდიდა, თუმცა ნინია კაკაბაძის და დედამისის (ბუღაძის დედა) რჩევით გამხნევდა და კომპრომისზე წასვლა გადაიფიქრა. პრესკონფერენცია მამა დავითის ეკლესიაში აღარ გაიმართა და ჟურნალისტები სახლში დაიბარა, თუმცა "პირველმა არხმა" სიუჟეტი პატრიარქის მდივნის, შორენას თხოვნით აღარ გაუშვა, "რუსთავი 2"-მა კი მწერლის ინტერვიუს საკუთარი ინტერპრეტაცია გაუკეთა და საჯარო ბოდიში შედგა.

"ზაზა შენგელიამ დამირეკა და ბოდიში მომიხადა იმის გამო, რომ ჩემს ინტერვიუს ვერ გაუშვებდა: - შორენამ დამირეკა და მთხოვა, არ გამეშვა, - მითხრა მან, - ხომ გესმის, საპატრიარქოს ვერ გადავახტები. ზაზა შენგელია ბევრად უფრო ღირსეულად მოიქცა (ინტერვიუ მაინც არ დამიჩეხა), ვიდრე "რუსთავი 2"-ის მაშინდელი ხელმძღვანელობა. "რუსთავი 2"-ის საღამოს საინფორმაციო გადაცემაში გავიდა სიუჟეტი, სადაც მხოლოდ ერთადერთი ფრაზა იყო დარჩენილი ჩემი დილის ინტერვიუდან: "...თუკი მორწმუნეთა გრძნობებს შეურაცხყოფა მივაყენე, სინანულს გამოვთქვამ ამის გამო". შემდეგ კი ჟურნალისტის სიტყვები "დაედო" ჩემ გამოსახულებას: მწერალმა ლაშა ბუღაძემ ბოდიში მოიხადა. სიუჟეტი საპატრიარქოს მაშინდელი პრესსპიკერის, ერთ-ერთი სასულიერო პირის წაკითხული ტექსტით დასრულდა. ამ ტექსტში უძღებ შვილად ვიყავი მოხსენიებული. ასე რომ, მართალია, პირადად მე ბოდიში არ მომიხდია, მაგრამ, მიუხედავად ამისა, საჯარო ბოდიში მაინც შედგა", - ისხენებს მწერალი.

მას შემდეგ ბევრი წელი გავიდა, ლაშა ბუღაძემ არაერთი აღიარება მოიპოვა,
You must have Flash Player installed in order to see this player.
არაერთი ცნობილი ნაწარმოები გამოსცა, დაიდგა სპექტაკლები, მაგრამ თამარ მეფის შეურაცხყოფის გამო, მას დღემდე აკრიტიკებენ. უმეტესად ისინი, ვისაც "პირველი რუსი" საერთოდ არ აქვს წაკითხული.

ზაზა ბურჭულაძე სკანდალური ქართველი მწერალია, რომელიც საზოგადოებამ თამამი ნაბიჯებით გაიცნო. საზოგადოების განსაკუთრებული აღშფოთება მისმა ნაწარმოებმა "სახარება ვირისა" გამოიწვია. წიგნის ყდისთვის ბურჭულაძემ გაიხადა და სასქესო ორგანოზე წიგნი აიფარა. ამას საზოგადოების გაღიზიანება მოჰყვა. როგორც თავად აღნიშნავს, წიგნი "სახარება ვირისა" გალაკტიონ ტაბიძეზეა, კონკრეტულად, ლექსის "ლურჯა ცხენების" განხილვაა. ზაზა ბურჭულაძეს ხშირად აკრიტიკებენ საკუთარ შემოქმედებაში სექსზე და რელიგიაზე წერის გამო. თავად უარყოფს, რომ პოპულარობის მოპოვებას სექსზე საუბრით ცდილობს. რაც შეეხება რელიგიას, თვლის, რომ საზოგადოება ზომბირებულია, მათზე წერა საინტერესოა და მათ, როგორც საკვებს, ისე იყენებს.

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ზაზა ბურჭულაძის სახელს უკავშირდება, 2011 წელს ქუთაისის "მიუზიკ ჰოლში" მომხდარი ამბავია, სადაც თანამედროვე ქართული მწერლობის ანთოლოგიის საღამოზე, ბურჭულაძე სცენაზე სათამაშო იარაღით ავიდა და განაცხადა: ქურდებს სიცოცხლე, ბოზებს სიკვდილი". ამის გამო მაყურებლების უმეტესობამ დარბაზი დატოვა. ზაზა ბურჭულაძემ მოგვიანებით განაცხადა, რომ ეს პერფორმანსის ნაწილი იყო და იმ ხალხმა, ვინც დარბაზი დატოვა, საკუთარ თავს შეურაცხყოფა მიაყენა. აქვე აღნიშნა, რომ ქურდული მენტალიტეტი მისთვის მიუღებელია. ზაზა ბურჭულაძემ მას შემდეგ არაერთხელ დაწერა ქართველებისთვის ე.წ. ტაბუდადებულ თემებზე, იყო ლექსი მინეტზეც, მაგრამ ამას რეაგირება აღარ მოჰყოლია. მწერალი ახლა გერმანიაში ცხოვრობს. მორიგი სკანდალური განცხადება, მან ოქტომბერში "მძიმე კაცთან" გააკეთა, სადაც განაცხადა, რომ "ღმერთი არ მწამს და არ მჯერა, რომ სამყარო შეიქმნა 6 დღეში. გამკვირვებია ქართველების, მთავარი მტაცებელი პატრიარქი თავისუფალია, ის ვოლიერში უნდა მოვათავსოთ. მასზე დიდი მტაცებელი არ არსებობს. უამრავი ადამიანი მიიტაცა, ეს ადამიანები აღარ არიან ადამიანები. პატრიარქი ამ ხალხისთვის უზენაესი ავტორიტეტი გახდა, რომელსაც უსიტყვოდ ემორჩილებიან", - განაცხადა მწერალმა.

ერეკლე დეისაძე საზოგადოებამ რამდენიმე წლის წინ გაიცნო. "საიდუმლო სირობის" ავტორს საზოგადოება ჩაქოლვით ემუქრებოდა. "საიდუმლო სირობაში" დეისაძემ ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე პროტესტი გამოთქვა. "მე მიდგებოდა, როცა დედა პირჯვარს იწერდა. ყოველთვის მეუფლებოდა განცდა, თითქოს ცერა, საჩვენებელი და შუა თითები შუბლთან მიტანის შემედეგ, მუცლის ნაცვლად ბოქვენთან გადაინაცვლებდნენ… ო, როგორ მძულხარ, დედა! შენ ერთხელაც არ გაგიმართლებია ჩემი იმედი…”, - წერს "საიდუმლო სირობაში" დეისაძე. დეისაძეს ღვთისმშობლის შეურაცხყოფაში დასდეს ბრალი. მოგვიანებით, ერეკლე დეისაძემ განაცხადა, რომ თავს მიიჩნევს სათაურის დამწერად და არა მწერლად. "საიდუმლო სირობის» გამოსვლის შემდეგ უფრო მეტი მეგობარი შევიძინე, გარდა ამის, ჩემი სექსუალური პარტნიორების რაოდენობაც გაიზარდა, უფრო მეტ გოგოს მოვწონვარ, თუმცა ბევრი ადამიანიც დავკარგე. «საიდუმლო სირობა» არ ყოფილა ერთჯერადი აქტი. მსგავსი ხმაურის გამოწვევას მომავალშიც ვაპირებ, თუმცა, ეს შეიძლება უკვე სულ სხვა კუთხით მოხდეს", - განაცხადა ერთ-ერთ ინტერვიუში დეისაძემ. ერეკლე დეისაძე მალე სულ სხვა კუთხით წარსდგა საზოგადოების წინაშე, მის მიმართ აგრესია ციხის სკანდალური კადრების გავრცელების შემდეგ ჩაცხრა, ის პირველი იყო, რომელიც ფილარმონიასთან ციხის ამბავი გააპროტესტა. შემდეგ კი იმღერა, რომ სისტემა უნდა დაინგრეს. ამჯერად დეისაძე საზოგადოებას აღარ აოცებს სკანდალური ნაბიჯებით, ის მღერის და გადაცემა "ბოსტანის" წამყვანია, რომელიც ინტერნეტში ვრცელდება.

ხატია შიუკაშვილი პროფესიით ჟურნალისტია, ის წერს ლექსებს, პირველი კრებული 1998 წელს გამოუშვა. პოპულარობა 2009 წელს გამოცემულმა წიგნმა "Black Poems" მოუტანა. წიგნის ყდას საზოგადოების აღშფოთება მოჰყვა. ქერათმიანი მწერალი ყდაზე გამოსახულია საბჭოთა კავშირის გერბით, რომელზეც ჯვარცმაა ასახული. "ჯვარზე წიგნის ყდისთვის ხატია თავად გაეკრა". ამის გამო, მისი შემოქმედება დაგმეს, იყო კრიტიკაც. მას შემდეგ ხატია საზოგადოებრივ შემოქმედებაში ჩაერთო, ის "დემოკრატიული ლიგის" პრეზიდენტი გახდა, რომელიც სააკაშვილის ხელისუფლებას დანაშაულში ამხელდა.

პოეტი რატი ამაღლობელი სკანდალში რამდენიმე დღის წინ გაეხვა, მას პოპულარობა არც აქამდე აკლდა. დელისის მეტროს გადასასვლელში მამაკაცის გარდაცვალების ფაქტს ის ლექსით "პიეტა მიწისქვეშა გადასასვლელში" გამოეხმაურა, რასაც დიდი აგრესია მოჰყვა. როგორც მოგვიანებით პოეტმა განაცხადა, ამ ლექსის გამო, მას ემუქრებიან.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
14:19 / 12-01-2016
ახლა მე მსურს პოპულარობის მოპოვება და ამ პოპულარულ პოეტ-მწერლებს ჩავუტარებ კოსმეტიკას, ბიომექანიკის გამოყენებით და ნახავთ ვინ უფრო პოპულარული გახდება?!
ezra
13:42 / 12-01-2016
ნიჭის დეფიციტი,უზრდელობით კომპენსირდება.
ტოტო
მსგავსი სიახლეები
"მისი ტექსტის თეოლოგიურ ასპექტს ჭკვიანი მკითხველი, დარწმუნებული ვარ, ისედაც მიხვდება"
მომღერალმა მარიტა როხვაძემ, რომელიც ბოლო დროს სკანდალური იმიჯით გამოირჩევა
სოციალურ ქსელში ერეკლე დეისაძის, გუკა რჩეულიშვილის, მამა ანთიმოზის და
"ეკლესიაში სანთლებს ყიდის, იმ ეკლესიაში, სადაც მამაოს ჯიპი უფრო უსაფრთხო და დაცულია, ვიდრე ამ ქალის სიცოცხლე"
+VIDEO: დეისაძის გინების გამო გადაცემის წამყვანს ბოდიშის მოხდა მოუხდა
"ბავშვობიდან მელომანი ვარ, განსაკუთრებით მიყვარდა ოპერა, რომელიც საშინელი ვირუსია"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
20:51 / 28-09-2016  Image "დღეს ჩემი კორპუსიდან 20 წლამდე ბიჭების კუბოს გაიტანდნენ" - თბილისში ე.წ. ბიოს კინაღამ რამდენიმე ადამიანის სიცოცხლე შეეწირა
"ერთი ბიჭი მთვრალივით გადიოდა სადარბაზოდან"
15:09 / 28-09-2016  Image საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
საპატრიარქო რომის პაპის ვიზიტზე: "მიუღებლად მიგვაჩნია... ზოგიერთი სასულიერო პირის უარყოფითი განცხადებები"
12:06 / 27-09-2016  Image როგორ ვეთამაშე ”დამალობანა” ჩემს ყოფილ შეყვარებულს ”ნიკორას” სუპერმარკეტში
როგორ ვეთამაშე ”დამალობანა” ჩემს ყოფილ შეყვარებულს ”ნიკორას” სუპერმარკეტში
13:11 / 28-09-2016  Image ქართველი პოლიტიკოსების ჩხუბით "ევრონიუსი" დაინტერესდა - 150 000 ნახვა და ასობით ევროპელის კომენტარი
გთავაზობთ საინტერესო კომენტარებს "ევრონიუსის" ფეისბუქის გვერდიდან
17:48 / 28-09-2016  Image დღეიდან რადიო „პალიტრამ“ ბორჯომში მაუწყებლობა დაიწყო
ამ დროისთვის რადიო „პალიტრა“ უკვე მაუწყებლობს თბილისსა და მის შემოგარენში, გუდაურში და ბორჯომში
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49