ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
15:19 / 11-01-2016
"მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე..." - რა ვითარებაში დაიღუპა 28 წლის სნოუბორდისტი ბაკურიანში
5 იანვარს ბაკურიანში 28 წლის ქართველი სპორტსმენი დაიღუპა. სნოუბორდისტი ნუგზარ დიაკონაშვილი მთიდან წამოსულ მცირე ზვავში მოჰყვა და ადგილზევე დაიღუპა. სპორტსმენი 2015 წელს საქართველოს სნოუბორდ-კროსის ჩემპიონი გახდა და 2018 წლის ოლიმპიადისთვის ემზადებოდა, სადაც საქართველო უნდა წარედგინა. ჟურნალ "თბილისელებთან" მეგობრები და მაშველები, რომლებმაც პირველად ნახეს დაღუპული სნოუბორდისტი, ნუგზარ დიაკონაშვილის ბოლო წუთებს იხსენებენ...

მიხეილ თასოშვილი (სნოუბორდისტი): "ნუგო რამდენიმე მეგობართან ერთად სრიალებდა. ისეთ მთაზე ავიდა, სადაც საბაგირო არ მიდის. ფეხით იყვნენ ასულები და იქიდან ქვემოთ სნოუბორდით უნდა დაშვებულიყვნენ, ანუ ექსტრემალური პირობები იყო. ეს ყველაფერი ძალიან ძლიერი ქარისა და ცუდი ამინდის თანხლებით ხდებოდა. ნუგზარს სნოუბორდი გაუვარდა და იმ მხარეს დაუსრიალდა, საითაც თვითონ უნდა დასრიალებულიყვნენ. მან მეგობრები ჩასასვლელად სხვა მხრიდან გაუშვა, თვითონ კი სნოუბორდის ამოსატანად ხევში ჩავიდა, რომელიც თანდათან ვიწროვდებოდა. ერთ მხარეს დიდი რაოდენობოით თოვლი იყო მოგროვებული, მეორე მხარეს კი თოვლი თითქმის არ იყო, რადგან ქარმა ის ცალ მხარეს მიახვეტა. როცა სნოუბორდი აიღო და მობრუნდა, ზუსტად მაშინ, ხევის მეორე მხრიდან, სადაც თოვლი იყო დაგროვებული, ქარის ზემოქმედებით ზვავი
You must have Flash Player installed in order to see this player.
წამოვიდა და ნუგზარი უკანა მხრიდან მთლიანად დაფარა, თუმცა ეს მისმა მეგობრებმა ვეღარ გაიგეს, რადგან ამასობაში ისინი ჩამოვიდნენ და მას ელოდნენ. რომ არ გამოჩნდა, იფიქრეს, ნუგზარი უკვე წავიდა და ალბათ, ქვემოთააო, როცა ნახეს, უკვე გვიან იყო".

ლაჩა ხაჩიძე (მაშველი): "ზარი შემოვიდა, ნუგო ზვავში მოყვაო და იმწუთას მთელი სამაშველო გავედით, მაგრამ უკვე გვიან იყო, რადგან მისი პოვნა სამი საათის შემდეგ მოხერხდა. ზვავში მოყოლილმა ადამიანმა მაქსიმუმ 15 წუთი შეიძლება იცოცხლოს. უკვე გარდაცვლილიყო, მხოლოდ გაყინული ცრემლებიღა დავინახე მის სახეზე"...

ქეთი მოდებაძე
ჟურნალი "თბილისელები"

VIDEO| დაღუპული სნოუბორდისტის ბოლო წუთები - ბაკურიანში მომხდარი ტრაგედიის დეტალები

ასევე წაიკითხეთ: "რაც გიყვარდა იმან დაგღუპა..." - ვინ იყო 28 წლის ქართველი სნოუბორდისტი, რომელიც ბაკურიანში ტრაგიკულად დაიღუპა
10:07 / 12-01-2016
გული დამეთუთქა, ნათელში გამყოფოს უფალმა.
eka
22:07 / 11-01-2016
ვაი შენ დედას ბიჭოოო, რისტვის გაამწარე დედა ეგრერიგად?!
:(
მსგავსი სიახლეები
+VIDEO|PHOTO "ზვავი ვერაფერს დაგაკლებს ძმაო. ყველას გულებში დარჩები სამუდამოდ!"
"ანის დედა მოგმართავთ თხოვნით, გამარკვიოთ წყალში ელექტრული დენის მოქმედების თავისებურებაში." (ვიდეო)
ანი ბაკურიანში შვილებთან და ძმის ოჯახთან ერთად ისვენებდა...
ცნობილი ამირანა და მისი პარკის კურიოზული ამბები
გაქართველებული, მაგრამ უკრაინული გვარის მქონე ადგილობრივი კი ბაკურიანში დღესაც მრავლადაა
"იმდენად გახარებული ვიყავი, რომ ყველაზე დიდი სიგიჟე ჩავიდინე ცხოვრებაში"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:41 / 26-09-2016  Image "აუდიტორია 115"-ის წევრებმა 6-პუნქტიანი მოთხოვნები დააყენეს
"აუდიტორია 115"-ის წარმომადგენლის, გიორგი ჩიხლაძის განცხადებით
09:59 / 26-09-2016  Image როგორ გამოიყურება ანჯელინა ჯოლის სახლი, სადაც ბრედ პიტთან განშორების შემდეგ ცხოვრობს
+PHOTO| ცნობილი ჰოლივუდელი მსახიობი ანჯელინა ჯოლი ბრედ პიტთან განშორების შემდეგ
18:14 / 24-09-2016  Image 300 წლის წინ გარდაცვლილმა წმინდანმა ბავშვმა თვალები გაახილა - დასავლური მედია მექსიკური სასწაულის შესახებ
+VIDEO| 300 წლის წინ გარდაცვლილი წმინდანად შერაცხული ბავშის ცხედარმა მოულოდნელად თვალები გაახილა
21:15 / 23-09-2016  Image რომელ ხაზებზე დაინიშნება თბილისში ახალი ავტუბუსები: "მძღოლი მკაცრად დაისჯება, თუ გათბობა-კონდიცირება ჩართული არ ექნება"
+VIDEO "სულ 143 ავტობუსის შემოყვანა იგეგმება"
15:09 / 25-09-2016  Image 62 წლის ლაიმა ვაიკულეს გარეგნობამ თაყვანისმცემლები შოკში ჩააგდო
ორიგინალურობა, სითამამე გადაწყვეტილებისას და განუმეორებელი სტილი
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49