ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის

ამერიკული ტელეშოუ ზაზა ფაჩულიას და საქართველოს ბოდიშს უხდის

ამერიკელმა კომენტატორებმა შოუ The Starters-ში გადაცემა მიუძღვნეს ზაზა ფაჩულიას. ამჯერად მათ გაარკვიეს, თუ საიდან აქვს ქართველ ცენტრს ამდენი ხმა NBA ALL STAR-ის გამოკითხვის შუალედურ შედეგებში. კომენტატორებმა ირონიითა და იუმორით განიხილეს ფაჩულიას შედეგები, თუმცა, ასევე, ბოდიშიც მოიხადეს და გადაწყვიტეს, ფაჩულიას კარიერის 5 საუკეთესო მომენტი შეეთავაზებინათ მაყურებლისთვის.

იხილეთ ვიდეო The Starters-ის შოუდან

"წინა ჯერზე განვიხილეთ, როგორ არის საერთოდ შესაძლებელი, რომ 30 წლის ზაზა ფაჩულია, რომელიც არასდროს ახლოსაც კი არ ყოფილა "ოლ სტარში" მოსახვედრად, ახლა ასე მაღლა არის გამოკითხვის შედეგებში. უფრო მაღლაც კი, ვიდრე დემარკუს კაზინი, დუეინ ჰოვარდი და დირკ ნოვიცკი. ეს უმაღლესი ლიგაა, როგორ მოხდა ეს? ვინ გააკეთა ეს? საქართველომ? რამდენია მათი მოსახლეობის რაოდენობა? ოღონდ შტატის კი არა, ქვეყანა საქართველოსი? როგორც ჩანს, ჩვენმა ამ შეფასებებმა ძალიან გააბრაზა ქართველები. ჩვენი გვერდი აივსო კომენტარებით მათი მხრიდან და ათასობით ხმა კიდევ დაემატა ზაზას.

ზაზას საქართველოში ყველა უჭერს ხმას: ეს არის ქართული შოუ "ნიჭიერი" და თქვენ ხედავთ, ზაზას სახელი სცენაზე ჩანს. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა "ტვიტერზე" დაწერა იგივე; ასევე, სამხედროებიც ერთად უჭერენ მას მხარს. ჩვენ გადავწყვიტეთ, მოგვებოდიშებინა და შევკრიბეთ მთელი მისი კარიერის 5 საუკეთესო მომენტი. უკვე მეგობრები ვართ ქართველებო! გვიყვარხარ საქართველო", - აღნიშნეს წამყვანებმა შოუში.

თქვენ კი რა თქმა უნდა არ უნდა დაგავიწყდეთ დაუჭიროთ მხარი ქართველ კაპიტანს, რომ "ყველა ვარსკვლავის" მატჩში ითამაშოს!

Sportall.ge

ასევე წაიკითხეთ: "ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს ახლა დავიბადე" - რას ყვებიან თანაგუნდელები "გუნდის კაც" ზაზა ფაჩულიაზე ESPN-ის სტატიაში

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია