კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
09:11 / 22-01-2016
28 წლის პლასტიკური ქირურგის პოპულარობის საიდუმლო - რა აკავშირებს მოსკოველ ლამაზმანს სოფო ნიჟარაძესთან
სალომე სვანაძე რუსეთში წარმატებული პლასტიკური ქირურგია. 28 წლის ქართველი გოგონა რუსული მედიის ყურადღებას საკუთარი მომხიბვლელი გარეგნობითაც იქცევს. ვინ არის რუსეთში წარმატებული ქართველი ექიმი, ამის შესახებ სალომე თავად გიამბობთ.

- მოსკოვში დავიბადე და გავიზარდე. მამა ქირურგია, დედა - სტომატოლოგი. ჩემი კარიერა სწორედ მშობლების არჩევანმა განაპირობა. საქართველოში ბებია და ბაბუა მყავს, ისინი ქუთაისში ცხოვრობენ, ყოველთვის ვახერხებ მათ სანახავად საქართველოში ჩამოსვლას. 28 წლის ვარ, წარმატებამდე რთული გზა გავიარე, დიდხანს ვსწავლობდი. მესამე კურსზე ინსტიტუტიდან საავადმყოფოში მივდიოდი, ვეხმარებოდი ქირურგებს. მეექვსე კურსზე პირველი ოპერაცია გავაკეთე. ჩემი სპეციალობა არის მამოპლასტიკა, ანუ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას ვაკეთებ. როცა პირველად მანდეს სხვისი სხეული გასალამაზებლად, უბედნიერესი ადამიანი ვიყავი, 23 წლის გოგომ მასწავლებელთან ერთად გავაკეთე პირველი ოპერაცია.

ჩვენი კლინიკა მხოლოდ მკერდის პლასტიკურ ოპერაციას აკეთებს, ბევრი ასეთი კლინიკაა რუსეთში, მაგრამ ჩვენთან ყველაზე იაფია. სხვაგან თუ 5000 დოლარი ღირს, იგივე ოპერაცია ჩვენთან 2000 დოლარი ღირს. ზუსტად იგივე სამუშაოს ვასრულებთ, იგივე იმპლანტებით. ბევრი პაციენტი გვყავს. მამოპლასტიკა, რინოპლასტიკასთან ერთად პირველ ადგილზეა. როცა ვიწრო სპეციალობა გაქვს, შეგიძლია უფრო გაიზარდო, როგორც სპეციალისტი.

დაათვალიერეთ ფოტოგალერეა
- პლასტიკური ქირურგები ძირითადად მამაკაცები არიან, რატომ აირჩიეთ თქვენ ეს საქმე?
- ჩვენთან სტერეოტიპი არის, რომ კაცი უნდა იყოს პლასტიკური ქირურგი, ამ საქმეში ქალების აღქმა ცოტა უჭირთ, თუ კარგად გამოიყურები, სულ უფრო ძნელია. ეს არ არის ადვილი დარგი, მაღალია სტრესი, სულ პაცინტებზე ვფიქრობ, რა შედეგი დადგება, როგორ მოეწონება. ფსიქოლოგიურად რთულია. 24 საათი არ ჩერდება ჩემი ტელეფონი. ოპერაციის შემდეგ ყველა შეშინებულია, არ ესმით რეაბილიტაციის პროცესში როგორ უნდა მოიქცნენ. ეს არის ჩემი ცხოვრება, მაგრამ ძალიან მიყვარს ეს საქმე.

- ერთ-ერთი ცნობილი პლასტიკური ქირურგი ხართ რუსეთში, ვინ დაგეხმარათ ამ წარმატების მიღწევაში?
- ჩემი მშობლები ყოველთვის მიჭერდნენ მხარს, მაგრამ უფრო ჩემს თავში ვეძებდი ძალას, მოტივაციას. როცა იცი, რატომ აკეთებ ამა თუ იმ საქმეს, ყველაფერი კარგად გამოგდის. რაც შეეხება ჟურნალისტებით ჩემს დაინტერესებას, პლასტიკური ქირურგია ისეთი დარგია, ყველას სჭირდება შეხვედრამდე ექიმის გაცნობა. პლასტიკური ქირურგია ყველას აინტერესებს, მით მეტეს, ქალი და პლასტიკური ქირურგი იშვიათობაა და ეს მედიის წარმომადგენლების დიდ ინტერესს იწვევს.

- შენმა რუსმა მეგობრებმა რა იციან საქართველოს შესახებ?
- ძალიან მიყვარს საქართველო. აქ ჩვეულებრივ ხალხს ძალიან უყვარს საქართველო, ყველა ჩემი ნაცნობი ნამყოფია საქართველოში, ისეთი აღფრთოვანებულები ბრუნდებიან, ხანდახან მიკვირს, ნუთუ ჩემს ქვეყანაზე საუბრობენ-თქო. ჩემი საქმრო პირველად როცა წავიყვანე ოჯახის გასაცნობად, გადაირია საქართველოს სილამაზით. მისი მეგობრები, რომლებიც ექსპერტები არიან, თავადაც აღფრთოვანებულები არიან და ამით ვამაყობ.

- ვინ არის თქვენი საქმრო, რამდენი ხანია შეყვარებულები ხართ?
- ჩემი საქმრო კანადელია, რუსეთში მუშაობს და ცხოვრობს რამდენიმე წელია. წელიწადნახევრის წინ გავიცანი. ნახევარი წელი ცდილობდა თავი მოეწონებინა ჩემთვის. ძალიან კეთილი, სასიამოვნო ადამიანია. მისთვის, როგორც ჩემთვის, შეუძლებელი არაფერია. ვაპირებთ დაქორწინებას, ეს მალე მოხდება, მაგრამ ზუსტ დროს ვერ გეტყვით.

- რა არის თქვენი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ჰობი?
- მიყვარს ცეკვა, ტანგო განსაკუთრებულად. ფოტოგრაფია, ფილმები. როცა თავისუფალი დრო მაქვს, ამ საქმით ვარ დაკავებული.

- ქართული ასე კარგად საიდან იცით, რუსეთში დაბადებულმა და გაზრდილმა გოგონამ?
- ჩემს ოჯახში პირველი ენა იყო ქართული. იმის მიუხედავად, რომ აქ დავიბადე და გავიზარდე, 4 წლის ასაკში დავიწყე რუსულად საუბარი.

- რატომ წავიდნენ თქვენი მშობლები რუსეთში?
- ბაბუაჩემი ცნობილი ისტორიკოსია, ლევან სვანაძე, მამაჩემი გაუშვა მოსკოვში, რომ სამედიცინოზე ესწავლა, ბაბუსაც უნდოდა ექიმობა, კარგად სწავლობდა, მაგრამ მკვდარი ადამიანი როცა დაინახა, მიხვდა ექიმობას ვერ შეძლებდა და გახდა ისტორიკოსი. შემდეგ მამა გამოუშვა სამედიცინოზე სასწავლებლად რუსეთში. ერთხელაც, როცა მამა ჩავიდა საქართველოში, შეხვდა დედას, შეუყვარდა, ცოლად მოიყვანა და გავჩნდი მე.

- ვიცით რომ სოფო ნიჟარაძესთან ნათესაური კავშირი გაქვთ?
- სოფო ჩემი ბიძაშვილია. 2008 წელს ერთ-ერთი პირველი იყო ვინც რუსეთიდან საქართველოში დაბრუნდა. სამწუხაროდ, სხვადასხვა ქალაქებში ვცხოვრობთ და ხშირად ვერ ვნახულობ.

თამარ ბოჭორიშვილი
AMBEBI.GE
12:35 / 22-01-2016
გმერტმა გვიმრავლოს ტქვენისტანა ქარტველები გაიხარე
mariami
10:49 / 22-01-2016
ამ გოგოს ბაბუა ნამდვილი გენიოსი ჰყავს!
იხ.:
http://www.obieqtivi.net/tv1.php?id=24551

სიამოვნებით ვიქნებოდი მისი სტუდენტი!
თავად პროფესორი
მსგავსი სიახლეები
+VIDEO "ფეისბუკზე" ათასობით წერილი მომდის. პირდაპირ მეკითხებიან - სოფო ნიჟარაძე "ხარო"?
"ბათუმი, 2003. როგორც ყოველთვის, მთელი დღე სახლში წიგნით ხელში"
OK! წარმოგიდგენთ 2016 წლის გაზაფხული/ზაფხულის სეზონის "სელფის" მოყვარულ ქალებს
"ნახევარ თბილისთან ვიწექი, ნახევარი თბილისი ცოლად მოვიყვანე..."
"აი კიდევ ერთი წლით დაბერდა ჟორიკა! თქვენ გგონიათ, ჭკუა მოემატააა?!"
მომღერალმა პირველი, ვრცელი კომენტარი OK!-სთან გააკეთა
სამართალდამცველებმა გოგა ყ.-ს ინციდენტიდან ერთ საათში მიაკვლიეს
პატარა კომენტარი ჟურნალ OK!-სთან ტელეწამყვანმა და X Factor-ის მენტორმა გიორგი გაბუნიამ გააკეთა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
10:07 / 03-12-2016  Image შშმ პირები მართვის მოწმობის პრაქტიკული გამოცდის ჩაბარებას ადაპტირებული ავტომანქანით შეძლებენ
ამ ეტაპზე სპეციალიზებული ავტომობილით მხოლოდ გარკვეული კატეგორიის შშმ პირები ისარგებლებენ
10:38 / 03-12-2016  Image მამა სერაფიმეს ღია წერილი მთავრობას - "ამ ტაძარში, რომელიც სახლად გადააკეთეს, ჩემი წინაპრები ლოცულობდნენ..."
"თქვენ საქართველოს ეკლესიას სალოცავს ართმევთ ასე უხეშად და ასე უნამუსოდ!"
12:55 / 02-12-2016  Image ულამაზესი პილოტის პირველი და უკანასკნელი რეისი - 29 წლის სისი არიასი კოლუმბიის ავიაკატასტროფამდე წუთებით ადრე...
VIDEO+PHOTO ინტერნეტში გავრცელდა თვითმფრინავის მგზავრებისა და პილოტების უკანასკნელი ინტერვიუები
21:45 / 05-04-2016  Image როგორი სექსი მოსწონთ უკრაინელ, ქართველ და მსოფლიოს სხვა ქალებს - კვლევის შედეგები გაგაოცებთ
პორნოსაიტმა დააფიქსირა, რომ ვიზიტორების 24% ქალია
14:00 / 02-12-2016  Image "რცხვენოდეს "თი-ბი-სის" და "საქართველოს ბანკს" გუშინდელი საქციელის გამო"
"ამის გამო უმკაცრესად უნდა მოეთხოვოთ მათ პასუხი"
კვირის ყველაზე კითხვადი
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
2016-05-31 08:36:57
ყველა მშობელს აინტერესებს, რა სიმაღლის...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49