კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
07:36 / 03-02-2016
ძვირადღირებული ტილოები, რომლებიც საქართველოში სკანდალის მიზეზად იქცა
Ambebi.ge იმ გახმაურებულ საქმეებზე გიამბობთ, რომლებიც ძვირადღირებულ მხატვრულ ტილოებს უკავშირდება.

ნიკო ფიროსმანი

ნიკო ფიროსმანმა "შავი ლომი" თბილისში, 1911 წელს, ორთაჭალის ბაღში მდებარე, სამიტიკნო "ელდორადოს" მფლობელ ტიტევიჩის თხოვნით დახატა. "შავი ლომის" პირველი მეპატრონეები, ფრანგ მხატვარ მიშელ ლე დანტიუსთან ერთად, ფიროსმანის აღმომჩენები და მისი პირველი ბიოგრაფები, თბილისელი ძმები ილია და კირილე ზდანევიჩები იყვნენ. ძვირადღირებული ტილო 1993 წელს ყაჩაღებმა ქუთათელაძეების ოჯახიდან გაიტაცეს. სხვადასხვა ცნობით, "შავ ბაზარზე" ამ ტილოს ღირებულება რამდენიმე მილიონი დოლარია.

18 წლის მანძილზე, "შავი ლომის" ბედი უცნობი იყო, სანამ ფიროსმანის ეს შედევრი რუსეთში არ გამოფინეს.

2011 წელს "შავი ლომი" სკანდალის მიზეზი გახდა. გენერალურმა პროკურატურამ, საქართველოში შვეიცარიის საელჩოს დახმარებით, რუსულ მხარეს შედევრის დაბრუნება მოსთხოვა. გაირკვა, რომ "შავ ლომს" ინტერპოლის ხაზითაც ეძებდნენ. ქართული კანონებით, კულტურული ძეგლის სტატუსის მქონე ხელოვნების ნიმუშის საქართველოს ფარგლებს გარეთ გატანა აკრძალულია, თუნდაც, ის კერძო კოლექციაში იყოს დაცული. ქართული მხარის პრეტენზიების შემდეგ, რუსებმა "შავი ლომი" სალონიდან სასწრაფოდ ჩამოხსნეს. მოგვიანებით კი გაავრცელეს დოკუმენტი, რომლის მიხედვით, ყარამან ქუთათელაძემ "შავ ლომზე" ყველა უფლება რუსეთის მოქალაქეს გადასცა. დოკუმენტის მიხედვით, "შავ ლომზე" ყველა უფლება ყარამან ქუთათელაძემ, 2002 წელს, სამი წლის ვადით, რუსეთის მოქალაქეს, 42 წლის ვიაჩესლავ ეფიმოვს, 2000 ლარად გადასცა. ეფიმოვს სურათის გაყიდვის უფლებაც მიენიჭა. ყარამან ქუთათელაძემ უკვე განაცხადა, რომ ეს დოკუმენტი გაყალბებულია და ეფიმოვმა მასზე ხელი შეცდომით მოაწერინა. თავის მხრივ, ქუთათელაძის განცხადება უარყო ნოტარიუსმა ბესო ბულიამ, რომელმაც დაადასტურა, რომ 2002 წელს, თბილისში, ქუთათელაძე და ეფიმოვი ნამდვილად იმყოფებოდნენ მასთან აღნიშნული რწმუნების გასაფორმებლად. რუსული ვერსიის თანახმად, "შავი ლომის" ამჟამინდელმა მფლობელმა ფიროსმანის ტილო, რამდენიმე წლის წინ კერძო აუქციონზე შეიძინა და მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ სურათი მოპარული იყო, თბილისში ჩამოვიდა და ყველა პრობლემა იურიდიულად მოაგვარა.

ნიკო ფიროსმანი

პირველად "არსენალის მთა ღამით", ნიკალას სხვა სურათებთან ერთად, მხატვარმა ზიგმუნდ ვალიშევსკიმ აღმოაჩინა თბილისის ვაგზლის ახლოს მდებარე ნიკო ბაიაძის ღვინის სარდაფში. ნიკო ფიროსმანმა ტილო 1907-1908 წლებში დახატა. დაახლოებით 1914-15 წლებში ნიკო ბაიაძემ სარდაფი დაკეტა და ნახატთან ერთად გაქრა. სურათები დაკარგულად მიიჩნიეს, თუმცა 1920 წელს პოეტმა კოლაე ჩერნიავსკიმ სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა საბურთალოზე, ბაიაძის ღვინის ახალ სარდაფში. სურათი რამდენიმე თურქულ ლირად კირილე ზდანევიჩმა შეიძინა და "არსენალის მთამ" ნიკო ბაიაძის სარდაფიდან ზდანევიჩების სახლში გადაინაცვლა. იმ დროს ზდანევიჩები მოსკოვში ცხოვრობდნენ. იმ პერიოდში რუსეთში იმყოფებოდა ფრანგი მწერალი ლუი არაგონი, რომელიც კომუნისტი გახლდათ. ამიტომ კომუნისტურმა პარტიამ პატივისცემის ნიშნად ლუი არაგონს, 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით, ფიროსმანის ნახატი "არსენალის მთა ღამით" გადასცა.

2003 წელს, ნახატის მფლობელი საქართვლოს ფიროსმანის ტილოს გადმოცემას 300 000 დათანხმდა, მაგრამ საქართველოს მთავრობამ ჟურნალისტ ნელი კობიაშვილის შეთავაზებაზე უარი განცხადა. უფრო სწორად, საერთოდ არ დაინტერესდა. საქართველომ ფიროსმანის "არსენალის მთა ღამით" ვერ დაიბრუნა, ჟან რისტამ ნახატი ებრაული წარმოშობის რუს კოლექციონერს მიჰყიდა. ამის შემდეგ ის
You must have Flash Player installed in order to see this player.
სამჯერ გაიყიდა: პირველად, 2007 წელს "სოტბის" აუქციონზე - 1,6 მილიონ აშშ დოლარად, 2010 წელს კი "მაკდუგალის" აუქციონზე გაიტანეს გასაყიდად. "კრისტის" აუქციონის ვებ-გვერდზე "არსენალის მთა" რუსული მხატვრობის სექციაში განათავსეს და საწყის ფასად 800 000 გირვანქა სტერლინგი მიუთითეს, თუმცა აუქციონის დღეს ნიკალას ნახატის საწყის ღირებულებად მხოლოდ 550 000 გირვანქა სტერლინგი დასახელდა. 2015 წელს ნახატი სკანდალის მიზეზი გახდა, როცა კერძო კოლექციონერმა "კრისტის" აუქციონზე გაიტანა. ნახატი საბოლოოდ ბიძინა ივანიშვილმა შეიძინა და საქართველოს მუზეუმს გადმოეცა.

ლუკას კრანახი

ლუკას კრანახის "მაჭანკალი" საქართველოში, სავარაუდოდ, დიდი მთავრის გიორგი რომანოვის წყალობით აღმოჩნდა, 1920 წელს კი იგი კერძო კოლექციონერს ყორღანოვს ჰქონდა, რომლისგანაც, თურმე, შემდეგ შეუძენია მხატვარსა და მეცენატს დიმიტრი შევარდნაძეს და "ცისფერ გალერეაში" დაუკიდია. 1921 წელს ნახატი საქართველოს საგანძურის ნუსხაში მოხვდა და მენშევიკურმა მთავრობამ ემიგრაციაში წაიღო, სადაც ექვთიმე თაყაიშვილი ერთგულად იცავდა, ამ პერიოდში ფაშისტებიც ცდილობდნენ მის ხელში ჩაგდებას, თუმცა ამაოდ 1946 წელს ქართულ საგანძურთან ერთად "მაჭანკალიც დაუბრუნდა საქართველოს და 1994 წელს ხელოვნების მუზეუმში იყო გამოფენილი.

კრანახის "მაჭანკალი" მე-20 საუკუნეში საქართველოდან გაიტაცეს. ნახატი ხელოვნების მუზეუმიდან 1994 წლის ივლისში, ხუთმა შეირაღებულმა პირმა გაიტაცა. კრანახის ნამუშევრის გატაცება XX საუკუნის ყველ­აზე მასშტაბურ ძარცვად შეფ­ასდა. საქართველოს პრეზიდენტმა ედუარდ შევარდნაძემ საქმე პირად კონტროლზე აიყვანა, თუმცა კრანახს 10 წლის განმავლობაში ვერავინ მიაგნო. 2004 წელს კი 40 მილიონად შეფასებული ფერწერული ნამუშევარი სამართალდამცველებმა თბილისში, ქუჩაში იპოვეს. ცოტა ხნის წინ, თბილისის ყოფილმა მთავარმა პროკურორმა "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში დაადასტურა, რომ მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე "მაჭანკალი" კანონიერი ქურდის, გოგი ჩიქოვანის მითითებით მიიტანეს.

ვან დეიკი

რამდენიმე კვირის წინ, თურქმა სამართალდამცავებმა ბიზნესმენები დააკავეს, რომლებიც თურქეთში ვან დეიკის ტილოს გაყიდვას ცდილობდნენ, ნახატი 14 მილიონ დოლარად არის შეფასებული და ის თურქეთში რუსეთიდან მოხვდა. ძვირადღირებული ტილო საქართველოში აბაშიძეების ოჯახის საკუთრებაში იყო, ოჯახის დიასახლისის ეკა აბაშიძის განცხადებით, მან ნახატი რამდენიმე წლის წინ, იმ დროს გაყიდა, როცა მისი ძმა დააკავეს და ამ თანხით საპროცესო შეთანხმების თანხა გადაიხადა. თურქი სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ და მისი ყიდვა შესთავაზეს. გავრცელებული ცნობით, ბიზნესმენებმა, რომელთა ვინაობაც არ სახელდება, ნახატში 14 მილიონი თურქული ლირა მოითხოვეს. დაკავება სტამბოლის ერთ-ერთი სასტუმროს ნომერში მოხდა. დაკავებულებმა განაცხადეს, რომ ნახატი მათ საქართველოში მძარცველთა ჯგუფისგან 200 000 დოლარად შეიძინეს.

რაც შეეხება ნახატის წარმომავლობას, როგორც აბაშიძე განმარტავს, დაახლოებით 15 წლის წინ მისმა ძმამ, გიორგი აბაშიძემ ნახატი სახლში მიიტანა და თქვა, რომ ვაკეში, საკომისიოში 5 000 დოლარად შეიძინა:

"ნახატის ყიდვიდან დაახლოებით 5 წლის შემდეგ, როდესაც ჩემი ძმა დააკავეს, საპროცესო გარიგებისთვის გარკვეული თანხა გვესაჭიროებოდა და გადავწყვიტეთ აღნიშნული ნახატი გაგვეყიდა. იგი შეგვიფასეს 80 000-დან 100 000 დოლარამდე. ნახატის სანახავად მოდიოდა უამრავი ადამიანი, ვინც ჩართულია ნამუშევრების ყიდვა-გაყიდვაში და ისინი გვთავაზობდნენ კაპიკებს, თუმცა ბოლო მომენტამდე არ გავყიდეთ. შემდეგ კი მოვიდნენ მალხაზ მახარაძე და ზაჰირ გუსეინოვი, რომლებმაც შემოგვთავაზეს 37 000 დოლარი. გავაფორმეთ ხელშეკრულება და მათ დაგვიტოვეს 7 000 დოლარი. დანარჩენი თანხა რამდენიმე დღეში უნდა მოეტანათ, თუმცა მას შემდეგ არ გამოჩენილან. როდესაც ჩემი ძმა გათავისუფლდა, დედაჩემმა გადაწყვიტა სამართლებრივი მეთოდებით დაებრუნებინა აღნიშნული თანხა და სასამართლოში სარჩელი შევიტანეთ, დავა მოვიგეთ და ზაჰირ გუსეინოვს, რომელიც გარდაბანში ცხოვრობს, დაეკისრა 30 000 დოლარის გადახდა, თუმცა მის სახელზე ქონება არ იყო დარეგისტრირებული, შესაბამისად, თანხა არ დაუბრუნებიათ".

ეკა აბაშიძის ოჯახი მზად არის ვან დეიკის ნახატის დაბრუნების შემთხვევაში, საქართველოს სახელით ტილო ჰოლანდიას გადასცეს.

ლადო გუდიაშვილი

კიდევ ერთი სკანდალი, რომელიც ძვირადღირებულ ტილოს უკავშირდება გუდიაშვილს ეკუთვნის. ლადო გუდიაშვილმა ტილო "ქალი მტრედით" ნატო ვაჩნაძეს მიუძღვნა, გრაფიკა სამი წლის წინ, გურჯაანის სახლ-მუზეუმიდან დაიკარგა. მენეჯერი, რომელიც მაშინ მუზეუმის დირექტორი იყო, ამბობს, რომ გრაფიკა რამდენიმე წლის წინ გაიტანეს, თუმცა ვინ გაიტანა და სად წაიღო, ამის შესახებ როზა აფციაურმა არაფერი იცის. შენგელაიების ოჯახი სამართალდამცავებს მიმართავენ და სურთ დაკარგული ნახატის საქმეზე გამოძიება დაიწყოს.

თამარ ბოჭორიშვილი
Ambebi.ge

იხილეთ ასევე: ვინ იყო და როგორ ცხოვრობდა ანტონ ვან დეიკი, რომლის ტილოც საქართველოში სკანდალში გაეხვა

სათვალთვალო კამერამ დააფიქსირა, როგორ გააქვთ კონტრაბანდული 14-მილიონიანი ნახატი სტამბოლის სასტუმროდან

ლუკას კრანახის "მაჭანკალის" სახელმწიფოსთვის დაბრუნების 10 წლის წინანდელი ისტორიის უცნობი დეტალები

"და რატომ უნდა "დავიბრუნოთ ფიროსმანი"? პირიქით, საზღვარგარეთ უნდა გავიტანოთ, ძვირად გავყიდოთ..."


ვის დარჩება "შავი ლომი"
11:44 / 03-02-2016
ლუკას კრანახის ნახატთან ქალაქის პროკურორს არავითარი კავშირი არ ქონია.მაგ ნახატის დაბრუნება,ძალიან კარგი პოლიციელის,ლადო ბადაგაძის დამსახურებაა.
ვიღაცა
მსგავსი სიახლეები
ფიროსმანის "შველი წყლის პირას" საწყისი ფასი კი 150 000 ფუნტიდან იწყება
ლადო გუდიაშვილის ფიროსმანის პორტრეტის - "ჩვენი ნიკო" საწყისი ფასი 4 ათასი ფუნტია
+VIDEO| "15 წლის წინ ჩემმა ძმამ ნახატი სახლში მოიტანა და თქვა, რომ ვაკეში 5 000 დოლარად შეიძინა"
"გადაგვიხადეს 7 ათასი ლარი თუ დოლარი... წავიდა ეს ხალხი, გაიტაცეს სურათი"
+VIDEO სამართლდამცველები ბიზნესმენებს მყიდველების სახელით დაუკავშირდნენ
"არსენალის მთა ღამით" ეროვნულ გალერეაში გამოიფინება
"არსენალის მთა ღამით" დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე დიდი შემოწირულობაა მუზეუმისთვის
"ბიძინამ კი მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული ტილო, პიკასოს "დორა მაარი კატით" სეიფში ჩაკეტა"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:31 / 28-07-2016  Image რა გადაწყვეტილება მიიღო დედა-შვილის მკვლელობაში ბრალდებულ გიორგი ხაბელაშვილთან დაკავშირებით მოსამართლემ
შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლემ დღეს გამართულ პროცესზე მიიღო
15:02 / 28-07-2016  Image ოლიმპიადის სექსსიმბოლო, რომელმაც ინტერნეტი "გადაწვა"
2016 წლის რიოს ოლიმპიადის ოფიციალური ვარსკვლავი უკვე გამოვლენილია
10:48 / 28-07-2016  Image სანტემ „სულგუნის“ გამოყენების უფლება მოიპოვა
„სულგუნი“გეოგრაფიულ აღნიშვნად საქართველოში საქპატენტის მიერ 2012 წელს დარეგისტრირდა
14:55 / 28-07-2016  Image სამარშრუტო ტაქსის მძღოლის ემოციური ისტორია ფეისბუქიდან: "ორივე გზაზე, ცხელი შოთები იყიდა მგზავრებისთვის და ჩამოარიგა..."
"თამაზისნაირი უჯიპო, ტელევიზიით გაუშუქებელი ადამიანის მხრებზე დგას კაიკაცობა"
11:37 / 28-07-2016  Image ინგა გრიგოლია შვებულებას შეყვარებულთან ერთად გაატარებს - "არ მინდა დავბერდე"
"დასვენება ძალიან მჭირდება. წინ არჩევნებია"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49