კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
13:37 / 05-02-2016
როდის და სად დაფიქსირდა "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოში
საქართველოში "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო Aedes aegypti დაფიქსირებულია. გავრცელებული ინფორმაცია  PALITRANEWS-სთან  საუბარში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ დაადასტურა. თუმცა, მისივე თქმით, საქართველოში ვირუსის გავრცელების რისკი ძალიან დაბალია.

იხილეთ ვიდეო| პაატა იმნაძე ადასტურებს, რომ "ზიკას" ვირუსის გადამდები კოღო საქართველოში დაფიქსირებულია

"ჩვენ მუდმივად ვაწარმოებთ მონიტორინგს გადამტანებზე. Aedes aegypti სახეობის კოღო, რომელიც ითვლება გადამტანად, შარშანწინ აღმოჩნდა პირველად ბათუმის შემოგარენში, ერთ-ერთ საბურავების საწყობში. შარშან ზუგდიდის შემოგარენში იყო, ასევე საბურავების საწყობში. აღსანიშნავია, რომ არცერთ ამ ქალაქში არ არის ეს კოღო გავრცელებული, მხოლოდ მცირე რაოდენობითაა წარმოდგენილი, მაგრამ ვადასტურებთ, რომ ეს კოღო უკვე არის საქართველოში დაფიქსირებული. სხვათა შორის, ეს მოხდა 60 წლის შემდეგ პირველად. ბოლოს საქართველოში ამ სახეობის კოღო სწორედ 60 წლის წინ ნახეს".

მისივე თქმით, გაზაფხულის სეზონის დადგომისთანავე კოღოებზე ზედამხედველობა აქტიურდება, რაც მთელი თბილი სეზონის მანძილზე გრძელდება, იმისთვის რომ ზუსტი ინფორმაცია ჰქონდეთ, სად და რომელ რეგიონში ბინადრობს გადამტანი. "სწორედ იმიტომ რომ ვიცოდით, ამ სახეობის კოღო დაფიქსირებული იყო საქართველოში, გასულ წელს მთელ საკურორტო ზონაში ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ ერთობლივად ჩაატარეს ფართომასშტაბიანი სადეზინფექციო სამუშაოები" - აღნიშნა იმნაძემ.

რაც შეეხება პრევენციულ ღონისძიებებს, პაატა იმნაზე აცხადებს, რომ პრევენციის მიზნით, "უნდა მოვერიდოთ ბრაზილიაში მოგზაურობას, თუ ძალიან აუცილებელი საქმე არ გვაქვს და თუ წავალთ, უნდა წავისვათ წამალი, რომ კოღო არ მოგვეკაროს. ასევე უნდა მოვერიდოთ კოღოს გასამრავლებელი ადგილების შექმნას, მაგალითად როგორიც არის წყლით სავსე ჭურჭელი ეზოში და ა.შ".

ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ზიკა" ვირუსის გადამტანი კოღო საქართველოშია გავრცელებული, დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპული ცენტრის (European Centre for Disease Prevention and Control website) ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

კოღოს გეოგრაფიული გავრცელების რუკაზე ნაჩვენებია, რომ აღნიშნულ მწერს სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა. იგი ყველაზე მეტად შავი
You must have Flash Player installed in order to see this player.
ზღვის პირას და კუნძულ მადეირაზე ფიქსირდება. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, ევროპული ქვეყნები, სადაც "ზიკას" გამავრცელებელი კოღოა წარმოდგენილი, ვირუსის რისკის ქვეშ იმყოფებიან. ამ ეტაპზე დაავადება თავს არ იჩენს, რადგანაც ზამთრის სეზონზე კოღოები აქტიურები არ არიან. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული რეგიონის დირექტორის განცხადებით, დროა ევროპულმა ქვეყნებმა დაავადების გავრცელების რისკის შემცირებაზე დაიწყონ მუშაობა.

ასევე დაგაინტერესებთ: "ზიკა" - სიმპტომები, მკურნალობა და ფაქტები, რომელიც ახალ საშიშ ვირუსზე უნდა იცოდეთ
12:59 / 06-02-2016
სისულელეა, "რომ აღნიშნულ მწერს სწორედ საქართველოს ტერიტორიიდან აქვს წარმომავლობა". აი ეს წერია: An established population (evidence of reproduction and overwintering) of the species has been observed in at least one municipality within the administrative unit - See more at: http://ecdc.europa.eu/en/healthtopics/vectors/vector-maps/Pages/VBORNET_maps.aspx#sthash.Cbnh83vd.dpuf
პაატა იმნაძე
18:12 / 05-02-2016
სქესობრივადაც გადავიდა,ქმარმა ცოლს გადასდო.კიდევ ბრაზილიაში ოლიმპიადა ტარდება,იმედია გააუქმებენ.საშუალო ასაკის ქალიმა ბრაზილიაში ისეთი პარალიზება მიიღო ამ ვირუსით მარტო თვალებსღა ამოძრავებდა და 6თვის მერე ძლივ-ძლივობით დადიოდა,იმასაც თუ სიარული ერქვა.
lia
მსგავსი სიახლეები
ბაღებსა და სკოლებში ხვალიდან სტანდარტული პროტოკოლი ამოქმედდება
ვირუსი, რომელიც სიჩლუნგეს იწვევს
"ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე"
"მთელ დასავლეთ საქართველოში ტარდება მწერის საწინააღმდეგო ღონისძიებები"
ზიკას ვირუსით ბრაზილიაში უკვე სამი ადამიანი გარდაიცვალა
+VIDEO მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ ზიკა იმავე საფრთხის კატეგორიაში შეიყვანა, რომელშიც ებოლაა
სულ ლაბორატორიულად გამოვლენილია ე.წ. ღორის გრიპის 186 შემთხვევა
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
15:45 / 16-01-2017  Image ისანში 62 წლის მამაკაცი მოკლეს - ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს
გარდაცვლილს სხეულზე ჭრილობები ცივი იარაღით აქვს მიყენებული
10:21 / 16-01-2017  Image ციხიდან ახლადგამოსულმა გიგი უგულავამ ბედობა ცნობილ კომპოზიტორებთან და მომღერლებთან ერთად აღნიშნა
კომპოზიტორი ნატო გელაშვილი ერთ-ერთ რესტორანში გადაღებულ ფოტოებს ავრცელებს
13:51 / 16-01-2017  Image „ოქსფორდ ბრუკსის უნივერსიტეტი“ ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტთან თანამშრომლობას იწყებს
პროგრამის გავლის შემდეგ სტუდენტებს BTU მიანიჭებს ბიზნეს ადმინისტრირების ბაკალავრის ხარისხს ფინანსებში
14:19 / 16-01-2017  Image თეა წულუკიანი მეუღლესთან ერთად კამერების წინ პირველად გამოჩნდა
PHOTO+VIDEO თეა წულუკიანი ერთი თვის წინ დაქორწინდა
12:29 / 16-01-2017  Image მეფე, რომელმაც უარი თქვა ქორწინებაზე, სანამ უბრალო წარმომავლობის გულისსწორს არ შეირთავდა...
ეს იყო ერთი ნახვით შეყვარება, თუმცა მათი ურთიერთობა აკრძალული გახლდათ...
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
2017-01-06 14:16:35
თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გამოტანილი...
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49