კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
22:25 / 10-02-2016
"შე დედა მოტ...ლო, პრეზიდენტად ამირჩიე?" - რას პასუხობს მიშა მესხი კრიტიკოსებს
როგორია ხელისუფლების ნარკოპოლიტიკა და როგორი უნდა იყოს ის, ამ თემას დაეთმო, "ნანუკას შოუს"  10 თებერვლის გადაცემა.
გადაცემის პირველ ნაწილში ნარკოდამოკიდებულების პრობლემასა და საზოგადოების რეაქციებზე მიშა მესხმა ისაუბრა.
მსახიობი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს უნდა მიხედოს.

მესხი რამდენიმე დღის წინ გავრცელებული  ვიდეოს გამო მაყურებელს ბოდიშს უხდის და ურჩევს, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. როგორც მსახიობი იხსენებს ვიდეოს გავრცელების შემდეგ ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ ადამიანების შერცხვა, ვინც მას როგორც მსახიობს გულშემატკივრობენ.

"ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ... რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში... ცხოვრებაში რამდენიმე პრინციპია, რომელიც არასოდეს არ დამირღვევია. ვეცდები ესეც იმ პრინციპებში შევიყვანო, რაც არასოდეს დამირღვევია. აქამდეც ბევრჯერ მიცდია თავის დანებება... თუმცა ძალიან ცუდია სააფთიაქო ნარკომანია. 2 მანეთად რომ რაღაცას იშოვი და ესაა პრობლემა, თორემ წამალთან დამოკიდებულება აღარ მაქვს. ტაბლეტებთან დამოკიდებულებაში მაქვს პრობლემა", - აცხადებს მსახიობი.
მესხი იმ ადამიანებსაც მიმართავს ვინც მას აკრიტიკებდნენ. როგორც მსახიობი ამბობს, მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანა შეერცხვინა.
"მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. არავიზე ნაკლები ბიჭი არ ვარ არც მე და არც ასი ათასობით ბიჭი, მაგრამ ჩვენ ვართ მისახედები მთავრობის მხრიდან... ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო... შე დედა მოტ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია...", - ამბობს მესხი და ახალ თაობას მიმართვას უგზავნის:

"მივმართავ ახალ თაობას, მოზარდებს, მე ძალიან ვწვალობ მთელი ცხოვრება. გირჩევთ ჩემსავით არ იწვალოთ".

რას პასუხობს მსახიობი კრიტიკოსებს და რა შეიცვალა მის ცხოვრებაში გახმაურებული სკანდალური ვიდეოს გავრცელების შემდეგ. მოისმინეთ სახიობის კიდევ ერთი გულახდილი ინტერვიუ.

რამდენიმე დღის წინ, უკრაინულმა საიტებმა გაავრცელეს ვიდეო,  რომელზეც ასახულია, როგორ იპოვეს ნარკოტიკული ზემოქმედების ქვეშ მყოფი მსახიობი მიშა მესხი და მისი მეგობარი კიევში, აეროპორტისკენ მიმავალ ტაქსიში. როგორც პოლიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, საქართველოს ორმა მოქალაქემ ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების შედეგად გონება დაკარგა ტაქსში, რომლითაც ისინი "ბორისპოლის" აეროპორტში მიემგზავრებოდნენ. მძღოლმა სამართალდამცველები გამოიძახა და მათი გადარჩენა დროულად მოხერხდა.


იხილეთ მიშა მესხის პირველი კომენტარი სკანდალურ ვიდეოზე

"ამ ამბის შემდეგ მიშა მონასტერში იყო..." - მიშა მესხის დის პირველი კომენტარი გავრცელებულ ვიდეოზე

"მე დღეს მიშა მესხი ვარ!!!" - რას წერენ "ფეისბუქზე" ცნობილი სახეები მსახიობზე გავრცელებული ვიდეოს შესახებ
Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE MicrosoftInternetExplorer4

მსახიობი თვლის, რომ ნარკომანია დაავადებაა და მთავრობამ ნარკოდამოკიდებულ ხალხს უნდა მიხედოს.

მესხი რამდენიმე დღის წინ გავრცელებულ სკანდალურ ვიდეოსაც ეხმაურება და მაყურებელს ბოდიშს უხდის. როგორც

მსახიობი იხსენებს ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ ადამიანების შერცხვა, ვინც მას როგორც მსახიობს გულშემატკივრობენ.

"ვიდეოს ნახვის შემდეგ ძალიან დავითრგუნე. ტელეფონი გამოვრთე. ყველაზე მეტად ოჯახის წევრების და იმ მოზარდების შემრცხვა, რომლებსაც ძალიან ვუყვარვარ და მბაძავენ. მე მათ ბოდიშს მოვუხდი. ვურჩევდი, ჯანმრთელი ცხოვრებით იცხოვრონ. მეც ჯანმრთელი ცხოვრებით ვცხოვრობდი, შემდეგ... რაღაც პრობლემებია ცხოვრებაში... ცხოვრებაში რამდენიმე პრინციპია, რომელიც არასოდეს არ დამირღვევია. ვეცდები ესეც იმ პრინციპებში შევიყვანო, რაც არასოდეს დამირღვევია. აქამდეც ბევრჯერ მიცდია თავის დანებება... თუმცა ძალიან ცუდია სააფთიაქო ნარკომანია. 2 მანეთად რომ რაღაცას იშოვი და ესაა პრობლემა, თორემ წამალთან დამოკიდებულება აღარ მაქვს. ტაბლეტებთან დამოკიდებულებაში მაქვს პრობლემა", - აცხადებს მსახიობი.

მესხი იმ ადამიანებსაც მიმართავს ვინც მას აკრიტიკებდნენ. როგორც მსახიობი ამბობს, მას ისეთი არაფერი გაუკეთებია, რომ ქვეყანა შეერცხვინა.

"მორფინისტი ავადმყოფია. ამის აღიარება არავის უნდა, მაგრამ ავადმყოფები ვართ. არავიზე ნაკლები ბიჭი არ ვარ არც მე და არც ასი ათასობით ბიჭი, მაგრამ ჩვენ ვართ მისახედები მთავრობის მხრიდან... ვიღაცეებმა დაწერეს ჩემზე, რომ ქვეყანას არცხვენსო... შე დედა მოტყ...ლო პრეზიდენტად ამირჩიე, თუ ელჩად? უკრაინაში რაღაც მომივიდა, ქვეყანას რატომ ვარცხვენ? ჩემი ტრ..ით გამიკეთებია რაც გამიკეთებია... ბოლოს, მივმართავ ახალ თაობას, მოზარდებს, მე ძალიან ვწვალობ მთელი ცხოვრება. გირჩევთ ჩემსავით არ იწვალოთ. ", - აცხადებს მესხი.

მიშა მესხი სარეაბილიტაციო ცენტრში მკურნალობის კურსს გადის, რომელსაც დაახლოებით 10 დღის განმავლობაში დაასრულებს. ამის შემდეგ მსახიობი აპირებს, რომ კამპანიაში ჩაერთოს, რომელიც სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ იქნება მიმართული.

ტეგები:
18:03 / 15-02-2016
მიშას!!!
0
მიშა!!!მიუხედავად იმისა რომ,უზრდელებს და უზრდელობას ვერ ვიტან,ახლა მომეწონა შენი პასუხი!!!თუ სალაპარაკო მიეცათ და ვინმე ამოიჩემს,მოკლედ არ დაისვენებენ და თვეობით ცხოვრობენ სხვა ადამიანის ცხოვრების ქექვით,როგორც ჟურნალისტების უმრავლესობა,ისე კრიტიკოსები და ხალხიც!მიშა,ძალიან მაგარი მსახიობი ხარ და მაგარი ადამიანიც,თუ ნარკოტიკს თავს დაანებებ ხომ საერთოდ მაგარზე-მაგარი კაცი იქნები!!!მინდა რომ იყო კარგად და კიდევ ბევრ ფილმში ითამაშო მაღალ-პროფესიონალურ დონეზე,რომელიც შენ ნამდვილად გამოგდის!!!ისე,შენს პასუხზე მაგრად,ძალიან მაგრად ვიცინე!!!მაპატიოს საზოგადოებამ!!!
11:20 / 12-02-2016
baba
0
სამარცხვინო კაცი ხარ
მსგავსი სიახლეები
"პატრიოტი კაცი ვარ და თამარ გვერდწითელის "საქართველოს" რომ მღერის, ყველაზე მეტად მიყვარს"
''უკრაინის კადრები გავრცელდა, მაგრამ მას შემდეგ ჩემი ცხოვრება შეიცვალა"
წყვილმა 2010 წელს ბათუმში ყველასგან მალულად დაიწერა ჯვარი
"მიხეილ სააკაშვილს მთელი საქართველო ჰყავდა "დავერბოვკებული"
"სექსი არ მქონია კაცთან, ცხოველთან და თუ ქალთან გავიარე, ამის გამო ვერავინ დამაჯარიმებს და დამიჭერს"
"დისტანცია მეჭირა ყოველთვის ეგეთებთან, მაშინაც კი, როცა თავად ვცოდავდი მაგ სფეროში"
+VIDEO: მიშა მესხი სააფთიაქო ნარკომანიის წინააღმდეგ კამპანიაში ჩაერთვას აპირებს
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
11:02 / 18-08-2017  Image კატალონიის პოლიციამ ბარსელონასა და კამბრილსში მომხდარ ტერაქტებში ეჭვმიტანილი მესამე პირი დააკავა
აღნიშნულ ტერაქტზე პასუხისმგებლობა ტერორისტულმა დაჯგუფებამ „ისლამური სახელმწიფო“ აიღო
11:21 / 18-08-2017  Image როდის დაიწყება სწავლა და რა საჩუქრები დახვდებათ სკოლის მოსწავლეებს ახალ სასწავლო წელს
ახალ სასწავლო წელს სკოლებში უფასო სახელმძღვანელოების 60% ახალი, 40% კი მეორადი იქნება
11:38 / 18-08-2017  Image გიორგი სიგუა - 400 000 ევროა ჩვენი უცხოელი პარტნიორების მიმართ დავალიანება და 100-150 ათასი საქართველოში არსებული ვალი
”დავალიანება ეს არის სამოქალაქო საკითხი და არა კრიმინალი"
22:16 / 17-08-2017  Image ბარსელონაში მომხდარ ტერაქტს ქართველი ფეხბურთელის მეუღლე შეესწრო - "ახლაც შოკში ვარ... შემთხვევის ადგილიდან 100 მეტრში ვიდექი"
"უცებ ატყდა ხმაური, გარეთ რომ გავედით, პანიკა იყო..."
16:03 / 17-08-2017  Image ბაჩო და დათა ახალაიების დედა, ნანი გაბედავა გარდაიცვალა
ნანი გაბედავა 61 წლის იყო
პოპულარული კომენტარები
დღის ვიდეო
PALITRATV.GE
You must have Flash Player installed in order to see this player.
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49