ინტერნეტკონფერენცია
ვერ მოიძებნა
კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
11:34 / 15-03-2016
"მოქალაქემ ძაღლი აუშვა და ექიმები დააჭმევინა" - 112-ისა და სასწრაფოს პასუხი ბრალდებებზე და დაგვიანების რეალური მიზეზები
დაგვიანებული სასწრაფო საქართველოში არახალია. რა არის ამის მიზეზი - საცობები ქალაქში, ბრიგადების სიმცირე თუ ისეთი გამოძახებების სიმრავლე, "რომლებზეც სასწრაფო არ უნდა დადიოდეს", ამაზე პასუხი არ არსებობს. რეალობა კი ასეთია - მძიმე მდგომარეობაში მყოფ პაციენტსა და მის ახლობლებს, ხშირად რამდენიმე საათიც უწევთ სასწრაფო დახმარების ლოდინი.

რამდენიმე დღის წინ მკითხველს დავპირდით, რომ სასწრაფოს დაგვიანების ფაქტების გამომწვევ მიზეზებზე სტატიას მოვამზადებდით, მოვისმენდით ყველა მხარის პოზიციას იმაზე, თუ რა აფერხებს მისამართზე ამ სამსახურის დროულ მისვლას. საკითხში გასარკვევად ვეწვიეთ თბილისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრს და მისი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელ გიორგი ბუთხუზს:

"ჩვენთან სასწრაფო სამედიცინო დახმარება თავისი სფეციპიკით არ მუშაობს, ამასთან, მისი დანიშნულებაც არასწორადაა საზოგადოებაში აღქმული. სამწუხაროდ, გარკვეულმა პრობლემებმა, რაც წლების მანძილზე გროვდებოდა, თუნდაც იმან, რომ პოლიკლინიკური სექტორი ერთი პერიოდი გასხვისდა, პირველადი ჯანდაცვის რგოლი დაასუსტა. კიდევ სხვა მსგავსმა ფაქტორმა იმოქმედა და ზედმეტი ფუნქციები დაგვაკისრა. ამიტომ ჩვენ როგორც სასწრაფო ისე კი არ ვმოქმედებთ, არამედ როგორც ამბულატორია ბორბლებზე"

- რას გულისხმობთ?
- იმას, რომ დავდივართ აბსოლუტურად ყველა გამოძახებაზე - ეს იქნება წნევის გაზომვა, ნერვული გაღიზიანება, დაგვინახავენ და მშვიდდებიან... ამის გამო ბევრ ისეთ შემთხვევაზე გვიწევს გასვლა, რაზეც არ უნდა დავდიოდეთ. შესაბამისად, დღე-ღამეში თითოეულ ბრიგადაზე 24 საათში 25-27 გამოძახება მოდის. პიკის პერიოდებში 30-ც კი. აქედან გამომდინარე, გვაქვს ამ ყველაფრის სტატისტიკა და გამოძახებების 40%-ია მხოლოდ ჩვენი საუწყებო, დანარჩენი არასასწრაფო გამოძახებაა.

მოგეხსენებათ, ევროპისკენ მივიღწით, საზღვარგარეთ ამ სამსახურის მუშაობა სპეციალური პროტოკოლებით არის დარეგულირებული. მაგალითისთვის გეტყვით, ევროპის 40 ქვეყანაში მოქმედებს ერთი და იგივე სახის პროტოკოლი, რომლის მიხედვითაც, უშუალოდ სასწრაფოს გამოძახება 5-6 (ქვეყნებს გააჩნია) მოტივით ხდება. როგორიც არის: ავარია, ღია სისხლდენა, გულის შეტევა, ა.შ. მხოლოდ მწვავე მოტივები, დანარჩენზე - სასწრაფო არ გადის, თუ გადის, პირდაპირ აფრთხილებენ, ვთქვათ, - სასწრაფო მოვა 6 საათში, გაწყობთ?

- დავუბრუნდეთ ჩვენი სასწრაფოს მუშაობას. თუკი ასე ხანგრძლივდება ბრიგადების ადგილებზე მისვლა, დაამატეთ ბრიგადები.
- ეს მოთხოვნა სულ გაისმის. ასე გიპასუხებთ, როდესაც თბილისს საერთოდ არ ჰყავდა მანქანები (ბოლო განახლება წინა ხელისუფლების დროს 2007 წელს მოხდა), არ იყო წამალი, როცა იცოდნენ, მაინც არ მივიდოდა ბრიგადა, არც იძახებდნენ. ჩვენ პირობებში მოხდა ექიმების გადამზადება, შემოსვა - შესაბამისად, მუშაობისა და მომსახურების ხარისხის გაზარდაც. ამ ხარისხზე მოთხოვნილებაც გაიზარდა, მანქანებიც დავამატეთ - იყო 80 და გახდა 94. გამოძახებებმა კიდევ მოიმატა. თითო კორპუსთან თითო მანქანა რომ დავაყენოთ, მაინც არ უშველის! წლების განმავლობაში მიუხედავი იყო ეს სისტემა, ერთი წელია, რაც აქტიურად დავიწყეთ ამ მიმართულებით მუშაობა. დღე-ღამის განმავლობაში ადრე 1200-1300 გამოძახება სრულდებოდა, ახლა 2400-2600-მდეა, - გაორმაგდა. მანქანებიც ნელ-ნელა დავამატთ, მაგრამ ისიც დავასკვენით, რომ რამდენიც დავამატეთ, მით უარესი სიტუაცია შეიქმნა. გამოძახება მატულობს.

ევროპული სტანდარტების მიხედვით, უფრო მეტი მანქანა გვყავს, ვიდრე ამ ქალაქს ესაჭიროება. ის გაიდლაინები და პროტოკოლები, რომელზეც მოგახსენეთ, თვითონ ფილტრავს და
You must have Flash Player installed in order to see this player.
გეუბნება, ამ გამოძახებაზე წადი, ამაზე - არა.

- რატომ არ სარგებლობთ ამ გაიდლაიენებით, ისინი ხომ მინიმუმამდე დაიყვანდა პრობლემებს და ბევრ რამეს დაარეგულირებდა?
- ვცადეთ ეს გაიდლაინები დაგვეწერა საქართველოში, მაგრამ სამწუხაროდ, აქ შესაბამისი სპეციალისტები არ არიან, რომლებიც ამას გააკეთებდნენ. ევროპაში სასწრაფო 70-იანი წლებიდან შევიდა აქტიურ ფაზაში და ეს სისტემა კიდევ ვითარდება. მაგალითად, გერმანია ხომ განვითარებული ქვეყანაა? მაგრამ ეს გაიდლაინები არ დაწერა, იყიდა. მოკლედ, დაკვირვებებისა და კვლევის შედეგად, იმ დასკვნამდე მივედით, რომ ჩვენც ვიყიდოთ. ეს საკითხი ყველა დონეზეა წამოწეული, პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტიც ამის მომხრეა. მოკლედ, როგორც კი მოხდება ამ გაიდლაინების შეძენა, მერე იმ სტანდარტებით ვიმოქმედებთ, რა სტანდარტებითაც მოქმედებს ევროპა და სასწრაფოც რეალურად შეასრულებს თავის ფუნქციას.

ბევრისგან მსმენია, თუ სასწრაფო არ მიიყვანს საავადმყოფოში პაციენტს, შესაძლოა, სხვა შემთხვევაში, პაციენტის ჰოსპიტალიზაცია არ მოხდეს, არ მიხედოს საავადმყოფომ და არ იმოქმედოს რომელიმე პროგრამამ. ყველასთვის გახსნილია საავადმყოფოს კარი და მოქალაქისთვის ყველა პროგრამა მოქმედებს, მიუხედავად იმისა, ის თვითდინებით არის იქ მისული, თუ სასწრაფოთი შეყვანილი.

- თუკი იმ კონკრეტულ სიტუაციაში არ მაქვს ამის საშუალება და ამას ვერ ვახერხებ, ელემეტარულად ტაქსის ფულიც არ მაქვს...
- ისევ დავუბრუნდები იმ გაიდლაინებს, რომელიც ჩვენთან არ არსებობს, იმის მიხედვით, პაციენტის მდგომარეობა თუ არ არის გადაუდებელი შემთხვევა და გადაუდებელ დახმარებას არ მოითხოვს, მაპატიეთ, უხეში ნათქვამისთვის, მაგრამ სახელმწიფოს არ აინტერესებს, ფული გაქვთ თუ არა. თუ არ აკმაყოფილებთ იმ სტანდარტს, რომ ბრიგადამ გადაგიყვანოთ, თქვენი ნებაა, შეგიძლიათ ფეხითაც მიხვიდეთ ჰოსპიტალში. თუ გადაუდებელი შემთხვევაა, სასწრაფო მოვა და წაგიყვანთ.

- საბოლოოდ, როდის მოხდება ამ წესების დანერგვა?
- ჩვენ ამ რგოლის ქვედა ნაწილი ვართ, რომელიც ინიციატივებს აწვდის ზემოთ. საკითხი ყველა დონეზეა განხილვისთვის დაყენებული, დანარჩენი, ნამდვილად არ ვიცი, ამ ყველაფრის შეჯამება და შესყიდვა როდის მოხდება. მერე შესყიდვიდან საბოლოოდ დანერგვამდე ერთი წელი კიდევ უნდა.

- მუშაობაში ხელს კიდევ რა გიშლით?
- საზოგადოების ჩვენდამი დამოკიდებულება. რეკავენ არაადეკვატურად, ლანძღვითა და გინებით. მართალია ზარები 112-ში შედის, მაგრამ ზარებზე წვდომა ჩვენც გვაქვს და მოსმენა შეგვიძლია... გადის სასწრაფო პაციენტთან და მძღოლები გზას არ უთმობენ, ამასთან დაკავშირებით საგანმანათლებლო კამპანიებს ვიწყებთ. ერთ-ერთი ჩვენი მძღოლი, იმის გამო რომ სირენა ჩართო, გზაში მძღოლებმა საშინელ დღეში ჩააგდეს. რატომ ჩართეო - შეუტიეს. არის ფაქტები, როცა ადგილზე მისულ ექიმებს აგინებენ, რამდენიმე შემთხვევა იყო, რომ სცემეს, ამიტომ კრიმინალური პოლიცია და საპატრულოც გვეხმარება. ხშირია იარაღით მუქარის ფაქტიც, ერთ-ერთმა მოქალაქემ მეცხვარე ძაღლიც კი აუშვა და დააჭმევინა ჩვენი ექიმები. ეს ნეგატივი საზოგადოებაში არსებობს და ეს არის ფაქტი!

- თბილისის რაიონებს რის მიხედვით ესაზღვრებათ ბრიგადების რაოდენობა?

- მოსახლეობის რაოდენობის მიხედვით, ანუ მოსახლეობის სიმჭიდროვიდან გამოდინარე. ეს ცვალებადი პროცესია და ჩვენც ვყვებით მოსახლეობის ამ დინამიკას.

მაკა გვარამია
, სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ცენტრის დირექტორის მოადგილე: "ვართ ყველანი ჩართულები და მობილიზებულები, მათ შორის ჯანდაცვის სამინისტროც, ცდილობს, გაიდლაინების შეძენამდე რაღაც პროტოკოლები დაწეროს, რომ ცოტა ხანს იმით ვისარგებლოთ. ხომ გეუბნებით, ამ თემებით ყველა რგოლი მაქსიმალურად არის დაინტერესებული. ვინაიდან პრობლემა ნაპოვნია, ახლა მასზე მიმდინარეობს უკვე მუშაობა.

- იქნებ ბრიგადები მართლაც დაემატოს?
- რაც საერთაშორისო გათვლებით ამ ქალაქისთვის არის საჭირო, იმაზე ბევრად მეტი მანქანით ვმუშაობთ (25-ით მეტია), ვიდრე ამ ქალაქისთვის არის აუცილებელი. იმ მოტივების გამო, რაც უნდა ამის ხარჯი გავზარდოთ, მაინც არ ეყოფა. აქ მთავარია კონცეფციის შეცვლა.

- ერთ-ერთმა სასწრაფოს ექიმმა ჩემს ფეისბუქ სტატუსზე, რომელიც სასწრაფოს დაგვიანების ფაქტს მივუძღვენი, კომენტარების ავტორებს, რომლებიც ექიმების დაბალ კვალიფიკაციაზე საუბრობდნენ, უცენზურო სიტყვებით მიმართა. რამდენად სწორია ეს? იმავეს თქმა შეურაცხყოფის მიყენების გარეშეც შეეძლო.

მაკა გვარამია:

- მისი შეურაცხყოფა კონკრეტულად თქვენ მიმართ არ იყო გამოთქმული, ის ადამიანების იმ კომენტარებზე გაღიზიანდა, რომლებიც მართლა შეურაცხყოფდა ექიმების კომპეტენციასა და კვალიფიკაციას. ძნელია, როცა 24 საათის განმავლობაში, სამ დღეში ერთხელ მორიგეობ და უამრავ ადამიანს ემსახურები, ვინ იცის, კიდევ რამდენი გყავს გადარჩენილი და ადამიანები შეურაცხყოფას გაყენებენ. დამეთანხმებით, ნერვები მათაც აქვთ. ჩვენ არანაირი შეურცხმყოფელი ტონის მომხრე არ ვართ, მაგრამ თუ საზოგადოება ჩვენ მიმართ ლოიალური იქნება, ეს პრობლემას მხოლოდ დაეხმარება. ჩვენი ექიმები, ნამდვილი გმირები არიან! საკუთარი სიცოცხლის ფასად რისკავენ, მათი შრომა შეუფასებელია, ასევე ანაზღაურებაც. ცალსახად ვიტყვით, რომ ჩვენთვის ექიმის შეურაცხყოფა მიუღებელია!

სასწრაფოს დაგვიანების შემთხვევებზე თავის მოსაზრებას 112-ის ოპერატიული მართვის სამსახურის უფროსი, ოთარ ტატალაშვილი გვიზიარებს:

- ზოგადი სურათი რომ დავინახოთ, აუცილებელია დავინახოთ რა მოთხოვნასთან გვაქვს საქმე. სასწრაფო სამედიცინო გამოძახების რაოდენობა თბილისში დაახლოებით, 3.000-მდე ზარია. ეს ზარები დღის განმავლობაში თანაბრად არ არის გადანაწილებული, ზარების პიკი საღამოს იწყება და გამოძახების დიდი პროცენტი სწორედ საღამო საათებზე მოდის. სასწრაფოს ისეთ სიტუაციებშიც იძახებენ, როცა საერთოდ არ სჭირდებათ. ასეთი ზარები პიკის საათებში ამ სამსახურზე მოთხოვნას ზრდის. რიგითობას დიდ მნიშვნელობას არ ვანიჭებთ, გასვლა იმის მიხედვით ხდება, ვის რა უჭირს.

- მაგალითად?
- შეიძლება ვიღაცას ჩემზე ნაკლებად უჭირდეს, მაგრამ უფრო ადრე ჰქონდეს დარეკილი, სასწრაფო ჯერ ჩემთან მოვა, რადგანაც მე გადაუდებელი დახმარება მჭირდება. ვცდილობთ, ჩვენს ხელთ არსებული რესურსი სწორად გამოვიყენოთ და ამიტომაც იგზავნება ბრიგადები პრიორიტეტების მიხედვით. აღნიშნეთ, რომ ყოფილა შემთხვევა, როცა სასწრაფოს 6 საათიც დაუგვიანიაო, შესაძლოა ასეც მოხდეს, თუმცა ასეთი ფაქტები მაინც ძალიან იშვიათია. არის ზარები, როცა ერთი და იგივე ადამიანი დღეში რამდენჯერმე რეკავს. ჩვენ მათ "ქრონიკებს" ვეძახით, მაგრამ უფლება არ გვაქვს, არ გავიდეთ.

- ამ სიტუაციიდან გამოსავალი რა არის?
- პირველადმა ჯანდაცვამ ნელ-ნელა წინა პლანზე წამოიწია, რაც კიდევ უნდა გაძლიერდეს. ამასთან, ადამიანებს თავიანთი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სრული ინფორმაცია უნდა ჰქონდეთ. როდესაც არ აქვთ ინფორმაცია, გახდებიან თუ არა ცუდად, 112-ში რეკავენ. როცა იციან, რა აწუხებთ, გამოკვლეულები არიან, იღებენ შესაბამის წამალს, კომუნიკაცია აქვთ ოჯახის ექიმთან, ისიც იციან, თავს როგორ უნდა უშველონ. სხვა შემთხვევაში, იძახებენ ბრიგადას, რომელიც იდეაში ჰოსპიტალიზაციისთვის არის გათვალისწინებული. ასეთი სიტუაციები იწვევს სასწრაფოს დაგვიანებას...

- ამ პრიორიტეტების დადგენა-განსაზვრისას, ხომ შეიძლება რაიმე სერიოზული შემთხვევა გამოგვეპაროს და სასწრაფოს მისვლა დაგვიანდეს?
- ასეთი ფაქტი, საბედნიეროდ, არ ყოფილა. ჩვენთან ძალიან ყურადღებით არიან, ადამიანი სპეციალურად ზის და უყურებს ქეისებს, თითოეული ზეპირად იცის და თითქმის შეუძლებელია, რაიმე გამოეპაროს, გამორიცხულია. სწორედ იმისთვის მუშაობენ, რომ არ გამოეპაროთ. ერთადერთი საფრთხე ის არის, რომ ინიციატორმა არასწორად მოგვაწოდოს ინფორმაცია.

- სანამ პროტოკოლები სრულყოფილ სახეს მიიღებს და მომსახურების სხვა სისტემა შეიქმნება, როგორ შეიძლება მინიმუმზე დავიდეს არამიზნობრივი ზარები?

- მოთხოვნის შემცირებაა აუცილებელი და საზოგადოებასთან მუშაობა.

ლალი ფაცია
AMBEBI.GE
17:42 / 01-04-2016
გრიპის ეპიდემიამ დაგვანახა რა აუცილებელია სასწრაფოსა და საოჯახო მედიცინის ცენტრების ერთობლივი მუშაობა .პროტოკოლების დანერგვა სასწრაფო დააუცილებელია. არ შეგვიძლია დაწერა ? ვიყიდოთ ,ოღონდ მოვარგოთ საქართველოს მოსახლეობის საჭიროებას.მ ოწვეულ ექსპერტებში ,რომ ვდებთ ამხელა თანხებს ,სადაც ძალიან გვიჭირს იქ გამოვიყენოთ. სამედიცინო ცენტრები განტვირთავს სასწრაფოს დღის საათებში და რაც მთავარია გზა დაუთმოთ სასწრაფოს ან "ევროპელებო" რომ მოგწონთ რომი, პარიზი ,ამსტერდამი...იქ სხვათაშორის სასწრაფოსთვის და სპეც ტრანსპორტისთვის გამოყოპილია ზოლი .თუ გადახვედი "ჯარიმაა!!!".მოკლედ დიდი პრობლემაა გადასაწყვეტი:სათხილამურო ტრასებზე დააყენეს პატრული ,როცა "ურემი გადაბრუნდა".ეხლაც "ურემი გადაბრუნდა" ხალხო!!! გადაბრუნდა"
ნინო
18:29 / 17-03-2016
Visac sascrapos eqimebis ar scams,sascraposac nu daelodebian 6 saati.Limitis dacesebaa sachiro.
Lali
მსგავსი სიახლეები
მაშველთა ჯგუფის დახმარება მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში გახდა აუცილებელი
მშენებლობა ადგილობრივი ბიუჯეტიდან ფინანსდება
კანონის გვერდის ავლით, კონკრეტულ დამკრძალავ ბიუროებს ნაცნობობით აგებინებენ გარდაცვალების შესახებ
"მინდა შევეხო სასწრაფო დახმარების მუშაობის არაპროფესიონალიზმს, არაკომპეტენტურობასა და გულგრილ მიდგომას"
+VIDEO| კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა საქართველოში H1N1 ვირუსით
AMBEBI.GE-სთან საუბრისას, 112-ის ცვლის უფროსი თამარ პაჭკორია ამბობს, რომ ...
"ქალი აცხადებს, რომ, სავარაუდოდ, ვეფხვი 08:00 საათზე დაინახა"
დადგენილია პირი, რომელიც აღიარებს ჩადენილ დანაშაულს
თბილისის შორ უბნებზე გაკეთდება დამატებით ქვესადგურები.
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
00:59 / 30-09-2016  Image ფონიჭალაში დაჭრილი 15 წლის მოზარდი გარდაიცვალა
მოზარდის გარდაცვალების ფაქტს შსს-ში ადასტურებენ
19:24 / 29-09-2016  Image "ხშირად მომიწევს ორ ქვეყანას შორის ფრენა" - ვინ არის გოგო, ვისთანაც უკრაინაში მყოფი გიორგი ნაზღაიძე ყველაზე მეტ დროს ატარებს
"აქ უკვე მეორე ვიზიტით ვიმყოფები რა დროით, ეს არ ვიცი"
09:47 / 29-09-2016  Image სად შეიძენთ iPhone 7-ს საუკეთესო ფასად?
სექტებრის დასაწყისში, უკვე ტრადიციულად Apple-მა განახლებული აიფონი წარმოგვიდგინა
14:58 / 29-09-2016  Image იაპონიას დამანგრეველი მიწისძვრები ემუქრება - მთავრობა შემაშფოთებელ ვიდეო-სიმულაციას ავრცელებს
+VIDEO წინასწარი შეფასებით, დაინგრევა 610 000 შენობა
20:07 / 29-09-2016  Image "ნეტა ასე ძლიერად არ მყვარებოდა" - ცნობილი ჟურნალისტის ემოციური სიტყვები გარდაცვლილ დედამთილს
"დღეს იყო, რომ თამრიკო საავადმყოფოში გადავიყვანეთ. ხვალ გარდაიცვალა"
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49