„ბევრჯერ გაიხსენებთ ამ ამბავს“ - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ

„ბევრჯერ გაიხსენებთ ამ ამბავს“ - შალვა რამიშვილის პირველი კომენტარი „იმედიდან“ წამოსვლის შემდეგ

სულ ცოტა ხნის ცნობილი გახდა, რომ შალვა რამიშვილმა ტელეკომპანია "იმედთან" თანამშრომლობა შეწყვიტა. ამის შესახებ რამიშვილმა სოციალურ ქსელში თავად დაწერა. რა გახდა შალვა რამიშვილის და ტელეიმედის თანამშრომლობის შეწყვეტის მიზეზი, ამის გასარკვევად ამბები.გე რამიშვილს დაუკავშირდა.

- ჩემს შპს-ს გაფორმებული აქვს ხელშეკრულება "ტელეიმედთან", დღეს მივიღეთ შეტყობინება, რომ 5 აპრილიდან ტელეკომპანია წყვეტს ჩვენთან თანამშრომლობას, რაც ნიშნავს, რომ მე აღარ წავიყვან გადაცემას თეონა გეგელიასთან ერთად. ეთერში არ გავა არც "ილო ბეროშვილის შოუ" და არც "ერთხელ საქართველოში". რა გახდა ამის მიზეზი ეს წერილში ახსნილი არ არის. ვთხოვ ტელეკომპანიას გააკეთოს განცხადება და აგვიხსნას რა გახდა 50 კაცის სამსახურიდან გათავისუფლების და ამდენი გადაცემის გაჩერების მიზეზი.

- მოულოდნელი იყო ეს თქვენთვის?

- რაღაც ვარაუდები შესაძლოა მქონდეს, მაგრამ ახლა თავს შევიკავებ ამაზე საუბრისგან. როცა "იმედის" ოფიციალური პოზიცია გახდება ცნობილი შემდეგ ვისაუბრებ ყველაფერზე. მე ვცადე გიორგი ბახტაძესთან დაკავშირება, მაგრამ ვერ დავუკავშირდი. დარწმუნებული ვარ ბევრჯერ გაიხსენებთ ამ ამბავს.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: "იმედთან" ჩემი საქმიანი ურთიერთობა დასრულდა!" - შალვა რამიშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია