ვინ არის ბიჭი, რომლის ინიციატივით შორენა ბეგაშვილისა და პატრიარქის შეხვედრა შედგა

ვინ არის ბიჭი, რომლის ინიციატივით შორენა ბეგაშვილისა და პატრიარქის შეხვედრა შედგა

თემ ტურაშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში სულ ცოტა ხნის წინ გამოჩნდა. 21 წლის ბიჭმა საზოგადოების ყურადღება თამამი ფოტოებით მიიქცია. რამდენიმე დღის წინ კი, საპატრიარქოში შორენა ბეგაშვილთან ერთად გამოჩნდა. ცნობილ ქართველ მსახიობთან შეხვედრა საპატრიარქოში სწორედ მისი მეშვეობით დაიგეგმა. Ambebi.ge თემო ტურაშვილს ესაუბრა.

- თემ, გვიამბეთ თქვენს შესახებ...

- 19 წლის ვარ, სკოლის სკოლის დამთავრების შემდეგ მონასტერში წავედი საცხოვრებლად. თავდაპირველად პატრიარქთან ვმსახურობდი, შემდეგ სხვადასხვა ეკლესიაში ვცხოვრობდი ბერებთან ერთად, ბოლოს სამებაში დავბრუნდი, სადაც პატრიარქის სტიქაროსანი ვიყავი. გადაწყვეტილი მქონდა ბერად აღკვეცა, მაგრამ მოულოდნელად დავბრუნდი საერო ცხოვრებაში.

- რატომ გადაწყვიტე ბერად აღკვეცა თინეიჯერობის ასაკში?

- არ მსურს ამ თემაზე საუბარი. უბრალოდ ვიტყვი იმას, რომ ოჯახში მქონდა გარკვეული პრობლემები. ამიტომაც წავედი მონასტერში, შემდეგ კი უცებ მოხდა რაღაც ცვლილება და გადავწყვიტე უარი მეთქვა იმ ყველაფერზე. დავბრუნდი საერო ცხოვრებაში, გადავიღე თამამი ფოტოები, გავშიშვლდი და ასე შემოვედი შოუ-ბიზნესში. უნდა ავღნიშნო, რომ ჩემს ამ ნაბიჯს არასწორი ინტერპრეტაცია მისცეს.

- პატრიარქმა და ბერებმა რა გითხრეს, როცა შენი შიშველი ფოტოები ნახეს?

- პატრიარქთან რამდენიმე დღის წინ ვიყავი, დღემდე მაქვს კონტაქტი ბერებთან, არანაირი კრიტიკა ამის გამო მათგან არ ყოფილა. სხვები მეუბნებიან რომ გაბრაზებულები არიან, მაგრამ პირადად არავის უთქვამს. უკვე ჩაიარა ხალხის აგრესიამ და მყარად მაქვს გადაწყვეტილი შოუ-ბიზნესში გავაგრძელო საქმიანობა. მსახიობობა მინდა, მივიღე რამდენიმე კასტინგზე მონაწილეობა, ასევე ახალი ფოტოები გადავიღე.

- ცნობილია, რომ რამდენიმე დღის წინ შორენა ბეგაშვილი და პატრიარქი შენი ინიციატივით შეხვდნენ, რაზე ისაუბრეს?

- მე ვიყავი ამ შეხვედრის ინიციატორი, მე ვუთხარი პატრიარქს და მან დაიბარა შორენა, მაგრამ არ მინდა ამაზე საუბარი, რადგან მხოლოდ მე არ მეხება. მე და შორენა ერთად მივედით საპატრიარქოში და ერთად წამოვედით. უბრალოდ, მე რომ გამოვედი შორენა ცოტა ხნით დარჩა პატრიარქთან.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: პატრიარქმა შორენა ბეგაშვილი საპატრიარქოში მიიღო

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია