"აუდიტორია 115" მე-6 კორპუსის ბლოკირებას აგრძელებს - რას ელოდებიან პრემიერისგან სტუდენტები

 "აუდიტორია 115" მე-6 კორპუსის ბლოკირებას აგრძელებს - რას ელოდებიან პრემიერისგან სტუდენტები

"აუდიტორია 115" მე-6 კორპუსს მაშინ დატოვებს, როცა პრემიერ-მინისტრი ოფიციალურ, წერილობით განცხადებას გაავრცელებს, სადაც პრემიერი მათი მოთხოვნების მხარდაჭერას დაადასტურებს. როგორც სტუდენტებმა დღეს საღამოს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, მანამდე ისინი თსუ-ის მეექვსე კორპუსის ბლოკირებას განაგრძობენ.

"გავაცანით ჩვენი მოთხოვნები პრემიერ-მინისტრს. ის ჩვენს ყველა მოთხოვნას დაეთანხმა და მზაობა გამოთქვა "აუდიტორია 115"-თან თანამშრომლობისთვის. მან დადო პირობა, რომ შეიქმნება სამუშაო ჯგუფი და მთავრობა აქტიურად იმუშავებს ამ საკითხებზე. "აუდიტორია 115" მე-6 კორპუსს დატოვებს მას შემდეგ, რაც ოფიციალურ განცხადებას გააკეთებს პრემიერ-მინისტრი ამ საკითხებთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს მოლოდინი, რომ რადგან შეთანხმება შედგა, არაფერი უდგას წინ ღიად გაცხადდეს პრემიერ-მინისტრის მხრიდან მისი პოზიცია", - აღნიშნეს სტუდენტებმა.

მათივე განცხადებით, აქვთ ინფორმაცია, რომ პრემიერ-მინისტრის აპარატი ასეთი შინაარსის განცხადების გავრცელებას დღის ბოლომდე აპირებს.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს" - პრემიერმა "აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია