"ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვით ველაპარაკო?!" - პრემიერი სტუდენტებთან

"ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვით ველაპარაკო?!" - პრემიერი სტუდენტებთან

პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს დაახლოებით დღის 14:00 საათზე მივიდა. კვირიკაშვილი ჯერ მე-6 კორპუსთან იმყოფებოდა, რომელიც სტუდენტებს აქვთ დაკავებული და მისი კარები მერხებითა და სხვადასხვა ნივთებით აქვთ აჭედილი. ამის გამო პრემიერმა მეექვსე კორპუსში შესვლა ვერ მოახერხა, რის შემდეგ პირველ კორპუსში გადავიდა. პრემიერი თსუ-ში დაცვის ორი თანამშრომლით და პრესსამსახურის გარეშე, მოულოდნელად მივიდა. შეკითხვაზე, სტუდენტებთან სასაუბროდ დაცვის გარეშე რატომ შედიოდა, კვირიკაშვილმა უპასუხა: "ჩემი შვილებისხელები არიან და დაცვით ველაპარაკო?!".

უნივერსიტეტის პირველი კორპუსის 115-ე აუდიტორიაში პრემიერ-მინისტრი სტუდენტებს გაესაუბრა. კვირიკაშვილსა და სტუდენტებს შორის შეხვედრა დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

იხილეთ ვიდეო

წაიკითხეთ: "შევთანხმდით, რომ თვითმმართველობა იმ მახინჯი სახით არ უნდა არსებობდეს" - პრემიერმა "აუდიტორია 115"-ის წევრებს პროტესტის შეწყვეტა სთხოვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია