"ეს ბიჭი არაბია, ნინის შეყვარებული იყო... ფიქრია მკვლელობის ერთადერთი მოწმეა" - რას ყვებიან დუბაიში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები

"ეს ბიჭი არაბია, ნინის შეყვარებული იყო... ფიქრია მკვლელობის ერთადერთი მოწმეა" - რას ყვებიან დუბაიში გარდაცვლილი გოგონას ახლობლები

რამდენიმე დღის წინ დუბაიში, ერთ-ერთი ავტობუსის გაჩერებასთან 25 წლის ნინი სამანიშვილი გარდაცვლილი იპოვეს. ნინი საქართველოს მოქალაქე იყო. როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები ჟურნალისტებთან საუბარში აცხადებენ, გოგონას ადგილობრივ არაბებთან კამათი მოუვიდა, რაც საბოლოოდ ჩხუბში გადაიზარდა და ტრაგიკულად დასრულდა. გაზეთი "ალია" ნინი სამანიშვილის მეგობარს, კობა ფარტენაძეს ესაუბრა. კობა ფარტენაძის ინფორმაციით, ნინი დუბაიში დიდი ხანია იმყოფება. ის პერიოდულად საქართველოში მშობლებისა და შვილის სანახავად ჩამოდიოდა. დაახლოებით 20 დღის წინ ერთი კვირით ქუთაისში იყო ჩასული. ოჯახს იქიდან არჩენდა.

"როგორც ვიცი, ნინო დუბაიში ფიქრიასთან (გარდაცვლილის მეგობარი) წავიდა. ჩვენ მასზე არანაირი ინფორმაცია არ გვაქვს. მასთან ხშირი კონტაქტი ჰქონდა. ეს "ფეისბუქიდანაც" კარგად ჩანს. ჩვენი ინფორმაციით, რაც შევძელით გაგვეგო, ისაა, რომ ტრაგედიის დღეს ისინი ერთად იყვნენ და კონფლიქტი ფიქრიას მოუვიდა, ნინო კი მას ეხმარებოდა. ასევე გვაქვს ინფორმაცია, როდესაც ნინო საავადმყოფოში გადაიყვანეს, ცოცხალი იყო და შემდეგ გარდაიცვალა. ინფორმაციას ფიქრიას დაკავების შესახებ კი ვერ დავადასტურებ, რადგან ვიცით, რომ ფიქრიამ მძიმე ფიზიკური დაზიანებები მიიღო და საავადმყოფოში იმყოფება.

ნინო ძალიან მხიარული გოგონა იყო, თუმცა საკმაოდ სევდიანიც, ყველაფერი გულთან მიჰქონდა. ნინო საკმაოდ კომუნიკაბელური იყო. მას არც ენობრივი ბარიერი ჰქონდა. უცხოეთში ცხოვრობდა და ბევრად უკეთ გრძნობდა თავს საზღვარგარეთ, ვიდრე საქართველოში. მეუღლეს დაშორდა. ქმართან ურთიერთობა წლებია არ ჰქონია. 6 წლის გოგონა ჰყავდა და მშობლები ზრდიდნენ", - ამბობს კობა ფარტენაძე.

გაზეთი "ალია" გარდაცვლილის მეგობრის, ფიქრია გ-ს დეიდაშვილსაც ესაუბრა. მისი თქმით, მკვლელობა 13 აპრილს, გამთენიისას, დაახლოებით 4-5 საათზე მოხდა.

ნინი და ფიქრია ორივე ქუთაისელები არიან. ნინი დუბაიში უკვე მეორედ, რამდენიმე დღის წინ ჩავიდა. მას იქ ფიქრია დახვდა. ნინი კლუბში მუშაობდა, ფიქრია კი რესტორანში. რესტორანი და კლუბი გვერდიგვერდ არის. ტრაგედიის დილით გოგონები სამსახურის დასრულების შემდეგ შეხვედრაზე წავიდნენ.

"13 აპრილს, გამთენიისას, ფიქრია და ნინო ერთი ბიჭის სანახავად წავიდნენ. ეს ბიჭი არაბია, რომელიც ნინის შეყვარებული იყო. მან ის ჯერ კიდევ მაშინ გაიცნო, როცა ნინი დუბაიში პირველად ჩავიდა. თუმცა, დაშორდნენ. არაბი ეჭვიანი იყო. ნინი დუბაიში მეორედ ჩავიდა. იმ დილით გოგონები ტაქსიში ჩასხდნენ და ერთ-ერთ გაჩერებაზე ტაქსიდან გადმოვიდნენ. ნინი ბიჭთან სალაპარაკოდ მივიდა. რადგან დუბაიში ძალიან ცხელა, გაჩერებაზე კონდიციონერებია დამონტაჟებული. ფიქრია მეორე მხარეს, გაჩერების უკან იდგა. ფიქრიამ დაინახა, რომ ეს ბიჭი მარტო მოვიდა და მარტო წავიდა, ის ნინის ელოდებოდა, მაგრამ არ ჩანდა. ნინი იგვიანებდა. ფიქრია მეორე მხარეს გადავიდა და ნინის ძებნა დაუწყო. ნინი ძირს ეგდო, ნაცემი. გონება დაკარგული ჰქონდა. არ ვიცი, სასწრაფო ვინ გამოიძახა. ფიქრია დაკავებული ჰყავდათ, მაგრამ "კაპეზეზე" ან ციხეში არ არის. ის ყოველ საათნახევარში დაკითხვაზე გაყავთ. იგი მკვლელობის ერთადერთი მოწმეა. ვფიქრობ, სანამ საგამოძიებო მოქმედებები არ დასრულდება, ფიქრიას საქართველოში არ გამოუშვებენ", - აცხადებს ფიქრია გ-ს ნათესავი.

ნინი სამანიშვილის საქართველოში გადმოსვენების ხარჯებს სახელმწიფო დაფარავს. როგორც "ამბები.გე"-ს საგარეო საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენებას საგარეო უწყება უზრუნველყოფს.

დუბაიში გარდაცვლილი ქართველი გოგონას საქართველოში გადმოსვენების თაობაზე დახმარებისთვის ოჯახმა საგარეო საქმეთა სამინისტროს მიმართა.

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ასევე: "არაბმა ხელი კრა, თავი დაარტყა და ვეღარ ამოისუნთქა" - დუბაიში მოკლული ქართველი გოგონას ოჯახი მომხდარის დეტალებზე საუბრობს

"ეს უკიდურესად იშვიათი გართულებაა და რაოდენობრივად ახლოსაც ვერ მოვა კოვიდით გამოწვეულ თრომბოტულ რისკებთან" - ნანა გეგეჭკორი "ასტრაზენეკასთან" დაკავშირებულ EMA-ს განცხადებაზე

კინოთეატრები მუშაობას დღეიდან განაახლებენ

ბიძინა ივანიშვილის რძალი სამხრეთ კორეაში დასთან და შვილთან ერთად მოგზაურობს (ფოტოები)