ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!

 ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია, ანუ რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანიამ?!

"დიდმა პოლიტიკამ" ფლორასა და ფაუნამდეც მიაღწია - ყვავილებისა და ხეების თემა უფრო და უფრო აქტიურად მონაწილეობს შიდაპოლიტიკურ დაპირისპირებაში. პირველ სერიას ერქვა "მცურავი ხე", მეორე სერიას კი "ბოტანიკური გაცვლა-გამოცვლა"...

ხუმრობა იქით იყოს და საზოგადოების გარკვეულმა ნაწილმა კარგად ვერ გაიგო, რა გაცვალეს ერთმანეთში ბოტანიკურმა ბაღმა და ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებულმა კომპანია "ფინსერვის XXI"-მა და რატომ აპროტესტებდნენ ამას "ნაციონალები"(აქციებს ნიკა მელია ხელმძღვანელობდა). მერია შეეცადა განმარტებების გაკეთებას, თუმცა, უკვე ტრადიციულად, ეს გამოუვიდა ბუნდოვნად.

4/4-ზე ანუ ჩემი ნაკვეთი შენსას სჯობია

ყველაფერი დაიწყო იმით, რომ თებერვალში ბოტანიკურმა ბაღმა (მერიის ოფიციალური მიმართვის შემდეგ) "ფინსერვისს" დაუთმო 4 ჰექტარი ფართობი და სანაცვლოდ, ასევე 4 ჰექტარი მიიღო, რომელსაც ეს კომპანია 2007 წლიდან ფლობდა. "ნაციონალებმა" ამ ამბიდან ორი თვის შემდეგ პროტესტის კასკადი მოაწყვეს -არიქა, ბიძინა ივანიშვილმა ბოტანიკური ბაღის ტერიტორია, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მალულად მიითვისაო. მერიის განმარტებით, "ფინსერვისისთვის" გადაცემული ტერიტორია არ იყო მოქცეული იმ ფართობში, რომელსაც თავის დროზე მიენიჭა კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი. ასევე, საინტერესო საკითხია ის, თუ ვინ რა მოიგო ამ გაცვლა-გამოცვლით. მაგალითად, ბოტანიკური ბაღის დირექტორი თამაზ დარჩიძე ამტკიცებს, რომ ბაღმა მოიგო.

თამაზ დარჩიძე, ბოტანიკური ბაღის დირექტორი: "თბილისის მერიამ მოგვმართა თხოვნით, ტერიტორიის მონაცვლეობის საკითხი განგვეხილა, ანუ ვაკე ტერიტორია ჩვენს დაქვემდებარებაში გადმოსულიყო, ბოტანიკური ბაღის ბალანსზე არსებული ერთ-ერთი განაპირა კლდოვანი ბორცვი კი კერძო კომპანიისთვის გადაგვეცა. ჩვენი მოთხოვნა იყო - ტერიტორიის მონაცვლეობას მხოლოდ იმ პირობით დავთანხმდებოდით, თუ ბოტანიკური ბაღის საერთო ფართობი უცვლელი დარჩებოდა. ეს პირობა შესრულდა. რაც მთავარია, ბაღის კოლექციის განვითარებისთვის გაცვლა გამართლებული იყო -გადმოცემულ ტერიტორიას საკმაოდ დიდი პოტენციალი გააჩნია, ის ნაწილი კი, რომელიც კომპანიას გადაეცა, აუთვისებელი იყო და არც რაიმე პერსპექტივა ჰქონდა. პარადოქსია, მაგრამ ადამიანები, რომლებიც დღეს ჩვენ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რატომღაც არ საუბრობენ, როდის დაკარგა ბოტანიკურმა ბაღმა თბილისის შემოგარენში საცდელი სადგურები. მაგალითად, 2009 წელს ყვავილოვან მცენარეთა საკოლექციო ნაკვეთი თვალსა და ხელს შუა გაქრა. მსგავსი პრობლემა იყო ბათუმის ბოტანიკურ ბაღშიც, როცა ბაღს მწვანე კონცხზე 500კვ.მ მიწის ნაკვეთი ჩამოართვეს და მისი დაბრუნება მხოლოდ 2014 წელს მოხერხდა"  განაგრძეთ კითხვა

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია