რა ფართის ბინებს ყიდულობენ თბილისში ყველაზე ხშირად

რა ფართის ბინებს ყიდულობენ თბილისში ყველაზე ხშირად

უძრავი ქონების ბაზრის განვითარების ტემპი ბოლო დროს მცირედით შენელდა. ე.წ. ბუმის პერიოდი დროებით წარსულს ჩაბარდა და ახლა მენაშენეები მოსახერხებელი პირობების შეთავაზებითა თუ სხვადასხვა აქციებით ცდილობენ გაყიდვების ზრდას. მოსახლეობის მხრიდან სტაბილური მოთხოვნა ძირითადად მცირე ფართის ბინებზეა. შეიძლება ითქვას, რომ მცირე ზომის ბინების გაყიდვები ბოლო პერიოდში გაიზარდა კიდეც.

პატარა ბინის გაქირავების სიმარტივესა და შემდგომი დანახარჯების სიმცირეს, სამშენებლო კომპანიის წარმომადგენლები, მცირე ფართის ბინებზე დიდი მოთხოვნის მიზეზებად ასახელებენ.

"პატარა ფართები - დაახლოებით 40-დან 60 კვ. მეტრამდე, ჩვენი მომხმარებლის ძირითად მოთხოვნას წარმოადგენს. ოროთახიანი, ე.წ."სტუდიოს" ტიპის ბინები სწრაფი ტემპით იყიდება, რადგან ასეთი ბინები როგორც გასაქირავებლად, ისე ახალგაზრდა ოჯახის საცხოვრებლად მისაღებია. აქედან გამომდინარე, მოთხოვნა ამ ბინებზე ძალიან დიდია" -აღნიშნავს "სალვუს დეველოპმენტის" კომერციული დირექტორი თამარ გაფრინდაშვილი.

მისი თქმით, დიდი ბინები კონკრეტული საჭიროებისთვის და მრავალსულიანი ოჯახებისთვისაა უფრო ხელსაყრელია. მცირე ფართის ბინებში საწყისი ინვესტიციისთვის გაცილებით ნაკლები თანხის ჩადებაა საჭირო, რაც ხშირ შემთხვევაში მომხმარებლების არჩევანსაც განაპირობებს განაგრძეთ კითხვა

ასევე დაგაინტერესებთ:

თბილისში უძრავი ქონება გაიაფდა, თუმცა მყიდველი არ ჩანს

რჩევები მათთვის, ვისაც უძრავი ქონების სწრაფად და მარტივად გაყიდვა სურს

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია