„როსტომ“ თავად აჩვენა ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებს“ - ლევან როსტოშვილის მეგობარი დაკავების დეტალებს ჰყვება

„როსტომ“ თავად აჩვენა ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებს“ - ლევან როსტოშვილის მეგობარი დაკავების დეტალებს ჰყვება

რამდენიმე დღის წინ, სამართალდამცავებმა ლევან როსტოშვილი და ლაშა კურტანიძე დააკავეს. სამართალდამცველებმა ისინი ნარკოდანაშაულისთვის თბილისში აიყვანეს. დაკავებულებს 8-20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრებათ. ambebi.ge „როსტოს“ მეგობარს, პროდუსერ მაია სტეფნაძეს ესაუბრა.

- მე და როსტო 5 წელი ერთად ვმუშაობდით. ძალიან მიყვარს და ვმეგობრობთ. „კურტანასთანაც“ რამდენჯერმე მქონდა გადაკვეთა, ვიცნობ ძალიან კარგად. მათი ამბავი ძალიან მეწყინა. "როსტოს" და კურტანას ბრალი ედებათ 42 გრამი ემდიემაის შეძენა-შენახვაში და არა იმაში, რა ხმებიც იყო გავრცელებული ქალაქში. თითქოს მათ ჰეროინი ჰქონდათ. როსტოს წლებია ვიცნობ და ისედაც არ დავიჯერებდი რომ მძიმე ნარკოტიკს მოკიდა ხელი და ეს სასამართლო პროცესზეც დადასტურდა. თვითონ პროკურორმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათ ბრალი ედებათ მსუბუქი ნარკოტიკის შეძენა-შენახვაში.

- რა იცით დაკავების დეტალების შესახებ?

- ლაშა კურტანიძე დაკავების მომენტში შემთხვევით აღმოჩნდა "როსტოს" მანქანაში. "როსტოს" ის სამსახურში მიჰყავდა. კურტანას ადგილზე შესაძლოა ნებისმიერი სხვა ადამიანი ყოფილიყო. ამიტომ როსტომ მოითხოვა ლაშასთვის ბრალი მოეხსნათ, მაგრამ სასამართლომ ეს არ გაითვალისწინა. დაკავება ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოხდა. სამართალდამცავებს მანქანაში ჩხრეკა არ ჩაუტარებიათ, „როსტომ“ თავად აჩვენა ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებს. ლაშა კურტანიძეს კი არანაირი ნარკოტიკი არ აღმოაჩნდა.

- იმედი გაქვთ რომ ორი თვის შემდეგ, მათ გათავისუფლებს სასამართლო?

- იმედი გვაქვს ოპტიმისტური. როსტო ჩემთვის ბევრად უფრო ახლობელი და ძვირფასი მეგობარია, მაგრამ ობიექტურობისთვის ვიტყვი, რომ კურტანა უდანაშაულოა და ის მაინც არ უნდა იქნას დაკავებული. გულით მინდა როსტო გარეთ ვნახო ორ თვეში. არ ვიცი ეს როგორ მოხდება.

თამარ ბოჭორიშვილი

Ambebi.ge

ასევე იხილეთ: პირველი კადრები ლევან როსტოშვილისა და ლაშა კურტანიძის სასამართლო პროცესიდან - დაკავებულთა განაჩენი ცნობილია

Normal 0 false false false EN-US X-NONE X-NONE

„როსტომ“ თავად აჩვენა ნარკოტიკული საშუალება პოლიციელებს“ - ლევან როსტოშვილის მეგობარი დაკავების დეტალებს ჰყვება

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია