კვირის ყველაზე კითხვადი სტატიები
თვის ყველაზე კითხვადი სტატიები
14:09 / 30-05-2016
"ვირუსი", რომლითაც საქართველოში 400 000 ადამიანია დაავადებული
თამაშისადმი მუდმივი ლტოლვა, თვითკონტროლის დაკარგვა, დეპრესიული აშლილობა, ფსიქოლოგიური დისკომფორტი, გაღიზიანება თამაშის თუნდაც მოკლე ხნით შეწყვეტისას. ეს მდგომარეობა ძლიერ ჰგავს ნარკომანთა აბსტინენციას, რომელსაც თან სდევს თავის ტკივილი, ძილის დარღვევა, გუნება-განწყობის გაუარესება, ყურადღების კონცენტრაციის დაქვეითება... - ეს იმ სიმპტომების ნაწილია, რომელიც ლუდომანებს ახასიათებთ.

დაავადებათა კოდირების საერთაშორისო სისტემაში ამ პათოლოგიას საკუთარი ნომერი აქვს მინიჭებული - F 63.0. იმას, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება გლობალურ სოციალურ პრობლემად იქცა, ეს ფაქტიც ადასტურებს.



ლუდომანია სოციალური პრობლემაა, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს. საქართველოში თამაშებზე დამოკიდებულთა რიცხვი ელვის სისწრაფით იზრდება. აფბა-ს კვლევის თანახმად, ჩვენს ქვეყანაში ონლაინ-კაზინოებით მოსარგებლეთა რიცხვი დაახლოებით 400 ათასი ადამიანია. მათი ასაკი 14-დან 35 წლამდე მერყეობს. თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ საქართველოში ამ ასაკის დაახლოებით 1,033,000 ადამიანია, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩვენს ქვეყანაში ყოველი მეორე ადამიანი აზარტულ თამაშებშია ჩართული! ერთი მოთამაშე კი დღეში საშუალოდ 4-5 საათს ატარებს აზარტული თამაშების მახეში.

თამაშზე დამოკიდებულება სამ სტადიად ვითარდება: 1. მოგებათა სტადია; 2. წაგებათა სტადია; 3. განხიბვლის სტადია.

მოგებათა სტადიაში თამაში შემთხვევითია, მოგება - ხშირი, ფსონები თანდათან იზრდება, ადამიანი ჰყვება ფანტაზიას, ეუფლება უსაფუძვლო ოპტიმიზმი. წაგებათა სტადიაზე მოთამაშე უკვე მიზანმიმართულად თამაშობს, თავს იწონებს მოგებებით, გონებით მხოლოდ თამაშს უტრიალებს და ადრე თუ გვიან ხვდება, რომ აღარ შესწევს შეჩერების ძალა. იწყება ტყუილები, ლუდომანი პრობლემებს უმალავს მეგობრებს, ოჯახზე ნაკლებად ზრუნავს, სამსახურში სიარულს თავს არიდებს, იღებს ვალებს, ცდილობს ფულის შოვნას როგორც კანონიერი, ისე უკანონო გზით, გამუდმებით გაღიზიანებულია, სურს თამაშისთვის თავის დანებება, მაგრამ ვერ ახერხებს. განხიბვლის სტადიაზე ადამიანი კარგავს როგორც პიროვნულ, ისე პროფესიულ რეპუტაციას, თავს არიდებს მეგობრებსა და ოჯახს, იტანჯება სინდისის ქენჯნით, ეუფლება პანიკა, ხშირად სჩადის უკანონო ქმედებებს, ინანიებს, იპყრობს უიმედობა, თავის
You must have Flash Player installed in order to see this player.
მოკვლის სურვილი; ოჯახი ინგრევა, ლუდომანი იწყებს სმას
, უვითარდება ემოციური აშლილობა.

ასევე წაიკითხეთ: "დედა, მე ჩემს თავს ვსჯი..." - ლუდომანი თვითმკვლელის დღიურები

ამ სავალალო სტატისტიკის პარალელურად კი, საქართველოში პროგრესულად იზრდება სათამაშო ბიზნესის წლიური ბრუნვა და უკანასკნელ წლებში კოლოსალურ მასშტაბებს აღწევს. ამას ადასტურებს სათამაშო ბიზნესის შემოსავლების ზრდის ტემპის შესახებ ოფიციალური მონაცემები: 2011 წელი - 366 მილიონი ლარი, 2012 წელი - 996 მილიონი ლარი, 2013 წელი - 1.213 მილიარდი ლარი, 2014 წელი - 2, 032 მილიარდი ლარი. ამ მაჩვენებლებით ირკვევა, რომ ბოლო 5 წლის განმავლობაში კაზინოების წლიური ბრუნვა თითქმის ექვსჯერ გაიზარდა.

ქრისტინე გამთენაძე
AMBEBI.GE

ვიდეორგოლი მომზადებულია "პალიტრა მედიის" სოციალური კამპანიის ფარგლებშ
You must have Flash Player installed in order to see this player.
15:04 / 10-01-2017
ლუდომანებს რომ უთხრათ, მართლმადიდებელი არ ხარო, თავს გაგიტეხავენ
giga
15:54 / 07-01-2017
ერი გადაშენების გზაზს ვადგევართ,დაკარგეს ყველანაირი სირცხვილი ,ყველა ის რაც ავნებს საქართველოს და ქართველ ხალხს ყველაფერი უნდა აიკრძალოს.სახელმწიფო და მისი მეთაურად არჰეული ხართ და ხალხის გვერდით არ დგას მთავრობა,რომ დაგვიცვან
marina
მსგავსი სიახლეები
საქართველო სავსეა ოჯახის დამაქცევლის "ბოლომდე ერთგული" დედებით, მამებით, ცოლებით, შვილებით, და-ძმით...
"გამჭვირვალე სისტემიდან გამომდინარე, სახელმწიფო ბიუჯეტი მარტივად იღებს შემოსავლებს"
არადა, რეალურ კაზინოსთან შედარებით, ონლაინკაზინო გაცილებით მასშტაბური საქმიანობაა
კოლეგებო, ჟურნალისტ­ებო, იქნებ ღირდეს, დაელაპარაკოთ თქვენს ხელმძღვა­ნელებს და უარი თქვათ ამ სახის სარეკლამო შემოსავალზე?!
20 წლის შვილი დედას თვითმკვლელ­ობის­ პროვოცირებით აიძულებს ონლა­ინკაზინოების ვალები გაუსტუმროს
"თამაშდამოკიდებული ონლაინსესხს იღებს და იმისთვის თამაშობს, რომ ვალი დაფაროს, საბოლოო ჯამში აგებს ყველაფერს"
აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებას ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს
"პალიტრამედიის" სოციალური კამპანია "არ ითამაშო! იცხოვრე!"
"პირდაპირ მიჰყავთ სკოლებში ადამიანები, რომლებმაც "უმანკო" ჩვევით დაიწყეს და ბოლოს ტრაგედიამდე მივიდნენ"
ამ კატეგორიის სხვა სიახლეები
19:47 / 23-02-2017  Image მიტროპოლიტი დიმიტრი შიოლაშვილი - ვემორჩილები პატრიარქს, რომ მღვდელმთავრებმა მამა გიორგისთან შეხვედრისგან თავი შეიკავონ
მე სურვილიც რომ მქონდეს მამა გიორგის შევხვდე, ვემორჩილები პატრიარქს
15:44 / 23-02-2017  Image ეკა ბესელიამ და თინა ბოკუჩავამ პარლამენტში ერთმანეთს "უვიცი" და "უტიფარი" უწოდეს
+VIDEO ბესელია ფარულ-მოსმენა მიყურადებასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ოპოზიციონერის გამოსვლამ გააღიზიანა
23:44 / 23-02-2017  Image მაია ასათიანს შვილის გარდაცვალების გამო უსამძიმრებენ
"ალბათ გამისკდება გული და დავისვენებ"
17:21 / 23-02-2017  Image რატომ სვამენ საქართველოში ძირითადად თეთრ ღვინოს და რას ნიშნავს "ფრანგული პარადოქსი"
საქართველო წლიურად ერთ სულ მოსახლეზე 17 ლიტრ ღვინოს მოიხმარს
23:23 / 23-02-2017  Image რა არის მენინგოკოკური ინფექცია?
სიკვდილიანობა ძირითადად ელვისებური განვითარებისა და მკურნალობის დაგვიანების ბრალია
ფოტოგალერეა
კვირის ყველაზე კითხვადი
ინტერნეტკონფერენცია
კონტაქტი

პალიტრამედიის ცხელი ხაზი:

5 77 11 11 30

ელ. ფოსტა: info@ambebi.ge

მისამართი: თბილისი, იოსებიძის ქ.#49