ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"

ირმა სოხაძე შვილის გარშემო ატეხილ სკანდალზე: "სალომე ფანტასტიკური გოგოა! რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ, ჩადრი ჩამოიფარეო?"

ჟურნალისტი სალომე ასათიანი, რომელიც რამდენიმე დღის წინ საზოგადოების ყურადღების ცენტრში ბიძინა ივანიშვილთან ჩაწერილი ინტერვიუს შემდეგ მოექცა, მომღერალ ირმა სოხაძის ქალიშვილია. ირმა სოხაძე ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ეს ინტერვიუ მათ ოჯახს სკანდალში გახვევდა. საზოგადოების რეაქციით გაოგნებულია და თავის ქალიშვილზე ამბობს, რომ ის მაღალი დონის პროფესიონალია.

"სალომეს კონკრეტულად ვინ დაურეკა, არ ვიცი, მაგრამ ინიციატივა ბატონი ბიძინასგან წამოვიდა. მას დიდ პატივს ვცემ და ძალიან მიყვარს. ამ ადამიანს სალომეც დიდ პატივს სცემს, მაგრამ მისი ჟურნალისტური ფუნქცია სულ სხვაა. სამწუხაროდ, იმ დღეს გარკვეული კომუნიკაციური გაუგებრობა შეიქმნა... მინდა გითხრათ, რომ ბატონმა ბიძინამ თავად მოისურვა სალომეს საავტორო გადაცემაში მისვლა. აქედან გამომდინარე, შეკითხვების სიმწვავე მისთვის მოულოდნელი არ უნდა ყოფილიყო, რადგან გადაცემა მწვავე ფორმატის არის... გული მწყდება, რომ ბატონმა ბიძინამ არ გამოიყენა საშუალება, ბევრი მწვავე საკითხისთვის მეტი სინათლე მოეფინა", - აღნიშნავს ირმა სოხაძე ჟურნალ "სარკესთან" ინტერვიუში.

- საზოგადოებაშიც რადიკალურად განსხვავებული შეფასებები მოჰყვა ამ გადაცემას. ზოგი ჩარჩოებს გასცდა და ჟურნალისტის გარეგნობაზე გაამახვილა ყურადღება. ამ საქციელმა საზოგადოების დიდი ნაწილი აღაშფოთა და წარმომიდგენია, დედისთვის ამის მოსმენა როგორი იქნებოდა.

- ეს არის უსინდისო, უსაქმური და უინტელექტო ხალხი! ამ სიტყვების ხმარებისთვის სიტყვა "მაპატიე"-საც არ გეუბნებით. მათ მხოლოდ დეგენერატები და გონებრივად ჩამორჩენილები შემიძლია ვუწოდო, სხვა სიტყვებს ვერ ვპოულობ. ამას იმიტომ არ ვამბობ, რომ დედა ვარ. სალომემ "ფეისბუქზე" სტატუსიც დაწერა, რომ რამდენიმე წლის წინ მას ბადურა ჩამოეშალა. სალომე არის ფანტასტიკური გოგო! არ ვიცი, რა ტვინში უნდა დაიბადოს აზრი, ადამიანს უთხრა, ელამი ხარ და ჩადრი ჩამოიფარეო. სალომე ეთერში სილამაზის სტანდარტების დასამკვიდრებლად არ ზის, ის უმაღლესი რანგის ჟურნალისტია და იმდენად კარგად აკეთებს თავის საქმეს, ბევრს რომ ვერც წარმოუდგენია.

ქეთი დინოშვილი

ჟურნალი "სარკე"

ცნობილი პირების ყალბი "ფეისბუქ"-გვერდები და "ოცნების" მხარდაჭერა რუსული პორტალებიდან - კოკა ყანდიაშვილთან დაკავშირებული 800-მდე ანგარიში დაიბლოკა

ყვითელი "მარშრუტკების" მძღოლები 300-ლარიან დახმარებას მიიღებენ

სემეკის ახალი პროექტი - კომუნალური მომსახურების შესახებ ყველა ინფორმაციის მიღება მობილურ ტელეფონზე *303# კოდის აკრეფით არის შესაძლებელი