"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე

"არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი ჩვენთვის მიუღებელია" - ილია მეორე

ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას კრებაში, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ კრეტაზე დაგეგმილ წმინდა კრებაში მონაწილეობასთან დაკავშირებით საკვირაო ქადაგებისას განაცხადა.

პატრიარქის თქმით, ასევე მნიშვნელოვანია მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, თუმცა, ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. "უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეუბნება, მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ბედნიერია ის ადამიანი და ის ერი, რომელიც დაადგება უფლის გზას. ჩვენ ვცხოვრობთ ძალიან რთულ დროს, როცა ჩვენი ყოველდღიური ცხოვრება წარმოშობს სხვადასხვა პრობლემებს და აი ამ დროს ადამიანი უნდა იყოს ფრთხილი, რომ არ ჩავარდეს უფსკრულში, არ ჩაიდინოს და არ გააკეთოს ისეთი საქმე, რომლის გამოსწორება მერე ძნელი იქნება", - განაცხადა პატრიარქმა.

მისივე თქმით, დღეს არის მირიან და ნანას ხსენების დღე, რომლებიც პირველი ქართველი ქრისტიანი მეფე-დედოფალი არიან. "მათი ლოცვით ღმერთმა ინებოს, რომ ჩვენ მტკიცედ ვიდგეთ ჭეშმარიტების გზაზე. მტკიცედ ვიდგეთ მართლმადიდებელ სარწმუნოებაში. 17-დან იწყება კრება საბერძნეთში. ჩვენ ვერ მივიღებთ, არ მივიღებთ მონაწილეობას, რადგან ზოგიერთი საკითხი რთულია და ჩვენთვის მიუღებელია, მაგრამ ამავე დროს, ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ დავიცვათ მართლმადიდებელი ეკლესიების ერთობა, მაგრამ ერთსულოვნება უნდა იყოს ჭეშმარიტების გზაზე. ღმერთი მოწყალეა და ღმერთი დაგვეხმარება, რომ ჩვენ დავიცვათ ის მცნებები, რომელიც გადმოგვცა უფალმა ჩვენმა იესო ქრისტემ", - ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა.

შეგახსენებთ, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია საბერძნეთში, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმინდა კრებაში მონაწილეობას არ მიიღებს. აღნიშნული გადაწყვეტილება საპატრიარქოში გამართულ წმინდა სინოდის სხდომაზე მიიღეს.

წაიკითხეთ: დიდი განხეთქილება მართლმადიდებლურ სამყაროში და საქართველოს ეკლესიის პოზიცია

"ახლა აქ რომ ვინმე მოვიდეს, შარვალი ჩაიხადოს და რაღაც ქნას, მშვიდად ჩაივლის? სიბილწის პროპაგანდა არავის უფლება არ არის" - მეუფეები "თბილისი პრაიდზე"

რამდენ ადამიანს ჩაუტარდა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია საქართველოში და როგორია ევროპისა და აშშ-ის მონაცემები

"გელათი თქვენ გამო დაიკეტა, მოუსვენარი ხალხი ხართ..." - მეუფე იოანე ჟურნალისტებს