"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" - რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა

"განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს გვინდა?" -  რას ამბობს მიხეილ სხვიტარიძის დედა, რომლის დასახმარებლად ბონდარენკო საქართველოში ჩამოვიდა

მიხეილ სხვიტარიძე საზოგადოებამ რამდენიმე თვის წინ გაიცნო. 16 წლის მოზარდის დასახმარებლად საქართველოში უკრაინელი მსახიობი სტანისლავ ბონდარენკო ჩამოვიდა. ბონდარენკომ თუმანიშვილის თეატრში სამ სპექტაკლში ითამაშა და საქველმოქმედო ვახშამიც გამართა. საქველმოქმედო ღონისძიებების ორგანიზატორები ახალგაზრდა გოგონები - ელენე თარგამაძე და ნათია ქარდავა იყვნენ. მსახიობი თბილისს სწორედ მათი მოწვევით ესტუმრა. საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად სულ 16 ათასი ლარი შეგროვდა, სხვიტარიძის ოპერაცია ჯანდაცვის სამინისტრომ 10 000, ხოლო თბილისის მერიამ 5 000 დოლარით დააფინანსა. თუმცა ოჯახს ეს თანხა ოპერაციისთვის არ ყოფნის. დღეს ცნობილი გახდა, რომ მიხეილ სხვიტარიძეს ელენე თარგამაძის და ნათია ქარდავას მიერ ორგანიზებული, საქველმოქმედო ღონისძიებების შედეგად შეგროვილი თანხა არ მიუღია.

"ამბები.ge" მიხეილ სხვიტარიძის დედას დაუკავშირდა:

- ქალბატონო ცირა, ღონისძიების ორგანიზატორები ამბობენ, რომ ქველმოქმედებიდან შემოსული თანხა თქვენივე სურვილით არ დაირიცხა თქვენს ანგარიშზე, მართალია?

- ასეთი შეთანხმება არ ყოფილა. სპექტაკლებიდან შემოსული თანხა ჩვენ არ მიგვიღია. ორგანიზატორებმა მითხრეს, რომ სულ 14 000 ლარი შეგროვდა, ამდენი ხანია მპირდებიან თანხის ჩარიცხვას და ჯერაც არ მიმიღია. რა მნიშვნელობა აქვს ჩემთვის, მე ჩამირიცხავენ იმ თანხას თუ კლინიკის ანგარიშზე დარიცხავენ. მეუბნებოდნენ, ფონდი უნდა შევქმნათ და ჯერ ვერ დაგირიცხავთ თანხასო, ოცი დღის წინაც დავრეკე და მოვიკითხე თანხა, მაგრამ ამაოდ, დღეს დამირეკა ნათია ქარდავამ და მითხრა, ახლა ქალაქში არ ვარ და ხვალ ჩაგირიცხავ თანხასო.

- ორგანიზატორების განცხადებით, ბონდარენკოს სპექტაკლების გარდა, სხვა საქველმოქმედო ღონისძიებებიც გამართეს და ის თანხა დაგერიცხათ, რა თანხა დაგერიცხათ?

- ეს გოგონები ჩემთან როცა მოვიდნენ და ბონდარენკომ თანხმობა განაცხადა დახმარებაზე, ბავშვს უყიდეს ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. ასევე ტომოგრაფიის თანხა გადაიხადეს თოდუას კლინიკაში. სხვა დახმარება მათგან არ მიმიღია, კიდევ ჩარიცხა ვიღაც ბიზნესმენმა 500 დოლარი და ორმა პირმა 100-100 ევრო ჩვენს ანგარიშზე, ალბათ მათი ახლობლები იყვნენ, არ ვიცი. განადგურებულია ჩემი ოჯახი და კიდევ ეს ამბავი გვინდა?

- რა სჭირს მიხეილს?

- მიხეილის ზუსტი დიაგნოზი არ არის დასმული. არ უვითარდება კიდურები, აქვს ძგიდეების გამრუდება, ოსტეოპოროზი, ფილტვი დაკარგა ბავშვმა, რადგან ნეკნებში მოექცა. 43 000 დოლარი სჭირდება მის მკურნალობას და საკმარისი თანხა ისევ არ გვაქვს შეგროვებული.

ასევე იხილეთ:

"თუ მოხერხდა, ხვალ ჩავრიცხავთ თანხას" - რას პასუხობს ელენე თარგამაძე ნანუკა ჟორჟოლიანის ბრალდებას

თამარ ბოჭორიშვილი

AMBEBI.GE

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი