"დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი" - თურქეთში მყოფი შორენა ბეგაშვილი მძიმე ღამეს იხსენებს

"დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი" - თურქეთში მყოფი შორენა ბეგაშვილი მძიმე ღამეს იხსენებს

მსახიობი შორენა ბეგაშვილი, რომელიც ქალიშვილთან, ევა ბარბაქაძესთან ერთად თურქეთში იმყოფება, გუშინდელ მძიმე ღამეს იხსენებს.

"გვირეკავენ და გვეუბნებიან, რომ სახლიდან არ გახვიდეთ, ჩართეთ ტელევიზორი... ჩავრთეთ ტელევიზორი, ვხვდებით, რომ რაღაც მოხდა, მაგრამ რა ზუსტად არ ვიცით. ბოსფორის ხიდი ჩვენთან ძალიან ახლოს არის. ფანჯარაში რომ გავიხედე ხიდი გადაკეტილი იყო, ჩვენს თავზე ვერტალიოტები დაფრინავდნენ, უცებ დავიწყეთ ჩემოდნის ჩალაგება, სად მივდიოდით არ ვიცი. ყოველ ორ წამში ერთხელ ისმოდა სროლების ხმა. მართალია დღეს ყველაფერი დამთავრდა და სიწყნარეა, მაგრამ ქუჩებში მაინც ცოტა ხალხია, შეშინებულები გარეთ ვერ გამოდიან", - განაცხადა "რუსთავი 2"-თან საუბრისას შორენა ბეგაშვილმა.

ბოლო ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალების მცდელობას 270-მდე ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. აღნიშნული განცხადება ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ბინალი ილდირიმმა გააკეთა.

მთავრობის მეთაურის ცნობით, ამ დროისთვის 1440 ადამიანია დაშავებული. ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ადგილობრივ საავადმყოფოებში იღებენ. სპეცოპერაციების მიმდინარეობისას სახელისუფლებო ძალებმა 2839 მეამბოხე დააკავეს.

სამართალდამცავთა განმარტებით, თურქეთის სამხედრო თვითმფრინავი საბერძნეთის ჩრდილოეთ ნაწილში, ალექსანდროპოლისის აეროპორტში დაეშვა. სამხედრო გადატრიალებაში მონაწილე

8 სამხედრო პირმა საბერძნეთში პოლიტიკური თავშესაფარი მოითხოვა. ისინი საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვის დააკავეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ დაკავებულთა უკან თურქეთში დაბრუნება მოითხოვა.

თურქეთში განვითარებული მოვლენების ქრონიკა იხილეთ ტეგზე #სახელმწიფო გადატრიალების მცდელობა თურქეთში

ნახეთ: როგორ ეხმაურება ცნობილი თურქი მსახიობი მურატ ილდირიმი მის ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი