ვინ არიან ნიცაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე

ვინ არიან ნიცაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე

ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა, რომ 14 ივლისს ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქეცაა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ეროვნებით სომეხი საქართველოს მოქალაქე 56 წლის რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა.

როგორც ბელგიური გამოცემა gva.be იუწყება, ანტვერპენის მკვიდრი ეკმალიანი ნიცაში მეუღლესთან, ნატალია ოტტოსთან და მეგობართან იგორ ჩელეჩკოსთან ერთად იმყოფებოდა. ცოლ-ქმარი მეგობართან ერთად ესწრებოდა ბასტილიის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას, რა დროსაც Promenade des Anglais-ზე ტრაგედია დატრიალდა.

ნატალია ოტტო, რომელიც რუსული წარმოშობის ყაზახეთის მოქალაქეა, ანტვერპენის რუსულ საკვირაო სკოლაში რუსულ ენას ასწავლიდა. მისი გარდაცვალების შესახებ ახლობლებმა იმავე დღეს შეიტყვეს, რომან ეკმალიანს კი ოჯახის წევრები ტრაგედიიდან ორი დღის მანძილზე ეძებდნენ.

მამაკაცის ნათესავი, რომელიც ასევე ბელგიაში ცხოვრობს, ფეისბუქის საშუალებით ითხოვდა ბიძის მოძებნაში დახმარებას. 16 ივლისს ოჯახს უკვე მიაწოდეს ინფორმაცია, რომ რომან ეკმალიანი ტერორისტული აქტის დროს დაიღუპა.

Georgia’s citizen among Nice attack victims

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი