ნიცის ტერაქტის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა

ნიცის ტერაქტის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა

ნიცაში მომხდარი ტერაქტის დროს დაკარგული საქართველოს მოქალაქე გარდაცვლილთა შორის აღმოჩნდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საფრანგეთში საქართველოს ელჩმა, ეკა სირაძე-დელონემ განუცხადა, უკვე დადასტურდა, რომ გარდაცვლილთა შორის, ერთ-ერთი მამაკაცი ქართველია.

არსებული ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქე ნიცაში მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა. ტერაქტის შედეგად მისი ცოლიც დაიღუპა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ნიცაში ტერაქტის დროს დაღუპული საქართველოს მოქალაქის ოჯახს უსამძიმრებს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს სამინისტროს პრესსამსახურიდან აცნობეს.

წაიკითხეთ: ვინ არიან ნიცაში დაღუპული საქართველოს მოქალაქე და მისი მეუღლე

"სამწუხაროდ, დღეს ფრანგულმა მხარემ ოფიციალურად დაადასტურა მიმდინარე წლის 14 ივლისს ქალაქ ნიცაში განხორციელებული ტერორისტული აქტის დროს დაღუპულთა შორის საქართველოს მოქალაქის (ეკმალიანი რომანი, დაბ. 1960წ.) არსებობის შესახებ ინფორმაცია (რომან ეკმალიანი ბოლო წლების განმავლობაში ბელგიაში ცხოვრობდა). აღნიშნული სამწუხარო ფაქტის შესახებ საფრანგეთში საქართველოს საელჩოს საკონსულო სამსახურის მიერ უკვე ინფორმირებულია გარდაცვლილის ოჯახი" - ნათქვამია უწყების განცხადებაში.

ბოლო მონაცემებით, ნიცაში თავდასხმის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 84-მდე გაიზარდა. 14 ივლისს, ნიცაში, სადაც მოსახლეობა ბასტილიის აღების დღეს აღნიშნავდა, ხალხში სატვირთო ავტომობილი შევარდა და ათობით ადამიანი გადასრისა, რის შემდეგაც იქ მყოფებს ცეცხლი გაუხსნა. ადგილზე მისულმა სამართალდამცველებმა თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინეს.

იხილეთ ვიდეო

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი