მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად

მერაბ კვირიკაშვილი და გიორგი ლომინაძე მეუღლეებთან ერთად

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე გუშინ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბის, მერაბ კვირიკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა, გიორგი ლომინაძის კი კვლავ მძიმე რჩება. მძიმეა მათი მეუღლეების მდგომარეობა - ანანო ბუაძესა და ნუცა გუნცაძეს დღეს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანენ. ამჟამად, ორივე დაშავებული მართვით სუნთქვაზეა. გიორგი ლომინაძის მეუღლე, ნუცა გუნცაძე ფეხმძიმედაა.

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრების მეათე ნომერი, 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და მისი მეუღლე ანანო ბუაძე 12 წელია ცოლ-ქმარი არიან. წყვილს ოთხი შვილი - ორი გოგონა და ორი ბიჭი ყავთ.

რაც შეეხება გიორგი ლომინაძეს, მორაგბე 27 წლისაა. ის და ნუცა გუნცაძე 2014 წელს დაქორწინდნენ. წყვილი პირველ შვილს ელოდება.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი