"ქორწილისა და ეროტიკული შოუსთვის გაქირავებული ოპერის თეატრი" - ხელოვანები კინწურაშვილს სკანდალურ ბრალდებებს უყენებენ

"ქორწილისა და ეროტიკული შოუსთვის გაქირავებული ოპერის თეატრი" - ხელოვანები კინწურაშვილს სკანდალურ ბრალდებებს უყენებენ

კულტურის პალატის პრეზიდენტის, დავით ოქიტაშვილისა და ოპერის მომღერლის თამარ ივერის ინფორმაციით, ოპერის თეატრს ხელმძღვანელობა ქორწილებისა და ბანკეტებისათვის აქირავებდა.

ამის შესახებ მათ ტელეკომპანია "პალიტრანიუსის" გადაცემა "360 გრადუსში" სტუმრობისას განაცხადეს.

დავით ოქიტაშვილი: მივმართავ დავით კინწურაშვილს, ვინ აიძულა და ვინ სთხოვა მას, რომ ოპერაში გაემართა ქორწილი და რამდენი თანხა იყო ამაში გადახდილი. ჩვენ მოუწოდებთ აუდიტის სამსახურს, შევიდეს და შეისწავლოს ეს საქმე. მე მლიქვნელობა არ მიყვარს, მაგრამ „ქართუ ჯგუფმა“ ოპერა იმისთვის არ ააშენა, რომ ვიღაცამ ქორწილი გადაიხადოს. პირადად მე ვიცი ვინც გადაიხადა ქორწილი. დაასახელოს ის ადამიანი, ვინც ურჩია იქ ქორწილის გადახდა. ვიცი, რომ სოლიდური თანხა იქნა ამაში გადახდილი. საუბარია 100 ათას ლარზე მეტზე.

თამარ ივერი: არ უნდა შეურაცხყო ზაქარია ფალიაშვილის სახელი. ევროპაში წარმოუდგენელია, რომ ლასკალას თეატრს ან მსგავს ადგილს მისმა ხელმძღვანელობამ აკადროს და ის გააქირაოს. იწერებოდა, რომ ვითომ ეს იყო ფილმი, კლიპი და ასე შემდეგ, მაგრამ ფაქტია, რომ თეატრის შესასვლელი მთელი დღე იყო გაქირავებული. იქ იყო რაღაც ეროტიკული და ლესბოსელური ელემენტები. ეს იყო ვაგხანალია და გარყვნილების წარმომადგენელი. მრცხვენოდა, რომ ამ ყველაფერს ზემოდან ფალიაშვილის პორტრეტი დაჰყურებდა. თეატრს აქვს 400 ათასი ვალი. ეს დასის წევრებისგან და დირექციისგან ვიცით, მაგრამ დეტალები არ ვიცი. იყო საუბარი, რომ ბანკეტები გაიმართა წითელ დარბაზში, ხინკლებით და მწვადებით... იმის გამო, რომ თანხები შემოგივიდეს, თეატრს ყველაფერი არ უნდა აკადრო. შენთვისაც აღარ იქნება პრესტიჟი, რომ მღერიხარ თეატრში, რომელიც დიღმის რესტორანივით იქცა.

იხილეთ ვიდეო: ქორწილი და ეროტიკული შოუ ოპერის თეატრში - რას ჰყვებიან ხელოვანები კინწურაშვილის მმართველობის პერიოდზე

რამდენიმე კვირაა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში დაძაბულობაა. დასის წევრები სამხატვრო ხელმძღვანელს დავით კინწურაშვილს ვალდებულებების შეუსრულებლობაში ადანაშაულებენ და მის გათავისუფლებას მოითხოვდენ. დღეს ცნობილი გახდა, რომ კინწურაშვილმა თეატრის 4 თანამშრომელი გაათავისუფლა. გადაწყვეტილების შემდეგ ოპერის თეატრის თანამშრომლები კულტურის სამინისტროსთან შეიკრიბნენ და მინისტრს მოუწოდეს, კინწურაშვილი თანამდებობიდან გადაეყენებინა. მათ მოთხოვნას რეაგირება მალევე მოჰყვა. დღის ბოლოს მიხეილ გიორგაძემ აღნიშნა, რომ ოპერის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლდნენ.

„Agronavti“ - ინფორმაციის მიღებისა და აგრო პროდუქტების ონლაინ გაყიდვის შესაძლებლობა

რა წესების დაცვა მოუწევთ აბიტურიენტებს ერთიან ეროვნულ გამოცდებზე

როგორ ვაკონტროლოთ სისხლძარღვების ჯანმრთელობა - ის, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია