მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, დანარჩენების მდგომარეობა კვლავ მძიმეა

მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს, დანარჩენების მდგომარეობა კვლავ მძიმეა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული მორაგბე მერაბ კვირიკაშვილი საავადმყოფოდან გაწერეს. ამის შესახებ AMBEBI.GE-ს ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრის დირექტორმა ანჟელა ორჯონიკიძემ განუცხადა.

"მერაბ კვირიკაშვილი გუშინ გაეწერა. დანარჩენი სამი პაციენტის მდგომარეობა უცვლელია, სტაბილურად მძიმეა. ისინი გაუარესების გარეშე, რეანიმაციაში ხელოვნურ მართვით სუნთქვაზე იმყოფებიან. ამ კვირაში მათთან დაკავშირებით არაფერი ახალი არ არის დაგეგმილი. მომავალ კვირას კი გადაწყდება, იქნება თუ არა საჭირო ოპერაციული ჩარევა. მათ მოტეხილობები აღენიშნებათ", - განაცხადა ანჟელა ორჯონიკიძემ.

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე მათი მეუღლეები დაშავდნენ. გიორგი ლომინაძეს ორივე ბარძაყისა და წვივის ძვლების მოტეხილობა, ტრავმული შოკი, ქალა-ტვინის დახურული ტრავმა და სისხლის დიდი ოდენობით დანაკარგი აღენიშნებოდა. მერაბ კვირიკაშვილის მდგომარეობა კი მძიმე არ იყო.

სამტრედია-ქუთაისის გზაზე ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის, მათ შორის, ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლე ემსხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი