მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა

მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე საავადმყოფოში გარდაიცვალა

ქუთაისი-სამტრედიის გზაზე 21 ივლისს მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული სამი პაციენტიდან, 31 ივლისს საღამოს ერთ-ერთი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

გარდაცვლილი მერაბ კვირიკაშვილის მეუღლე, ანანო ბუაძეა. აღნიშნული ინფორმაცია palitratv.ge-ს "ევექსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა გიორგი ნიორაძემ დაუდასტურა. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა სტაბილურია.

რა გარემოებებმა განაპირობა მერაბ კვირიკაშვილის მეუღლის გარდაცვალება - ექიმის პირველი კომენტარი

21 ივლისს, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მორაგბეები: 32 წლის მერაბ კვირიკაშვილი და 26 წლის გიორგი ლომინაძე, ასევე, მათი მეუღლეები დაშავდნენ. სამტრედია-ქუთაისის გზაზე ავარიის დროს ერთმანეთს დიდი სისწრაფით მოძრავი ორი ავტომობილი შეეჯახა. ავარიას სამი ადამიანის - ახალგაზრდა ცოლ-ქმრისა და მათი მეგობრის სიცოცხლეც ემსხვერპლა.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი