სს "ენერგო-პრო ჯორჯია" კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" კასპში მომხდარ ტრაგედიას ეხმაურება

სს "ენერგო-პრო ჯორჯია" 18 აგვისტოს კასპში 9 წლის ბავშვის ტრაგიკულად დაღუპვის ფაქტს ეხმაურება და აღნიშნულთან დაკავშირებით კომპანიის პოზიციას ავრცელებს:

"სს "ენერგო-პრო ჯორჯია" მწუხარებას გამოთქვამს 18 აგვისტოს, კასპში მომხდარი ტრაგედიის გამო და უსამძიმრებს დაღუპულის ოჯახს.

გადამოწმებული ინფორმაციით, ელექტროგადამცემი ქსელი, რომელშიც მოხდა ტრაგედია, არ ირიცხება კომპანიის ბალანსზე და არის კერძო მფლობელობაში. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, კომპანია გამოთქვამს მზადყოფნას, რომ სრული ინფორმაცია მიაწოდოს გამოძიებას, რათა დადგინდეს ტრაგედიის გამომწვევი ობიექტური მიზეზები, ხოლო ბრალეულობის გამოკვეთის შემთხვევაში, შესაბამისი პასუხისმგებელი პირები დაისაჯონ კანონის სრული სიმკაცრით", - ნათქვამია "ენერგო-პრო ჯორჯიას" განცხადებაში.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი