დაიტბორა თუ არა ძლიერი წვიმის შედეგად მეტრო სადგურები - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" კომენტარი

დაიტბორა თუ არა ძლიერი წვიმის შედეგად მეტრო სადგურები - "თბილისის სატრანსპორტო კომპანიის" კომენტარი

"თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" ძლიერი წვიმის გამო მეტროს სადგურების დატბორვის ფაქტს უარყოფენ. როგორც "ინტერპრესნიუსს" "თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში" განუცხადეს, ძლიერი წვიმის გამო მეტროს სადგურების დატბორვის შესახებ გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება.

კომპანიის განცხადებით, მეტროპოლიტენი ჩვეულ რეჟიმში მუშაობს და რაიმე შემთხვევა არ დაფიქსირებულა.

თბილისში ბოლო ერთი საათია ძლიერად წვიმს. წვიმამ რამდენიმე ქუჩაზე წყლის ნაკადი წარმოქმნა. ბახტრიონზე, კოსტავას ქუჩაზე, გმირთა მოედანზე, რუსთაველის გამზირსა და პეკინის ქუჩებზე წყლის ძლიერი ნაკადია.

ნახეთ: "ახალი გზით არ წამოხვიდეთ საბურთალოს მიმართულებით, სიცოცხლისთვის საშიშია!"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"

ვინ არის შორენა ბეგაშვილის ყოფილი ქმრის მეუღლე, რომელიც უკრაინაში ცნობილი დიზაინერია

8-9 ოქტომბერს ძლიერი წვიმა და ქარია, 10-ში კვლავ გამოიდარებს - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი